ორმაგად ტრაგიკომიკურია, რომ ეს ხალხი იბრალებს პროევროპელობას – გიორგი ზერეკიძე

ორმაგად ტრაგიკომიკურია, რომ ეს ხალხი იბრალებს პროევროპელობას – გიორგი ზერეკიძე „ევროპაში, ბავშვით კალთაში გადაღებულ ფოტოზე (მითუმეტეს, არასაჯარო პირ) ქალს საჯარო დაცინვა მოუწყო, ავტომატურად მიზოგინიის, “კუდიანებზე ნადირობის”, ფაშიზმის იარლიყის და საჯარო თუ კერძო სამსახურის დაკარგვის ტოლფასი გახდებოდა. ჩვენ კი “პროევროპელი” ლიბერალებისგან ვიხილეთ სიძულვილის ნთხევა, ახალგაზრდა ქალის დეჰუმანიზაცია და ინსტრუმენტალიზაცია მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურად ასე აწყობდათ“– წერს […]
“აბა, როგორ მოგექცეს, თქვე დედამო@@ნულებო? ფულადი დახმარება გამოგიგზავნოთ?” – ლევან ჯავახიშვილი

ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი: 2011 წლის 11 სექტემბერი “ალ–ქაიდამ” მოუწყო ამერიკას. ამის გამო იყო, ამერიკა შევარდა ავღანეთში, ნატო–ს სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, მე–5 მუხლი აამუშვეს და რაც უქნეს ავღანეთს, კი იცით. პერლ–ჰარბორის მერე, ეგ იყო ყველაზე დიდი ტრაგედია ამერიკის ისტორიაში. ამ “ალ–ქაიდას” ლიდერების გვერდზე რომ დგას ჩვენი ქვეყნის პრემიერი და მერე, იმისი მთავრობის წევრები, დეპუტატები აპროტესტებენ, ამერიკა […]
ბიზნესების ნაწილი სიამოვნებით დააფინანსებდა ოპოზიციას, რომ არ ეშინოდეთ – გიგა ბედინეიშვილი

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, სამომავლოდ, „რუსული კანონის“ მხარდამჭერი ბიზნესმენების დასანქცირება რეალისტური პერსპექტივაა. BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“, წამყვანის კითხვაზე: MEGOBARI Act-თან დაკავშირებით ჯო უილსონისგან Fox News-ისთვის მიწოდებულ პასუხებში, გაჩნდა ჩანაწერი ბიზნესთან მიმართებითაც, რომ სანქციები გავრცელდეს იმ ბიზნესებზე, რომლებიც მხარს უჭერენ „რუსულ კანონს“. ეს რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს? ფინანსისტი განმარტავს, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს შესაძლებელია. მისივე თქმით, ბიძინა […]
ვლადიმერ პუტინი მუქარასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე – ბევრი ევროკომისარია და ხშირად ისინი უპასუხისმგებლო სისულელეს ამბობენ, რაც სამწუხაროა

ბევრი ევროკომისარია და ხშირად ისინი უპასუხისმგებლო სისულელეს ამბობენ, რაც სამწუხაროა, – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტების თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, სატელეფონო საუბარში მას ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა. „არ შემიძლია იმის კომენტირება, თუ რა თქვა რომელიღაცა ევროკომისარმა. იქ ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდამ იცვლებიან და რაღაც სისულელეებს ამბობენ. ხოლო […]
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „თავისუფლების მარში“ დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „თავისუფლების მარში“ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დასრულებისას საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს და ევროკავშირის დროშა გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლით, სოლიდარობის ხმა გააგონეს დაკავებულ ახალგაზრდებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა ორი აქცია დააანონსეს. ახალგაზრდები ხვალ, 25 მაისს, 09:00 საათზე, თსუ-ს მე-2 კორპუსთან გეგმავენ მისვლას, სადაც პრემიერ-მინისტრმა […]
კობა კობალაძე საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია TAPS-ის ღონისძიებას დაესწრო

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია TAPS-ის (Tragedy Assistance Program for Survivors – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) 30-ე, ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, TAPS-ის პრეზიდენტმა, […]
საფრანგეთის საგადასახადო სამსახურმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო

საფრანგეთის საგადასახადო ორგანოებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს, რომელიც მათ არადეკლარირებული უძრავი ქონების ძებნა-გამოვლენაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას connexion france-ი ავრცელებს. ალგორითმი ფრინველის სიმაღლიდან გადაღებული სახლების საჰაერო სურათებს ასკანერებს და გამოსახულებას მფლობელის საგადასახადო დეკლარაციას ადარებს. თუ შეუსაბამობა იქნა აღმოჩენილი, ხელოვნური ინტელექტი ანგარიშს შესაბამის სამსახურებს უგზავნის. თუმცა საგადასახადო ორგანოები ხელოვნური ინტელექტის ანგარიშს ბრმად არ ენდობიან და ყოველ […]
“ამერიკასაც თავისი ინტერესი აქვსო” – მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: ამერიკასაც თავისი ინტერესი აქვსო. რა თქმა უნდა, ამერიკასაც თავისი ინტერესი აქვს და რუსეთსაც, უბრალოდ ჩვენ გვაქვს არჩევანი: ჩვენი ინტერესი დაემთხვეს ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის ინტერესებს და ვიყოთ მათი მკვავშირე, ან დაემთხვრს რუსეთის, ირანის, სირიის, ჰეზბოლას ინტერესბს და ვიყოთ მათი მოკავშირე. სულ ესაა
ჯეიმს ო’ბრაიენი შეზღუდვების დაწესებაზე – ეს იძულება არაა, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ – გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ

არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება? არა! – იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა “ამერიკის ხმას” განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი?“. […]
ო’ბრაიენი: თუ ჩვენი საზოგადოების წევრობა გინდა, ისე უნდა მოიქცე, როგორც მისი წევრი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსულ კანონსა და ქართული ოცნების ანტიდასავლურ განცხადებებზე ისაუბრა. “ჩვენ ვთვლით, რომ ეს კონკრეტული კანონი [უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ], მისი თანმხლები რიტორიკა და დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ არჩეულ გზასთან, იაროს ევროკავშირისა და NATO-სკენ”, – თქვა მან. ამერიკის ხმის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ო’ბრაიენმა […]