ირაკლი ჩიქოვანი – სწორედ ერთიანი საქართველოა და არა ოკუპაციით გახლეჩილი სამშობლო კეთილი მომავლის საწინდარი, მტკიცედ მწამს, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, მხოლოდ ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში შევძლებთ საკუთარი იდენტობის დაცვას და გაძლიერებას , -ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველო მისი ყველა მოქალაქის თვითრეალიზების, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ასეთი საქართველო დაიმკვიდრებს თავის […]
ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის დღეა, პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენება

სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენება, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. მისი თქმით, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანაზე. „არ მინდა განცხადებებთან დაკავშირებით განსაკუთრებული კომენტარი გავაკეთო. სამწუხაროა, როდესაც […]
ირაკლი კობახიძე – საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანი – მე არასდროს მეუხერხულება სახელმწიფოს მსახურება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები მოვახმარო ჩემი სამშობლოს საუკეთესო ინტერესებს

მე არასდროს მეუხერხულება ჩემი სახელმწიფოს მსახურება და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები მოვახმარო ჩემი სამშობლოს საუკეთესო ინტერესებს, -ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის სანქციებთან დაკავშირებით. ამასთან, მან საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა. “ყველას ვულოცავ, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ვულოცავ მთლიან საქართველოს. ჩვენ ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას, გაძლიერებას და […]
სალომე ზურაბიშვილი: „მომავალი არჩევნები იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც იყო 1991 წლის რეფერენდუმი“

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მშვიდობიანი განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ვითარებიდან გამოსავალი ვერ იქნება რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალება და, ზოგადად, დესტაბილიზაციის გზა. „ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და შიგნით – ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს […]
ერთადერთი ომის პარტია რუსული იმპერიალიზმია – პრეზიდენტი

„ერთადერთი ომის პარტია ერთია და ეს რუსული იმპერიალიზმია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირში ეძლევა საქართველოს შესაძლებლობა, მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება. „არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მიდი დაარსებიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის […]
ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში – პრემიერი

ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და […]
ხომ ვიცით, ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ? – პრეზიდენტი

მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს, ვიღაცები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა მტერი და ვინაა ჩვენი მეგობარი. ხომ ვიცით, ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინ იცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და არააღიარების პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ არც ერთი ომის პარტია […]
ონლაინ კაზინოების სექტორში ქვეყნების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით – როგორია სათამაშო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში

წელს აშშ-მ პირველი ადგილი დაიკავა ქვეყნების რეიტინგში ონლაინ აზარტული თამაშების სექტორში შემოსავლების მიხედვით. ამას შესახებ Japanese Online Casino Guide-ი წერს, რომელიც Statistica-ს მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა. შედეგები აჩვენებს ამ ინდუსტრიის პოპულარობის მნიშვნელოვან ზრდას მთელს მსოფლიოში. ქვეყნების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით ონლაინ კაზინოს სექტორში 2024 წელს ასეთია: პირველ ადგილზე $23,03 მლრდ-ს შემოსავლით აშშ-ია (მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 20,3%); მეორე […]
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სვანეთში! – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიმასპინძლებთ სვანეთში, მესტიაში. ღონისძიების ადგილი: მესტიის მერიის მიმდებარე ტერიტორია. 14:00-15:30 ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი; 14:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა; 14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 14:00-19:00 კვების სივრცე: ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული ქართული კერძები; 14:00-19:00 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“; 14:00-17:00 საბავშვო და ახალგაზრდული სივრცე, ხელნაკეთი ნივთების დამზადება; 16:00-17:00 ცეკვის აკადემია ‘სუხიშვილები“ […]