G7-ის ფინანსთა მინისტრებმა უკრაინის დაფინანსების მიზნით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმას მხარი დაუჭირეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უკრაინის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმას, კერძოდ კი ამ აქტივებიდან შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის იდეას მხარი დაუჭირეს. რუსეთის აქტივები G7-ის ქვეყნებში გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს, სესხის მიზანი კი 2024 წლის შემდეგ კიევისთვის ფინანსური დახმარების გაწევაა. აღნიშნული გადაწყვეტილება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა 24 […]

“იმედია, დავითაშვილი ევრო 2024-ზე გაიბრწყინებს – უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს” – ფრანგი ჟურნლისტი

“გარდა მისი დღესვე წასვლისა, ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას ვერ ვხედავთ… და საქმე მხოლოდ “ბორდოს” მდგომარეობაში არაა, რომელიც ახლა უკვე ძალიან მძიმეა, არამედ ეს განპირობებულია პსჟ-ის გარდა ყველა ფრანგულ კლუბში არსებული რთული ვითარებით. ყველა კლუბი იძულებულია ზაფხულის ან თუნდაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას თავისი ერთი ან ორი საუკეთესო ფეხბურთელი გაყიდოს. ცხადია, ფინანსური მდგომარეობის გამო ჟირონდისტები ამას თავს ვერ […]

აშშ-ის სახელმწიფო და ნატოს გენერალური მდივნების ყოფილი მოადგილეები საქართველოს შესახებ

მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირები მსჯელობენ, რა გავლენა აქვს “ქართული ოცნების” მიერ წარმოებულ პოლიტიკას, აშშ-საქართველოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ასევე გიამბობთ, რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ თბილისსა და კიევს, ნატოს საიუბილეო სამიტისგან, რომელსაც ვაშინგტონი უმასპინძლებს. Facebook Forum

“ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე რვა რუსი მოდის” – აცხადებს ზელენსკი ხარკოვისთვის ბრძოლებში დანაკარგებზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევის მცდელობის დროს, რაც ორი კვირის წინ დაიწყო, რუსეთის არმიის დანაკარგები, ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე რვა რუს ჯარისკაცს შეადგენს. “ერთ უკრაინელზე რვა რუსი მოდის. მაგრამ პუტინს აბსოლუტურად არ ანაღვლებს თავისი ხალხი, არც სამოქალაქო, და არც სამხედრო”, – განაცხადა ზელენსკიმ ცენტრალური აზიის მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში. უკრაინის […]

„BMW, Jaguar და Volkswagen-ი აკრძალულ ჩინურ ავტონაწილებს იყენებდნენ“ – BBC

BMW, Jaguar და Volkswagen ავტონაწილებს ისეთი მომწოდებლებისგან ყიდულობდნენ, რომლებიც ჩინურ ბაზარზე იძულებით შრომაში იყვნენ ეჭვმიტანილები – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ირკვევა, აშშ-ში შემოტანილი 8000 ერთეული Mini Cooper-ი ისეთ კომპონენტებს შეიცავდა, რომლებიც აკრძალული მწარმოებლის Sichuan Jingweida Technology Group- ის მიერ იყო გამოშვებული. (BMW-მ MINI 1996 წელს შეიძინა და მას შემდეგ მისი მფლობელია). BMW-მ განაცხადა, […]

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი “რაც გვეამაყება და გვაერთიანებს”- 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული […]

მათემატიკოსების მიმართვა დეპუტატებს და პოლიციელებს

თსუ-ის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და „ქართულ ოცნებას“ კანონის დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდებს. “მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ვინაიდან: 1. მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირება და მიღება მას შემდეგ, რაც მან 2023 წლის გაზაფხულზე გამოიწვია ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი […]

ვაკის პარკიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების მსვლელობა დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე პირებმა, რომლებიც ვაკის პარკთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობა დაიწყეს. აქციის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები მსვლელობით თსუ-სთან მივლენ. მათი მოთხოვნაა, მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს. „ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, […]

კონგრესმენები – ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში

ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში, – ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ. გამოცემასთან ინტერვიუში კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯო უილსონი ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს. „რესპუბლიკელები და დემოკრატები, ორ პარტიაში, ორივე პალატაში ვმუშაობთ, […]

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს გორში უმასპინძლებს. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიება, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალ 11:00 საათიდან დაიწყება. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიულ ინსტალაციებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა […]