+31 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 მაისს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, […]

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირის მიმართ დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით გაიმარჯვეს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რის შემდეგაც, თითქოსდა შესრულებული […]

კომპანი “ბაიერნის” ჩაბარებასთან ახლოსაა

“ბარნლის” მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი “ბაიერნის” ჩაბარებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბელგიელმა სპეციალისტმა “რეკორდმაისტერს” თანხმობა ჯერ კიდევ ორშაბათს განუცხადა, “ბაიერნი” კი კომპანის ყველაზე სასურველ კანდიდატად მიიჩნევს და დიდი ალბათობით, მალე ყველაფერი გაოფიციალურდება. რომანოს ინფორმაციით, ამჟამად “ბაიერნი” და “ბარნლი” საკომპენსაციო თანხაზე მსჯელობენ. მიუნხენელებს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი სპეციალისტი დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოოდ […]

დონჩიჩის და ირვინგის შოუ – “დალასმა” “მინესოტას” პირველი მატჩი მოუგო [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში “მინესოტა ტიმბერვულზმა” “დალას მავერიქსს” უმასპინძლა და 105:108 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ლუკა დონჩიჩმა 33 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. ტეხასელთა მეორე ლიდერმა კაირი ირვინგმა 30 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. “მინესოტადან” ჯეიდენ მაკდენიელსმა თავი 24 ქულით, 3 მოხსნითა და 3 […]

ბლინკენი: აშშ არ ემხრობა ამერიკული იარაღით რუსეთზე დარტყმას, უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამასთან, თეთრი სახლის პოზიციაა, რომ უკრაინამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში 22 მაისს გამართულ მოსმენაზე, რომელშიც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მონაწილეობდა, კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი დაინტერესდა, რატომ უზღუდავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის […]

ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024

დარჩა თუ არა კომპრომისის შანსი “ოცნებასთან” – რა იკითხება მმართველი პარტიის განცხადებებში როგორ გაგრძელდება პროცესი ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ რატომ სურს რუსეთს ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლა – “პუტინი რაღაცისთვის ემზადება” * * * დარჩა თუ არა კომპრომისის შანსი “ოცნებასთან” – რა იკითხება მმართველი პარტიის განცხადებებში “თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ აშშ-ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციაზე, […]

მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სცენის ჩამონგრევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა

მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სცენის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნუევო ლეონის შტატის გუბერნატორი, სამუელ გარსია ავრცელებს. „ტრაგედია მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 5 ადამიანი, დაახლოებით 50-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა გუბერნატორმა. მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, ხორხე ალვარეს მაინესი წინასაარჩევნო […]

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში […]

რუსთავში ძველი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავთენტური შენობა შენდება

რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის 600 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი ახალი შენობა შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად […]

“თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, დაფინანსებები შეწყდება და საერთაშორისო კომპანიებს ჩვენთან თანამშრომლობა აღარ ენდომებათ” – მეწარმე

კომპანია “აჩინებული” დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე BM.GE-სთან ბიზნესზე ე.წ რუსული კანონის გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ ერთ სექტორს, არამედ გლობალურად ყველა მიმართულებაზე გლობალურად აისახება, გრძელვადიან პერსპექტივაში. მისი შეფასებით, თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უკეთესობისკენ არ შეიცვალა, მიმდინარე გრანტები თუ დაფინანსებები შეწყდება და ამ საერთაშორისო კომპანიებს საქართველოსთან თანამშრომლობა აღარ მოუნდებათ. “ე.წ რუსული კანონის თემა მხოლოდ […]