ახლა დროა ქარაგმებისა და მინიშნებების გარეშე, ღიად დაგმოთ რუსული კანონი – რომან გოცირიძე ბანკებს მიმართავს

„ლამაზი საოცდაექვსმაისო ვიდეოკლიპები კარგია. ახლა დროა ქარაგმებისა და მინიშნებების გარეშე აღიმაღლოთ ხმა იმ უმსგავსობების წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება სჩადის და ღიად დაგმოთ რუსული კანონი“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე წერს. მისი თქმით, სანქცირებულთა სიაში შესაძლოა ბანკების მმართველ ორგანოებში შემავალი პირებიც აღმოჩნდებიან. „ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებმა 3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც დაახლოებით 8 მილიარდი […]
კახა კალაძე კამალა ჰარისის წერილზე – ჩვენც შეშფოთებული, აღშფოთებული ვართ იმ ფაქტებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია

ჩვენც შეშფოთებული, აღშფოთებული ვართ იმ ფაქტებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია – ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია იმიტომ, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი – ვფიქრობ გამოიძებნება ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც შეაფასებს რეალურ მდგომარეობას, თუნდაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, […]
თინა ბოკუჩავა – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება ე.წ. აგენტების კანონის გამო და ღიად მოუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს აღნიშნული კანონი

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის მოსამზადებელ დეკლარაციაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიის მიმართ, „ამასთან ღრმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ. აგენტების კანონის გამო, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“. „ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის მოსამზადებელ დეკლარაციაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, […]
სვანეთი და თუშეთი – პოპულარული იუთუბერების ობიექტივში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგზაურობა ევროპის ყველაზე მიუწვდომელ სოფელში (სახიფათო და შეუძლებელი ტური)-საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Youtube-ის მაღალრეიტინგულმა სამოგზაურო არხმა Yes Theory 36 წუთიანი ფილმი მოამზადა. მათივე ცნობით, Yes Theory-ის გადამღები ჯგუფი კანადიდან საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა. „ცნობილმა „იუთუბერებმა“ სვანეთსა და თუშეთში იმოგზაურეს, მონაწილეობა ექსტრემალურ ტურში მიიღეს, გადაიღეს: უშგული, ომალო, ბოჭორნა და […]
ფოთი დებატების რეგიონულ ტურნირს მასპინძლობს

წელს პირველად, ფოთი დებატების ტურნირს უმასპინძლებს. როგორც ფოთის პორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტურნირი, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, 29 მაისს 13:00 საათზე #5 საჯარო სკოლაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ საქართველოს სკოლებში არსებული დებატ კლუბების 100-მდე მოსწავლე. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით. „ტურნირის მონაწილეები […]
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას – გვსურს, კომისიისგან მივიღოთ ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა, ასევე, რეაქციების მომზადება, როგორც სტატუსზე, ასევე პერსონალურ სანქციებზე

ერთი საკითხია უცხოური აგენტების კანონი, მაგრამ საქმეა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას, მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. „ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვიყავით საქართველოში და ვითარება ნამდვილად, ნამდვილად შემაშფოთებელია. ერთი საკითხია „უცხოური აგენტების“ კანონი, მაგრამ საქმეა იმაშია, რომ საქართველოს […]
ირაკლი კუპრაძე – „ქართული ქარტია“ მოგვცემს შესაძლებლობას წარვმართოთ კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პროცესი – თუ სადმე საჭიროა მეტი სიცხადე და დაზუსტება, რათა პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში სრულად მოექცეს, სწორედ ახლაა დრო, ეს მოხდეს

„ლელო“ მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ღირებულებითი ერთობა არის ის, რამაც უნდა დაასრულოს, ეს მანკიერი წრე, რომელშიც ქვეყანა 20 წელია მოძრაობს, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „ლელო“ უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქარტიას და მზად არიან ევროკავშირის 9 პუნქტის სწრაფი შესრულებისათვის ნაბიჯები გადადგან, რათა […]
პაატა დავითაია – პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ყოველთვის მომხრე ვართ დიდი ერთობის, საბოლოო გადაწყვეტილებას ერთიანი პლატფორმის ფორმატში მივიღებთ

პრეზიდენტის ინიციატივა ”ქართული ქარტიის“ შესახებ არის საინტერესო და დროული – პარტია ”ევროპელი დემოკრატები“ ყოველთვის მომხრე ვართ დიდი ერთობის, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. დავითაიას განცხადებით, იზიარებენ „ქართული ქარტიის“ მნიშვნელოვან პრინციპებს, რაც დაკავშირებულია სისტემურ ცვლილებებთან და რეფორმებთან. ამასთანავე დავითაიას თქმით, არის საკითხები, რომელიც განმარტებებს მოითხოვს. „ქართული ქარტიის“ მიერ შემოთავაზებული პრინციპები არის კარგი […]
კახა კალაძე – პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში არიან აღმოცენებულნი, დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელით გამოდიან, მაგრამ ერთი გუნდია და ამ ყველაფრის დამადასტურებელია გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა

ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში არიან აღმოცენებულნი, დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ არის ერთი გუნდი, ერთი ხელით იმართება და ამ ყველაფრის დამადასტურებელია ის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა. ეს რომ მოგვნდომებოდა, შეიძლება ვერ გაგვეკეთებინა,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე პრეზიდენტის ინიციატივას “ქართულ ქარტიასთან” დაკავშირებით. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ისინი ერთ […]
ეკა სეფაშვილმა PACE-ს (საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

ეკა სეფაშვილმა PACE-ს (საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში, საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა PACE-ს კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ეკა სეფაშვილი მონაწილეობდა კომიტეტის განხილვებში ისეთ ანგარიშებზე, როგორიც არის „პროპაგანდა და […]