სოფო ჯაფარიძე – დღევანდელი სანქციები არის ასიათასობით ადამიანის დამსახურება, რომლებმაც მსოფლიოს დაანახეს ჩვენი უპირობო სვლა ევროპისკენ და „ქართული ოცნების“ რუსული სახე

დღევანდელი სანქციები არის ასიათასობით ადამიანის დამსახურება, რომლებმაც მსოფლიოს დაანახეს ჩვენი უპირობო სვლა ევროპისკენ და ქართული ოცნების რუსული სახე – ოლიგარქს და რუსულ მთავრობას წინ უფრო რთული დღეები ელის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აქციებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახში […]

ჯაბა სამუშიამ გერმანული ენის დიპლომების – DSD-ს გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გერმანული ენის დიპლომების – DSD-ს გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, გერმანული ენის მეორე საფეხურის დიპლომი „Deutsches Sprachdiplom II“ საქართველოს გერმანული ენის დიპლომის სკოლების (PASCH) 2024 წლის 121 კურსდამთავრებულს გადაეცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მხარეებს საქართველოში […]

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს და აღარ დაესწრება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს და აღარ დაესწრება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. „ქართული ოცნების” მიერ მიღებული „რუსული კანონი“ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან – “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს […]

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ITF – ის გენერალურ მდივანთან შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობს, აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იონგ ტაე კიმს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სატრანსპორტო სფეროში შექმნილ გამოწვევებსა და ამ მხრივ, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ შუა დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი გზა ევროპასა და აზიას შორის, არის კარგი ალტერნატივა […]

ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტი: ეს კანონი რუსული ტიპისაა და უნდა გაუქმდეს

ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტმა ვერონიკა ველოკვამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსაბლეის მუდმივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსული კანონი მსგავსია იმ კანონპროექტებისა, რომლებიც რუსეთში, ყირგიზეთსა და უნგრეთში მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ქართული ოცნების დეპუტატი ეკა სეფაშვილი ესწრებოდნენ, ველკოვამ თქვა, რომ რუსული კანონი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს. […]

“დაინახეს, რომ კანონთან და არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა” – რესტორატორი მინისტრთან შეხვედრაზე

ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკის სამინისტროს შეხვედრის შემდეგ, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ სამინისტრომ და ტურიზმის ადმინისტრაციამ დაინახა, რა დამოკიდებულება აქვს ბიზნესს ე.წ. რუსულ კანონთან და არსებულ სიტუაციასთან მიმართებით. “ეკონომიკის მინისტრთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს გვქონია და ვერ ჩავთვლი, რომ შეხვედრის მიზანი მათი მხრიდან ჩვენი დამშვიდება იყო. სურვილი იყო, რომ გვესაუბრა არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, […]

“ვთხოვ ღმერთს, უფრო მალე დაამხოს მოღალატე ბიძგვინას ტირანია!” – ილია ჭიღლაძე

ოქტომბერს რომ ვერ გადასცდება რუსეთუმე ქოცღორთა პარპაში საქართველოში, ეს ორჯერ ორია! ესაა დოგმატური აქსიომა, მაგრამ ოქტომბრამდე ამ უსირცხვილო, უტიფარი, მატყუარა, მახინჯი ღორების ყურება შემზარავია და ნერვებს მიჭამს. ამიტომ ვთხოვ ღმერთს, უფრო მალე დაამხოს მოღალატე ბიძგვინას, ანუ ბორია ივანიშვილის (დაბადებით ივანაშვილის) ტირანია!

რატომაა ირაკლი კობახიძე სასაცილო? – გია ნოდია

რატომაა ირაკლი კობახიძე სასაცილო? მან ბიძინასთან შეჯიბრი დაიწყო. ბიძინა სწორედ ამით შემოვიდა პოლიტიკაში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რაც მან თქვა: შეიძლება მომკლან, მაგრამ თქვენთვის ყველაფერს ვრისკავო. ამას რომ სერიოზულად ფიქრობდა, გამოჩნდა „ტრიუკით“, რომელიც მერე თვითონვე სახაგაბრწყინებულმა აგვიხსნა: ვითომ მისი შვილი უტა შემოდიოდა პოლიტიკაში და ბიძინამ გააჩერა, შენ ისწავლე შვილო, შენს მაგივრად მე გავწირავ თავსო. რაში […]

თემურ ჭყონია – ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით – კონკრეტული დეპუტატი თუ გაუძლებს, ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს

ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით, – ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია რამდენიმე საათის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ დაანონსებულ სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების მისამართით. როგორც თემურ ჭყონიამ „ბინზესპრესნიუსთან“ ისაუბრა, ამ ეტაპზე რა ინფორმაციასაც ის ფლობს, ბიზნესს რაიმე საფრთხე არ ემუქრება. „სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა, ბიზნესზე ამ ეტაპზე სანქციები არ აისახება, რადგან […]

პროკურორის განცხადებით, ცოლისა და სიდედრის მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბრალდებულმა მეუღლის დახრჩობა სცადა

პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბრალდებულმა გიორგი ფირაშვილმა ცოლზე, მარიამ სოფრომაძეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ კი, მისი დახრჩობა სცადა. როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებული ცოლზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. პროკურორის განმარტებითვე, ფიზიკური ძალადობის შესახებ ბრალდებულის დედისთვის ცნობილი იყო, თუმცა ის აღნიშნულს მალავდა. პროკურორის განმარტებით, 20 მარტს მარიამ სოფრომაძეზე ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის […]