სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8%-მდე შეამცირა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სებ-ის მონეტალური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო. „საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური […]

ევროპარლამენტარი – ვენეციის კომისია ასკვნის, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია

ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს. მისი თქმით, „იგი რუსული კანონია!“ „ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ […]

კახა კალაძე – თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას 100%-ით, 120 ათასი ლარით აფინანსებს

თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით დაფინანსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის დაფინანსება 70 000 ლარის ნაცვლად 120 000 ლარი გახდება. „მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. […]

გიორგი ბარამიძე აშშ-კონგრესის წევრს, საერთაშორისო ფინანსებისა და არალეგალური ფინანსების ქვედა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს შეხვდა

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე აშშ-კონგრესის წევრს, საერთაშორისო ფინანსებისა და არალეგალური ფინანსების ქვედა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს, იანგ კიმს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრეს. იანგ კიმმა მხარდაჭერა გამოუცხადა კანონპროექტ „MEGOBARI Act“-ს და ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ თანადგომა გამოხატა. პარტიის ცნობით, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს “ქართული […]

თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან – კახა კალაძე

„თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება“. „თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი, ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობის და […]

თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყევთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით – კახა კალაძე

ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ იცოდეთ ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ, ჯანსაღი ურთიერთობები გვქონდეს და პარტნიორები ვიყოთ, დაგვანახეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები და ამ კანონის საჭიროებაც არ იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ზოგიერთი უცხოელისგან ის დამოკიდებულება, რაც ბოლო თვეების განმავლობაშია, ჯანსაღი პარტნიორობა არ არის. „ის […]

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25%-ით, 8.0%-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. […]

ნორვეგია და ირლანდია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას გეგმავენ

ნორვეგია და ირლანდია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას უახლოეს მომავალში აპირებენ. ისრაელმა ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გამოიწვია. ნორვეგიის პრემიერმინისტრმა იონას ჰარ სტოერემ თქვა, რომ ნორვეგია პალესტინას, როგორც სახელმწიფოს, ოფიციალურად 28 მაისს აღიარებს. “პალესტინას აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოობის ფუნდამენტური უფლება. ახლო აღმოსავლეთში ვერ იქნება მშვიდობა მისი აღიარების გარეშე” – თქვა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა. სტორერეს თქმით, ტერორისტული და ომის დანაშაულები ჰამასის […]

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება – ივლისში 50 ბაღი იმუშავებს

თბილისის საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. “წელს თბილისში, ივლისში, 45-ის ნაცვლად 50 საზაფხულო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. რეგისტრაცია 5 ივნისს, დილის 10 საათზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საიტზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაღებში თბილისის ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 […]

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ესტონეთი არ დაუჭერს მხარს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას — ელჩი

თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ესტონეთი არ დაუჭერს მხარს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას. ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში რიინა კალიურანდმა „ტვ პირველს“ განუცხადა. „თუ „ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა საქართველოს ხმა მისცეს, რათა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას. მთავრობამ ძალიან მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ამას […]