ზურაბ ჩიკვილაძე – დედაქალაქის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 100%-ით დააფინანსებს

დედაქალაქის მერიის მიერ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის სრული დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათი იქნება – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც ის ამბობს, მიღებული გადაწყვეტილებით, ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის დაფინანსება 70 000 ლარის ნაცვლად 120 […]
ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 162-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 162-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამედიცინო აქცია მიმდინარე წლის 25 მაისს ჩატარდება. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის […]
გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოზე რეგისტრაცია 24 მაისამდე გრძელდება

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომლის მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექ სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს. რეგისტრაცია 24 მაისამდე ვებგვერდზეშეგიძლიათ. ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა: ტექნოლოგიური ლიდერის კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფ ქალს, რომელსაც აქვს გამორჩეული მიღწევები და საკუთარი საქმიანობით საზოგადოებაში […]
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას – საია

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში. საია მოუწოდებს მმართველ პარტიას, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, უარი თქვას ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას. „2 მაისს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით,[1] მცირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) […]
რა შეუმსუბუქებს შრომას ქართველ ფერმერებს?

პასუხი მარტივია — ჭკვიანი ტექნოლოგიები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული და მართვის მოსახერხებელი სისტემით გამოირჩევა თანამედროვე, სწრაფად განვითარებად გარემოში, სოფლის მეურნეობა მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს, ამიტომ აგროსექტორში ჭკვიანი ტექნოლოგიები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამავდროულად, წარმატების შესანარჩუნებლად ფერმერები სიახლეებისთვის უნდა იყვნენ მზად, რისთვისაც სჭირდებათ ტექნიკა, რომელიც გამოწვევებს უპასუხებს. სწორედ ასეთ მომსახურებასა და პროდუქციის ფართო […]
„სირაქლემას პოზაში არიან – ხელისუფლებას ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად არის, გვითხრეს, რომ რეალობას ვერ აღვიქვამთ და ვიტყუებით“ – შალვა ალავერდაშვილი

„სირაქლემას პოზაში არიან – ხელისუფლებას ჰგონია რომ ყველაფერი კარგად არის, გვითხრეს, რომ რეალობას ვერ აღვიქვამთ და ვიტყუებით“ – როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ასეთია სახელმწიფოს დამოკიდებულება დღეს სამასპინძლე სექტორის წარმომადგენლების მიმართ. ცნობისთვის, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების და ქვეყანაში […]
მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის საქართველოსთვის $35 მლნ-ის დაფინანსება დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის საქართველოსთვის 35 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. დღეს, 22 მაისს, გამოყოფილი თანხა ხმარდება პროექტის პირველ ფაზას, რომლითაც გათვალისწინებულია შავი ზღვის ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური და გეოტექნიკური გამოკვლევების ჩათვლით. პროექტით, აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში. „პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან […]
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, სახელობით კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს დიპლომები გადაეცათ

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, სახელობით კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს, საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ. მეცნიერები წარადგინა და დიპლომები გადასცა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა. როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნა, დიპლომი გადაეცა თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელს. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვქონდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. მეცნიერთა საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს გადაეცა პრემია. აკადემია ყოველ […]
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ. „საუბარი შეეხო მარნეულის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. შეგახსენებთ, რომ მარნეულში ისტორიული პროექტი ხორციელდება, […]
RFE/RL: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელსაც პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია

რადიო თავისუფლება ვაშინგტონიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია”. გამოცემას წყარო უყვება, რომ “ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის ქართული ოცნების ნარატივს, რომ თითქოს ის “უცხოური აგენტების” კანონპროექტით ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს”. რადიო თავისუფლებას წყარო ეუბნება, რომ ამერიკელი […]