მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ბინა საბაზრო ფასზე ორჯერ ნაკლებად შეიძინა, დეკლარაციაში კი უფრო ნაკლები მიუთითა – TI

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ილია შამუგიამ, 2023 წლის ოქტომბერში „თბილისი გარდენსის“ კომპლექსში 195.7 კვ.მ ბინა საბაზრო ფასზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებად შეიძინა. ამის შესახებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს. საცხოვრებელ კომპლექსში ანალოგიური ბინის ღირებულება, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია (512 000 აშშ დოლარი); ილია შამუგიამ კი ბინა 283 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამასთან, […]
შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მეორე ვერტმფრენი გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე “H 145“ ვერტმფრენი შეემატა. მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში მოხდა. ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება […]
რა შეუძლიათ მოსწავლეებს hi app-ის დახმარებით

ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. გიზიარებთ მარტივ ფუნქციებს, რომლებიც მოსწავლეებს თიბისის hi app-ში დახვდებათ: · გადარიცხვა სხვასთან და საკუთარ ანგარიშებს შორის · 5გბ ინტერნეტის 1 ლარად ჩართვა · მობილური ბალანსის შევსება · ბანკომატიდან თანხის QR კოდით განაღდება · მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა. hi […]
EU-ს სანქციები საქართველოს წინააღმდეგ შეიძლება სასარგებლო იყოს – დუმის დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ვიცეპრემიერი, ანდრეი ლუგოვოი ირწმუნება, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება სასარგებლო შეიძლება იყოს. “ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი იყოს, რამდენადაც ეს ქართველ ერს მიახვედრებს, რომ დასავლეთი მისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ჩამორთმევას ცდილობს”. – თქვა ლუგოვოიმ. ლუგოვოი ხელისუფლების რიტორიკას იმეორებს და ირწმუნება, […]
ნორვეგია რუს ტურისტებს აღარ მიიღებს

ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. ნორვეგიის მთავრობის საიტზე დღეს, 23 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით“. გადაწყვეტილება ოფიციალურად ამოქმედდება 29 მაისიდან. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც […]
ყველაზე დიდი “კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს?

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება. მისი თქმით, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ შეაწყვეტინა სალომე ქურასბედიანმა, პარტია “საქართველოსთვის” წევრს, ანა ბუჩუკურს მცდელობა, ალეკო ელისაშვილის თავდასხმის შემდეგ, მამუკა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო. “ყველაზე დიდი “კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს? ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ მიეპარა და თავს დაესხა, […]
აბსოლუტურად სწორად მოიქცა პრემიერ-მინისტრი, რომ ჩავიდა ირანში და ისევე, როგორც ყველა მეზობელმა ქვეყანამ პატივი მიაგო დაღუპულ პრეზიდენტს

აბსოლუტურად სწორად მოიქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომ ჩავიდა ირანში და ისევე, როგორც ყველა მეზობელმა ქვეყანამ (მათ შორის სომხეთმა, აზერბაიჯანმა, NATO-ს წევრმა თურქეთმა) პატივი მიაგო ავიაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტ რაისის, – ამის შესახებ ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ირანი საქართველოს მეზობელი რეგიონული ზესახელმწიფოა, დიპლომატიაში კი არსებობს ცნება „სამეზობლო ეთიკა“. გამცემლიძე აღნიშნავს იმასაც, რომ […]
შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მეორე ახალი ევროპული ტიპის „H 145“ გადმოეცა – მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე “H 145“ ვერტმფრენი შეემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში მოხდა. „ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის […]
სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზანი საფრანგეთში უცხოური ჩარევის, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის ჩარევის აღკვეთაა

სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზანი საფრანგეთში უცხოური ჩარევის, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის ჩარევის აღკვეთაა, – ინფორმაციას გამოცემა publicsenat.fr ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტექსტი, რომელზედაც დებატები 22 მაისს გაიმართა ითვალისწინებს რეესტრის შექმნას, სადაც უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ინტერესების წარმომადგენლები. ის ასევე უფლებას აძლევს სადაზვერვო სამსახურებს, გამოიყენონ ალგორითმები ჩარევის ოპერაციების გამოსავლენად, ეს არის დებულება, რომელმაც მემარცხენეების მხრიდან ძლიერი […]
მარტვილში მამის მიერ შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული […]