ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე 27 მაისს იმსჯელებენ – დღის წესრიგი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე 27 მაისს იმსჯელებენ – ცნობილია დღის წესრიგი. საქართველოში განვითარებულ პროცესებზე მსჯელობა მინისტრების დღის წესრიგში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი მსჯელობა ივნისშიც გაგრძელდება. საბჭოს შეხვედრები ორი დღის განმავლობაში გაიმართება და მას უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. საქართველოს გარდა, იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში, ასევე ვენესუელაში […]

“ბიზნესზე ამ ეტაპზე სანქციები არ აისახება, რადგან ამჯერად პიროვნული სანქციებია და არა ქვეყნის” – ჭყონია

ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ბინზესპრესნიუსთან, თქვა: სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა, ბიზნესზე ამ ეტაპზე სანქციები არ აისახება, რადგან ამჯერად პიროვნული სანქციებია და არა ქვეყნის. თუმცა, აქ მეორე უფრო მნიშვნელოვანი საკითხია – უნდა დაძლიოს თუ არა ხელისუფლებამ ვეტო? ჩემი, როგორც ბიზნესის წარმომადგენლის აზრით, ეს კანონი ქვეყნის განვითარებას არ უწყობს ხელს. როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნაში ასეთმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსებმა […]

“არის შანსი, რომ ევროკავშირმა “ოცნებას” მსგავი სანქციები დაუწესოს, როგორც აშშ-მა?” – კრამონი

ტვიტერში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ჯოზეფ ბორელს და ურსულა ფონდერ ლაიენს მიმართავს და წერს: “არის რაიმე შანსი, რომ ევროკავშირმა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას მსგავი სანქციები დაუწესოს, როგორც აშშ-მა? უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველო თანხვედრაში მოვიდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან”.

“ცინიკური… ფაშისტური…” – ქართული ოცნების პასუხი ამერიკას

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომელმაც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა და წერს: “ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით დაანონსდა სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც არის იმ ანტიქართული რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც 2012 წლიდან […]

ლელო და გირჩი – მეტი თავისუფლება თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ

პარტიები ლელო საქართველოსთვის და გირჩი – მეტი თავისუფლება საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ. ეს პარტიის წევრებმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვეს. “პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოში ვეღარ გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისად, ლელოს სახელით მინდა განვაცხადო, რომ გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში იქამდე, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. ეს არის რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინ, […]

სახალხო დამცველი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს სისტემური ზომები და მკაცრი პოლიტიკა ქალთა და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ

სახალხო დამცველი ფემიციდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა ქალთა და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების, მოქმედი კანონმდებლობის თანმიმდევრული აღსრულებისა და ძალადობისგან გადარჩენილთათვის დახმარების სერვისების უზრუნველყოფით. ლევან იოსელიანის განმარტებით, გენდერული თანასწორობის […]

შალვა პაპუაშვილი – დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის ყველა კამპანიის მსგავსად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც დრო აჩვენებს, რომ მისი მიზანი გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერებაა

მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის, რომ დღეს მოგმართოთ, შევაფასო საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ნათელი მოვფინო მრავალჯერ სტიგმატიზებულ საკითხს – ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ […]

ოპოზიციური პარტიები სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიციაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურებიან და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს. „ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და […]

„ქართული ოცნება“ – არ ვაპირებთ ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას – ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ! – სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და მის დამწესებელს აზიანებს

არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას – ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ! ასეთ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. მმართველი პარტიის შეფასებით, “ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს […]

ვიქტორ ორბანი – უნგრეთს, უკრაინის გამო, ნატო-ს წევრობის სპეციალური სტატუსი სურს

უნგრეთი მუშაობს ნატო-ში წევრობის სტატუსის „გადახედვაზე“, რათა თავიდან აიცილოს ალიანსის ტერიტორიის გარეთ მომავალ ოპერაციებში მონაწილეობა, – Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. გამოცემის ცნობით, სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ უნგრელი სამხედრო ოფიციალური პირები და იურისტები უკვე მუშაობენ ახალი კონცეფციის შემუშავებაზე, რომელიც განასხვავებს უნგრეთს ნატო-ს სხვა წევრებისგან. „ჩვენი იურისტები და ოფიცრები […]