ევროპის გზა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ღირსეულ და ფასეულობებით შეკავშირებულ ხალხთა საზოგადოებაშია ჩვენი ადგილი – დიმიტრი აბდუშელიშვილი

ევროპის გზა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ღირსეულ და ფასეულობებით შეკავშირებულ ხალხთა საზოგადოებაშია ჩვენი ადგილი, – ამის შესახებ ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჩვენი შვილების მომავალი იქაა, სადაც პატივს სცემენ და აღიარებენ ადამიანს და მის უფლებებს. „ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი და დიდებული დღეა დღეს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე… ემოციები მახრჩობს, რომ დავფიქრდები, რა გზები […]
მერია: უხვი ნალექის გამო თბილისში რამდენიმეგან მიწა ჩამოიშალა

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. მერიის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი. გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის […]
რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი მიმდინარეობს. გალა-კონცერტში მონაწილეობენ: „თბილისის ქალთა გუნდი“, ანსამბლი „ერისიონი“, ანსამბლი „რუსთავი“, ანსამბლი „ჩაკრულო“, ანსამბლი „შილდა“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „ნართები“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“, აჭარის ანსამბლი „არსიანი“, ანსამბლი „მძლევარი“, პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“. წელს 26 […]
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბორჯომისმუნიციპალიტეტშისაქართველოსდამოუკიდებლობისდღემრავალფეროვანიპროგრამითაღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ცეკვა „ხორუმით“ საზეიმოდ გაიხსნა, შემდეგ კი მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ. „26 მაისის დღესასწაული მოსახლეობას საჩხერისა და ჭიათურის, ბორჯომისა და ბაკურიანის მეუფემ დანიელმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა მიულოცეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია […]
„გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია“ – მერია

ვერეს ხეობაში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო, ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია. მათი თქმით, „გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია“. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ: „დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის […]
თბილისის მერია – დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, გლდანში მიწის მასის ჩამოშლის გამო, სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში – ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა კი საფრთხეს არ წარმოადგენს

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის […]
მამარდაშვილმა “ვალენსიაში” მე-100 მატჩი ჩაატარა – მისი გუნდი “სელტასთან” ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სელტას“ დაუზავდა – 2:2 დებიუტში სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ და დაწინაურდნენ კიდეც. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, დუვიკასს მეკარე მამარდაშვილმა არ გაატანინა, ასპასის დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა. შესვენების შემდეგ ასპასმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბურთს მისწვდა, თუმცა ძლიერი დარტყმული იყო და მოგერიება ვერ შეძლო. მერე თერთმეტმეტრიანი „სელტას“ კარში […]
ფილარმონიასთან შეკრებილი დემონსტრანტები ვაკის პარკისკენ მიემართებიან

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, დღეს, 26 მაისს, თბილისში, ფილარმონიასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკისკენ მიემართებიან. მარშის მონაწილეები ამით ეხმაურებიან 1919 წელს, როდესაც დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, მარში გაემართა თანამედროვე ჭავჭავაძის გამზირით ვაკის პარკის ტერიტორიისკენ. „ჩვენც ამ გზას გავივლით“, – აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები. „1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, […]
“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” – თბილისში მარში მიმდინარეობს

“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” – ამ სახელწოდებით თბილისში საპროტესტო მარში მიმდინარეობს. მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და ვაკის პარკთან დასრულდება. “1919 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, მარში თანამედროვე ჭავჭავაძის გამზირით ვაკის პარკის ტეროტორიისკენ გაემართა. ჩვენც ამ გზას გავივლით”, – აცხადებენ ორგანიზატორები. აქციაზე სკანდირებენ – “არა რუსულ კანონს”, “არა რუსულ რეჟიმს”.
“კონტე ნაპოლის” პროექტით აღფრთოვანებულია და მომდევნო კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება” – ფაბრიციო რომანო დეტალებზე წერს

ანტონიო კონტე “ნაპოლის” ჩაბარებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, “პარტენოპეიმ” კონტეს 3 წლიანი ხელშეკრულება და კლუბისთვის სარეკორდო ხელფასი შესთავაზა. “ნაპოლიმ” კონტეს კონტრაქტი 2027 წლამდე შესთავაზა, ანტონიო სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. მხარეები საბოლოო დეტალებს მომდევნო კვირას შეათანხმებენ, ორშაბათს დე ლაურენტისი ნეაპოლში ჩავა და კონტეს შეხვდება. ანტონიოს “პარტენოპეის” ჩაბარება […]