საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე – განაცხადის ანალიზი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი […]
ნორვეგია რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს

ხუთშაბათს, 23 მაისს ნორვეგიის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, კიდევ უფრო შეზღუდავს რუსი ტურისტების მიმოსვლას ქვეყანაში. რუსეთის მოქალაქეებისთვის დაიბლოკება ქვეყანაში შესასვლელი თითქმის ყველა გზა. “შემოსვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება უკავშირდება ნორვეგიის მხრიდან მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას უკრაინაში მიმდინარე უკანონო ომის საპასუხოდ”. – თქვა იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, ემილი ენგერ მეჰლმა. ნორვეგიის […]
“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” – მარში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაიმართება მარში ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე. მოქალაქეები ფილარმონიასთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ მსვლელობით სიმბოლურად გაიმეორებენ 1919 წელს, დამოუკიდებლობის პირველი წლის აღსანიშნავ მარშს. “1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1919 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, მარში თანამედროვე ჭავჭავაძის გამზირით […]
გორის მერია – გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მოწყობა დასრულდა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მოწყობა დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მოეწყო საგზაო მოძრაობის ნიშნები. „ერთ კილომეტრამდე სიგრძის ქუჩა ერთმანეთს ცხინვალის გზატკეცილსა და ნადირაძის ქუჩას აკავშირებს. დღემდე ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩებზე მოხვედრა, მხოლოდ ტყვიავის ქუჩის გავლით შესაძლებელი იყო. ორივე ქუჩაზე წმინდაწყლის დასახლებაში […]
Akon-მა სთორიში საქართველოს რუსეთად წარმოჩენისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

სენეგალური წარმოშობის ამერიკელი არნები შემსრულებელმა და ჰიპ ჰოპ არტისტმა Akon-მა ტვ პირველთან Instagram-ის სთორიში დადებულ ვიდეოზე ისაუბრა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში მოფრინავს, თუმცა, ვიდეოზე ჩანდა წარწერა ”რუსეთი”. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ეს მისი გუნდის დაშვებული შეცდომა იყო და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. “რეალურად ეს შეცდომა იყო. მე მყავს დიდი გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს ამერიკაში აკეთებს და […]
ლიამ ჰემსუორთი ჰენრი კავილის ნაცვლად – THE WITCHER-ის ახალი სეზონის ტრეილერი გამოვიდა

სტრიმინგის სერვისმა Netflix გამოაქვეყნა The Witcher-ის ახალი სეზონის ტიზერი, რომელშიც მთავარი როლის ახალი შემსრულებელი ლიამ ჰემსუორთი ჩანს. სერიალის პირველ სამ სეზონში მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი ასრულებდა. წამოსვლის ზუსტი მიზეზი არ სახელდება, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში კავილმა თქვა, რომ შოუს პროდიუსერებთან ურთიერთობა უჭირს, ვინაიდან, როგორც The Witcher-ის წიგნების მოყვარულს, მისი ხედვა შემქმნელებისას არ ემთხვევა. The […]
რატი ბრეგაძე – სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა!

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ” საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. „სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ” ჩვენი სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა! დეტალებს საზოგადოებას მალე შევატყობინებთ“, – წერს რატი ბრეგაძე „ფეისბუქზე“.
“ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება” – აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: “ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც [საქართველოში] მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს რა გავლენა ექნება […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ათეულობით უკრაინული რაკეტა და დრონი ჩამოაგდო. გუბერნატორის თქმით, ერთი ქალი დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 23 მაისს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს ბელგოროდის ოლქზე უკრაინის მსხვილი იერიში, რომელიც რაკეტებით და დრონებით განხორციელდა. Telegram-ით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ანტისაჰაერო მორიგე საშუალებებმა გაანადგურეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის „ვილხას“ სამი რაკეტა, ხოლო ამავე კატეგორიის „ვამპირის“ სისტემის32 რაკეტა, ასევე სამი დრონი. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ცალკე ცნობაში წერდა, რომ მსხვერპლი […]
27 მაისს იქნება კომიტეტი და 28 მაისს პლენარულ სხდომაზე დაიძლევა ვეტო – სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 28 მაისს დაძველევენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სუბარი ამბობს, პრეზიდენტის ვეტოს საკომიტეტო განხილვა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. თუმცა ამ დრომდე პარლამენტის ანონსებში დამატებული არაა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ვეტო განსახილველად სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. „27-ში […]