აზერბაიჯანმა, შეთანხმების თანახმად, კონტროლი დააწესა სომხეთის საზღვართან მდებარე ოთხ სოფელზე

აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა 24 მაისს კონტროლი დააწესეს სომხეთის ტერიტორიის მახლობლად მდებარე ოთხ სოფელზე. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. აზერბაიჯანს დაუბრუნდა ყაზახის რაიონის სოფლები ბაგანის აირიმი, აშაგი ასკიპარა, ჰეირიმლი და გიზიზგაჯილი. ბაქომ და ერევანმა ამას ნორმალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს. ხელშეკრულებებს აზერბაიჯანისთვის ოთხი დასახლებული პუნქტის დაბრუნების თაობაზე, რომლებიც 1990-იანი წლების დამდეგიდან […]
„ეს მხოლოდ დასაწყისია“ – პარტია „საქართველოსთვის“ სანქციებზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვები დაუწესოს „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს. ოპოზიციური პარტია „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, რომ ჯერ კიდევ აქვს „აგენტების კანონის“ გაწვევის შანსი. „სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პასუხისმგებლობა იქნებოდა პერსონალიზებული. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა წყალს გაატანეთ ყველა მიღწევა, რაც ამ […]
მამუჩაშვილი თუ აზაროვი – ვინ ჩაანაცვლებს კანკავას და იქნება სია 26-კაციანი?

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადს ჯაბა კანკავა საკუთარი სურვილით გამოაკლდა. ვილი სანიოლს ახალი ფეხბურთელის დამატება სჭირდება. სიაში საყრდენი ნახევარმცველების ნაკლებობა ნამდვილად არაა, შესაბამისად, არც იმის აუცილებლობაა, ჯაბა მისივე ამპლუის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს. ჩვენც ამ ამბავს ოფიციალურად დაველოდებით, მარჩიელობას არ ვაპირებთ, მაგრამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მასზე ვიმსჯელებთ. გულშემატკივრებს შორის ახლა ყველაზე დიდი მოლოდინი ირაკლი აზაროვს უკავშირდება. […]
ვანდა ნარა გამომწერებს კვლავ ანებივრებს – იკარდის მეუღლემ Divasplay-ზე მორიგი სუპერ თამამი ფოტოები გამოაქვეყნა [PHOTOS]

“გალათასარაის” ფორვარდის მაურო იკარდის მეუღლემ და ამავდროულად აგენტმა ვანდა ნარამ მოზარდთა საიტ Divasplay-ზე ახალი თამამი ფოტოები გამოაქვეყნა. ამ სოციალური ქსელების მეშვეობით მომხმარებლებს აქვთ საშუალება, ფულის გადახდის შემდეგ სხვადასხვა მოდელისა თუ პორნოვარსკვლავის თამამი ფოტოები იხილონ.
მბაპემ მადრიდში 18 მილიონ ევროდ სახლში შეიძინა

La Razon-ის ინფორმაციით, კილიან მბაპემ მადრიდში სახლი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი ევროა. სახლის არჩევანი განპირობებულია მადრიდის “რეალის” სავარჯიშო ბაზასთან სიახლოვით, მანქანით სულ რაღაც 5 წუთის სავალი გზაა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა პსჟ-იდან წასვლა დაადასტურა. მოსალოდნელია, რომ “რეალი” მბაპეს დამატებას ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატამდე დაადასტურებს.
“ხვალ რამდენი ტურისტი იქნება საქართველოში და როგორ გავუმასპინძლდებით მას – ეს დღეს არარელევანტურია” – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის თქმით, დღეს ის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას არ აპირებს ტურიზმზე საუბარს, რადგან ქვეყანაში უფრო გლობალური პრობლემები დგას – ამის შესახებ ბურჯანაძემ მედიას ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე შესვლამდე განუცხადა. “დღეს, ალბათ, ვიწრო ჭრილში ვერ ვისაუბრებთ არსებულ სიტუაციაზე. ქვეყანაში ტურიზმის პრობლემა არ დგას, უფრო გლობალური პრობლემაა: სად ვართ, საით მივდივართ და რა პერსპექტივაა. აქედან […]
“ქართული ოცნება” – სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა!

სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა – სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა! – ამის შესახებ ნათქვამია პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომლითაც მმართველი პარტია სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე აშშ-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. […]
სერგეი ლავროვი – ამერიკული იარაღი უკვე გამოიყენება რუსეთში სხვადასხვა ობიექტის წინააღმდეგ – ეს ვაშინგტონის სინდისზეა

ამერიკული იარაღი უკვე გამოიყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის უკრაინაში კონფლიქტის ზონის გარეთ, ეს ვაშინგტონის სინდისზეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ამერიკულ იარაღს უკვე იყენებენ კონფლიქტის ზონის მიღმა სხვადასხვა ობიექტზე, ამიტომაც, ის, რომ ამერიკელები ცდილობენ გააკეთონ დამამშვიდებელი განცხადებები თავიანთი საზოგადოებრივი აზრისთვის ან ნატო-ს წევრებისთვის ან აჩვენონ, რომ გადაწყვეტილება ჯერ […]
გურამ მაჭარაშვილი – მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას, ასეთი მუქარების შემდგომ? – მეტი არაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ რაკეტა მოუშვირონ საქართველოს

მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას, ასეთი მუქარების შემდგომ? ერთადერთი, რაკეტის მოშვერა დარჩათ, დანარჩენი ყველა მეთოდი აქვთ გამოყენებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო სანქციებზე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, თუ საქართველოს მეგობრად მიიჩნევ, “ასეთი ენით არ უნდა საუბრობდე”. „მგონი, მეტი არაფერი აღარ […]
ვინც რჩებით, რუსული რეჟიმის სამსახურში, კიდევ გრჩებათ შანსი, გადმოდით სიმართლის მხარეს – ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ და „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავენ, რომ ჯერ კიდევ აქვთ შანსის სიმართლის მხარეს გადავიდნენ. ამის შესახებ პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში. აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების […]