„ევროპაში 10-15 წლის წინ აქტუალური იყო იტალიური სამზარეულო, დღეს ბევრი ამბობს, რომ უნდა ქართული“ – ბაღდოშვილი

შეფმზარეულის გურამ ბაღდოშვილის განცხადებით, ევროპაში ქართული გასტრონომიისადმი ინტერესი მზარდია. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ბიზნესს პარტნიორები ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქართული რესტორნების გახსნით არიან დაინტერესებულები. ბაღდოშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანას ამ მხრივ დიდი პერსპექტივა აქვს. „ქართული გასტრონომიის პოპულარიზება უფრო მეტად ხდება ევროპის მასშტაბით, ამდენი წელია პირადად მეც ვშრომობ იმისთვის. ყოველდღიურად თუ არა 2 დღეში ერთხელ მიკავშირდებიან […]

“ვიგუდები… მიყვარხართ ქოცებო! აღარც ორბანი დაგირეკავთ” – ჩერგოლეიშვილი

ვიგუდები. ვარჰეის, ორბანის კაცს ეტენება კობახიძის მუქარა. ერთადერთი მოკავშირე ყავდათ! მიყვარხართ ქოცებო! აღარც ორბანი დაგირეკავთ

ევროკომისია უნგრეთს “ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის” შესახებ კანონის EU-სთან შესაბამისობაში მოსაყვანად ორთვიან ვადას აძლევს

ევროკომისიის განცხადებით, უნგრეთს “ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის” შესახებ კანონის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსაყვანად ორთვიანი ვადა ეძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს გადაეცემა. უნგრეთის კანონი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც შეისწავლის და მონიტორინგს გაუწევს პოლიტიკური ჩარევის რისკებს. ეს კანონი შესაძლებელს ხდის, სამ წლამდე პატიმრობა შეეფარდოს უცხოური დაფინანსების მიმღები პარტიებისა და ჯგუფების წევრებს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. კომისიამ […]

“მხოლოდ ჭეშმარიტ ქოცს შეუძლია ამერიკასთან ომს აპირებდეს და უნგრეთს დასცხოს” – ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი: მხოლოდ ჭეშმარიტ ქოცს შეუძლია ამერიკასთან ომს აპირებდეს და თითქმის ერთადერთ მოკავშირე უნგრეთს დასცხოს.

სლოვაკეთი ამბობს, რომ კვალი ფიცოს მკვლელობის მცდელობისთვის მიდის რუსულ გასამხედროებულ დაჯგუფებებთან – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ტვ პირველთან, პრემიერ–მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს: სინამდვილეში, სლოვაკეთში სხვა რამეს ამბობენ, რომ კვალი იმ ადამიანის, რომელიც დაპატიმრებულია ფიცოს მკვლელობის მცდელობისთვის, მიდის რუსულ გასამხედროებულ დაჯგუფებებთან, ეს ოფიციალური ინფორმაციაა. არავითარი კონსპირაციები საჭირო არ არის, სლოვაკეთში გამოძიებამ დაადგინა კვალიც, გაყვა მის წარსულს, თავის დროზე ის იყო ერთ-ერთი რუსული გასამხედროებული დაჯგუფების წევრი. აქ […]

“ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ…” – ვარჰეი

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ ირაკლი კობახიძეს მათი სატელეფონო საუბრის დამახინჯებაში ადანაშაულებს. ვარჰეი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი კონტექსტიდან მთლიანად ამოღებულია. ვარჰეი ამბობს, რატომ მოიყვანა მაგალითად კობახიძესთან სლოვაკეთის მაგალითი და ამბობს, რომ პრემიერს საზოგადოების პროევროპულ განწყობებზე, თბილისში საპროტესტო აქციებზე ესაუბრებოდა და იმის საჩვენებლად, სადამდე შეიძლება მივიდეს პოლარიზაციის მაღალ დონე, მოიყვანა […]

რატი იონათამიშვილი – ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელისო

ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ არ გაიწვევთ კანონსო. სხვა არაფერს ვგულისხმობდიო…, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ევროკომისრის კომენტარს, პრემიერთან სატელეფონო საუბარზე, რომლის თქმითაც, სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ […]

კობა კობალაძე აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს როდრიგესს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს როდრიგესთან. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ჯეიმს როდრიგესის რეკომენდაციით […]

ზვიად ქორიძე – ვინც რეალურად მტერია, კობახიძის ლექსიკიდან გამქრალია – კანონი მთავრობამ „ნაფტალინიდან“ იმიტომ ამოიღო, რომ ევროინტეგრაციისთვის ზურგში ჩაერტყა, ფაქტია, მიმდინარე პროცესები ყველაზე მეტად რუსეთს სიამოვნებს

დღევანდელი განცხადებით პრემიერ-მინისტრი უპასუხისმგებლობის უფრო მაღალ რეგისტრში ავიდა – მან ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებს, ფაქტობრივად, ფოკუსი აურია, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო […]

ნინო წილოსანი – წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი

წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს, რითაც ეხმარურება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას. წილოსანის შეფასებით, ვარჰეის მხრიდან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითად მოყვანა, მუქარის ჯერ არნახულ ხარისხზე მიუთითებს. “ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი […]