„მზად ვარ დავთმო ყველაფერი მატერიალური – ბიზნესი დუმს, რათა გაამრავლოს თავისი ქონება ჯიგრული თვალთმაქცობით“ – კახა ხაზარაძე

„მეგობრებო, მოგესალმებით და გისამძიმრებთ იმიტომ, რომ შემდეგი კვირიდან შეიძლება სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდეთ – ანუ ქვის ხანაში“, – ამის შესახებ ბიზნესმენი, „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელი, კახა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ არშემდგარი სახელმწიფო ჩამოგვეშლება. მანვე ყურადღება გაამახვილა ბიზნესებზეც და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა „ქვეყანა გვეშლება“, ბიზნესი დუმს და „ქონების გამრავლებაზე“ […]

20 000-ზე მეტი შემზღუდავი ღონისძიება 41 ქვეყნის მიერ – რამდენად ეფექტური იყო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები?

რა გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა და იყო თუ არა ეფექტური, – ამის შესახებ PMCG ახალ კვლევას აქვეყნებს. საერთო ჯამში ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულია 20 000-ზე მეტი შემზღუდავი ღონისძიება 41 ქვეყნის მიერ, რაც რუსეთს მსოფლიოში ყველაზე სანქცირებად ქვეყნად აქცევს. ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ სანქციები შეასუსტებს რუსეთის უნარს, დააფინანსოს ომი და […]

ბოლომდე უნდა იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესია – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება” განაცხადა. პრემიერის თქმით, გვჭირდება კლასიკური, ტრადიციული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში. „ფსევდოლიბერალიზმის მთავარი ხაზი რა არის – არ აძლევ სათანადო ცოდნას, ართმევ ღირებულებებს. ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც […]

დღეს საქართველო და მმართველი გუნდი მყარად დგას ფეხზე და მის პრინციპულ გადაწყვეტილებას, დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს

დღეს საქართველო და მმართველი გუნდი მყარად დგას ფეხზე და მის პრინციპულ გადაწყვეტილებას, დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს „დღეს საქართველო ნამდვილად დგას გზაგასაყარზე, მაგრამ არა რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ – დამოუკიდებლობასა და დამოკიდებულებას შორის. “ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს. მისი თქმით, დღეს საქართველო და […]

საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო

საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ინიციატივა მიზნად ისახავს სპეციალური რეესტრის შექმნას, რომელშიც უცხოური ინტერესების ლობისტებს დაარეგისტრირებენ. სხდომაზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა სენატორი ანიეს კანაიე, რომელმაც საფრანგეთის შიდა საქმეებში მტრულად განწყობილი ქვეყნების ჩარევის მცდელობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კანონი ხელს შეუწყობს ფრანგული დემოკრატიის შენარჩუნებას. კანონპროექტის განხილვა დისკუსიის ფონზე წარიმართა.

ვეტოს ძალიან მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს სჭირდება

ვეტოს ძალიან მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს სჭირდება “26 ოქტომბერი რეალურად იქნება რეფერენდუმი, სადაც ყველა დაინახავს, რომ “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა” – პარტიები, რომლებიც ვიცავთ ეროვნულ თვითმყოფადობას და გვაქვს ხალხის მხარდაჭერა – დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის […]

გამჭვირვალობის კანონზე ინსინუაციით ჟონგლიორობა უკან მოგრჩებათ სრულიად გლობალურ ომის პარტიას თუ სინათლე იხილა თქვენმა საგმირო საქმეებმა, ასე რომ, “ცოტა ფითილს დაუწიეთო”

გამჭვირვალობის კანონზე ინსინუაციით ჟონგლიორობა უკან მოგრჩებათ სრულიად გლობალურ ომის პარტიას თუ სინათლე იხილა თქვენმა საგმირო საქმეებმა, ასე რომ, “ცოტა ფითილს დაუწიეთო” “ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოს ლიდერის მიმართვა ყველა არაკეთილმოსურნეს!” – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ქვეყანაში მძიმე პროცესების განვითარებაში “გლობალური ომის პარტიის” ჩართვასთან დაკავშირებით, რომლის […]

ენტონი ბლინკენის განცხადება ჰააგის სასამართლოს დასანქცირებაზე, ამერიკის პოლიტიკურ სისუსტეზე და დემოკრატიის დასამარებაზე მიუთითებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ჰააგის სასამართლოს დასანცირების საკითხს ეხმიანება. ჩიბურდანიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებს ძალაუფლების შენარჩუნება მთელს მსოფლიოში უჭირს, რაც მათივე დაშვებული შეცდომებით არის განპირობებული. პარტია „ხალხის ძალის“ წევრი აღნიშნავს, რომ ზესახელმწიფოდ წოდებული ქვეყნის დაღმასვლა რთული საყურებელია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. “ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალაუფლების შენარჩუნება უჭირს, არა მარტო საქართველოში არამედ, მთელს […]

თუ ამერიკას ინტერესი აქვს, მათი წარმომადგენელი იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ბევრი აღარაფერი დარჩა ამის თქმამდე და პირდაპირ თქვან

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივას ეხმიანება. მისი თქმით, ერთი კონგრესმენის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი პარტნიორი ქვეყნის მიმართ არ არის სერიოზული. გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა, თუმცა არა სუვერენიტეტის, ტრადიციების შეურაცხყოფის და სარწმუნოების განადგურების ხარჯზე, არამედ იდენტობის შენარჩუნებით. „ახლა უკვე ისე არის გაშიშვლებული სურათი, რომ მათ […]

ვენეციის კომისია გასცემს სამართლებრივ დასკვნებს და არა -პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ესეც დაირღვა

მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს (თუ არსებობს) მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით [შემოიფარგლა]“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისია გასცემს სამართლებრივ დასკვნებს და არა -პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ესეც […]