მთავრობის ადმინისტრაცია დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას აცრცელებს

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები, თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება და საღამოს რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტითდასრულდება. მთავრობის ადმინისტრაცია ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! რაც გვეამაყება და გვაერთიანებს თავისუფლების მოედანი 10:00 – ფიცის დადების საზეიმო ცერემონია (ფიცი წელს დაიდება თბილისში, დიდგორის ველზე, ბეთანიის მონასტერთან, კაცხის სვეტთან, გერგეტის […]

როგორი იქნება “ლეჩესთან” “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა?

სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში “ნაპოლი” “ლეჩეს” უმასპინძლებს. ეს ნეაპოლურ გუნდში მწვრთნელის ფრანჩესკო კალცონას უკანასკნელი მატჩია და არაა გამორიცხული, ბოლოჯერ ითამაშოს “პარტენოპეის” რიგებში კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ. calcionapoli24-მა “ნაპოლის” სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი. შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

დასრულდა თბილისის 27-ე ჯაზ-ფესტივალი

24 მაისს, რუსთაველი თეატრში გაიმართა თბილისის ჯაზ-ფესტივალის 27-ე გამოშვების დასკვნითი საღამო. რეგიონში უძველესი ფესტივალი დახურა სთეისი კენტმა თავის ბენდთან ერთად. რუსთაველის თეატრმა პირველად უმასპინძლა თბილისის ჯაზ-ფესტივალს და როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროგრამაც სივრცესთან შესაბამისობაში შეირჩა. „დღეს ფესტივალის მესამე დღეა, მე მგონი ძალიან საინტერესო პროგრამა გამოგვივიდა. დღესაც ძალიან საინტერესო დღე გელით., ფესტივალის ყველაზე დიდი მონაპოვარი (იმ კომპანიების […]

26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

აშშ-ის დედაქალაქის ვაშინგტონის მერი, მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.

საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ასე ულოცავს საფრანგეთის საელჩო საქართველოში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. “საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს […]

შს-სამინისტროს ოპერატორის გადაღებული კადრები 2011 წლის 26 მაისის დარბევისას

შს-სამინისტროს ოპერატორის გადაღებული კადრები 2011 წლის 26 მაისის დარბევისას ეს კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი პრეს-სამსახურის გადაღებულია, რომელიც ასახავს 2011 წლის 26 მაისს, აქციის დარბევას და მაღალჩინოსნების ქმედებებს.

კანის 77-ე ფესტივალის მთავარი ჯილდო ფილმ “ანორას” ერგო

კანის 77-ე ფესტივალის მთავარი პრემია ოქროს პალმის რტო ამერიკელი რეჟისორის, შონ ბეიკერის ფილმ, “ანორას” ხვდა წილად. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, ფესტივალის გრან პრი-მიიღო ინდოელი რეჟისორის, პაიალ კაპადიას დრამამ “ყველაფერი, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ როგორც სინათლეს “. გამარჯვებულების გამოცხადების ცერემონია შაბათს ფესტივალების სასახლეში გაიმართა. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო პორტუგალიელ რეჟისორ მიგელ გომესს გადაეცა ფილმისთვის”დიდი ტური”. სცენარისთვის განსაზღვრული ჟიურის […]

ლოჩოშვილის “კრემონეზე” სერია A-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ფინალში გავიდა

სერია A-ში გადასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „კატანძარო“ 4:1 დაამარცხა . „კრემონეზემ“ ორი შეხვედრის ჯამში 6:3 იმარჯვა და ფინალში “ვენეციას” დაუპირისპირდება, რომელმაც “პალერმოს” სძლია (1:0, 2:1). პირველი შეხვედრა 30 მაისს კრემონაში ჩატარდება, საპასუხო კი 2 ივნისს ვენეციაში. მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. კრემონეზე – კატანძარო 4:1 გოლები: 1:0 […]

საქართველოში ბიზნესის მიერ ტექნოლოგიების გამოყენების დონე დაბალია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალოს – კვლევა

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც განხილულია IT სექტორის განვითარება საქართველოში, ნათვამია, რომ აღნიშნული შემოსავლებიდან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა. ქვეყნების სამეული, სადაც ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი განხორციელდა, რიგითობის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

“საფრანგეთი გააგრძელებს დგომას ხალხის გვერდით” – საელჩო ქართველ ხალხს 26 მაისს ულოცავს

საფრანგეთის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს ამ დღეს ულოცავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ევროკვშირისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. “საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს. საფრანგეთი გააგრძელებს […]