ანრი ოხანაშვილი – ვენეციის კომისიამ მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ პროექტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ – მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ვენეციის კომისიამ მოითხოვა მათთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება უმრავლესობის მიერ დაინიცირებულ კონსტიტუციურ პროექტს „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის“ შესახებ. როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ვენეციის კომისიას აინტერესებს რატომ დააინიცირეს, რა არგუმენტებია, იმისთვის რომ დარეგულირდეს საკითხი, რომელიც აკრძალავს ლგბტ პროპაგანდას და უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესების დაცვას. ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ისინი მზად არიან, […]

გიორგი ვაშაძე – ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის!

ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა კარგად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ რუსული მანიპულაციური ბუნება და ყოველგვარი სპეკულაციის შესაძლებლობა დახურეს, ამ დასკვნის პირობებში. „ქართული ოცნება“ ამ სისულელეებით კიდევ უფრო ამხელს თავის რუსულ ბუნებას. ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის! – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

„საქართველოს ბანკისა“ და სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით, დამატებით კიდევ 70-მდე ბიზნესი გაციფრულდება

„საქართველოს ბანკი“ სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიცირებული პროექტის – „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“-ის მხარდამჭერია. ბანკის ინფორმაციით, ამჟამად, პროექტის მეოთხე ნაკადი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, სავაჭრო პალატა 70-მდე მეწარმისთვის უზრუნველყოფს, როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი – მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ- ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით […]

მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

“აიაქსიდან” “მეცში” განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეს, დიდი ალბათობით, ამსტერდამული კლუბი ზაფხულში გაყიდის, 23 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “მონაკო” დაწინაურდა, ამის შესახებ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს. წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები ფრანგულ კლუბთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ბოლო რამდენიმე საათში პროგრესს მიაღწიეს. გამოცემის ინფორმაციით, “აიაქსი” მიქაუტაძის სანაცვლოდ 15-დან 20 მილიონ ევრომდე ითხოვს, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, “მონაკომ” […]

აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელიც პოლიტელიტის რეპუტაციას გააცამტვერებს — რადიო თავისუფლება

რადიო „თავისუფლების“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს ანონიმური წყარო უყვება, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსეთის აგენტებისა და ჩინეთის გავლენის გამტარების არსებობის შესახებ. მედიაშუალება წერს, რომ ეს ინფორმაცია „საფუძველს გამოაცლის“ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი. საუბარია კონგრესმენ ჯო უილსონის მომზადებულ კანონპროექტზე, MEGOBARI Act-ზე რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის […]

ოხანაშვილი: ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი

ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, როდესაც დაწერა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო გადაწყვეტილების საპირისპირო პოზიცია. და არ იყო ეს? ვენეციის კომისიას დააწერინეს, თუ ეს გინდათ რომ გაგიმეოროთ, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი მაშინ, როდესაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ამბობს, რომ არსებობს საზოგადოების აღმატებული ინტერესი, იცოდეს კონკრეტული ორგანიზაციები, რა ფინანსებით მუშაობენ და რაში ხარჯავენ. ევროკავშირის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის […]

ევროკავშირის ოთხი ქვეყანა მოითხოვს უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოსთან, თუ იქ “აგენტების კანონს” მიიღებენ

ევროკავშირის ოთხი ქვეყანა: ესტონეთი, ნიდერლანდი, ჩეხეთი და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება “უცხო ქვეყნების აგენტების” (ოფიციალური სახელწოდებაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის”) შესახებ კანონს მიიღებს. ამაზე ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. შემზღუდავი ზომები, რომლებსაც ეს ქვეყნები მოითხოვენ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ევროპული ფონდებიდან გათვალისწინებული თანხების […]

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დანიშნა – სასამართლოს გუშაგი

არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის ცნობით, გუშინ, 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დანიშნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ. როგორც სასამართლოს გუშაგი წერს, 21-ვე მოსამართლის უვადოდ დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

ცოლი და სიდედრი პატარა ბავშვის თვალწინ, ქუჩაში დახოცა – საზარელი მკვლელობები რუსთავში

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში, ორი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დანაშაული ცოტა ხნის წინ, დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია დედა-შვილი, რომლებიც ქუჩაში ეტლით, ჩვილ ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც კაცმა, ცოლს და სიდედრს ესროლა. ბავშვი ამჟამად მედიკოსებთან იმყოფება, უცნობია მისი მდგომარეობა. მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები […]

რას პასუხობს თბილისის მერი ჟურნალისტებს “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

რას პასუხობს თბილისის მერი ჟურნალისტებს “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სერიოზული კითხვები გაქვთ? – ასე პასუხობს თბილისის მერი ჟურნალისტებს “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია. კალაძისთვის ეს ინფორმაცია არასერიოზული და სისულელეა: “სისულელეა და სისულელეს ნამდვილად არ ვაპირებ ვუპასუხო” – ამბობს კალაძე.