ნატალია ყიფშიძე, ლუკა შველიძე და აქციის სხვა მონაწილეები სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ 28 მაისს 500 ლარით დააჯარიმა მსახიობი ნატალია ყიფშიძე. მას სამართალდამცავები ედავებოდნენ გზის უკანონო გადაკეტვას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 აპრილს. 28 მაისს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 500-500 ლარით დააჯარიმა საპროტესტო აქციების სხვა მონაწილეებიც, მათ შორის ლუკა შველიძე, საბა ბირკაია, ბაჩო ძანძავა […]
ეროვნულმა ბანკმა 48,7 მლნ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გამოიტანა გასაყიდად, მაგრამ 48,7 მლნ დოლარი გაყიდა.14:19 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2,7910 ლარი ღირს. ეს ეროვნული ბანკის უკვე მეორე ინტერვენციაა ბოლო დღეებში – ცენტრალურმა ბანკმა 60 მლნ დოლარი 16 მაისს “აგენტების კანონის” მიღების მეორე დღეს გაყიდა. დღეს, 28 მაისს კი, პარლამენტი “აგენტების კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს […]
რუსეთის მოქალაქეებზე ყველაზე მეტი შენგენის ვიზა იტალიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა გასცეს

2023 წელს იტალიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა ყველაზე მეტი შენგენის ვიზა გასცეს რუსეთის მოქალაქეებზე. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ამის შესახებ იუწყება მედიაკორპორაცია RBC. კერძოდ, გასულ წელს რუსეთის მოქალაქეებზე იტალიამ 134 ათასი ვიზა გასცა, საფრანგეთმა – 99,6 ათასი, ესპანეთმა – 96,8 ათასი. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან ვიზაზე უარის წილი ასევე შედარებით მცირეა: 6,4%, 8,5% და 13,5%. რუსეთის […]
კოლხეთის ეროვნულ პარკში თხევად საწვავზე მომუშავე ნავებით გადაადგილება 2028 წლამდე იქნება შესაძლებელი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა. მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილება დაშვებული იქნება 2028 წლის 1 იანვრამდე. მოქმედი […]
არ გეტყვით „არ მოაწეროთ ხელი“, მოაწერეთ და გვეცოდინება 84 კაცი ვინ ჯანდაბა ხართ – თამარ ჩარკვიანი

არ გეტყვით „არ მოაწეროთ ხელი“ მეთქი. მოაწერეთ და გვეცოდინება 84 კაცი ვინ ჯანდაბა ხართ, – ამ სიტყვებით მომართა პარლამენტის წევრმა თამარ ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს. „ეს არის საქართველოს გამანადგურებელი კანონი, ამას ევროპელი მეგობრები გვეუბნებიან, ჩვენი პარტნიორები. რა დარჩა? ვტოვებთ ქვეყანას რუსეთის პირისპირ? ახლა რა გითხრათ, ხელი არ მოაწეროთ სამშობლოს გაყიდვას? არ გეტყვით ბატონები. არაფრით არ გეტყვით […]
ვეტოს დაძლევა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის რეზერვებს შეიწირავს – რომან გოცირიძე

დღესაც, ვეტოს დაძლევაც, შეიწირავს ალბათ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის რეზერვებს, ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, მაისის თვის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების ფასი 26 პროცენტით დაეცა და ქვეყანას პოლიტიკური კურსის ცვლილებისას მძიმე დღეები დაუდგება. „აგენტების რუსული კანონის მიღების დღეს ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა და ლარიც […]
ბელგია უკრაინას 2028 წლამდე 30 ერთეულ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებელს გადასცემს

ბელგია უკრაინას 2028 წლამდე 30 ერთეულ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებელს გადასცემს. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰადჯა ლაჰბიბის განცხადებით, პირველი თვითმფრინავები კიევისთვის უკვე წლის ბოლომდე უნდა იყოს მიწოდებული. ეს ვალდებულება გაფორმდა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებით, რომლის ხელმოწერა ბრიუსელში დღეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში მოხდა. ბელგია „ეფ-16“-ების აღჭურვისთვის საბრძოლო მასალას თავისი რეზერვიდან ამოიღებს. კითხვაზე, შეიძლება თუ […]
“ასეთი ვნებათაღელვის ფონზე, ეს პირდაპირ შედის თქვენი და კომისიის წევრების უფლებამოსილებაში” – რას ითხოვს რამაზ სამხარაძე კახა ბექაურის უწყებისგან

ბატონო კახა, ვინ თუ არა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველა მედიამაუწყებლის შემოსავლები გამჭვირვალეა. ვთვლი, რომ უფრო მკაფიო უნდა გახდეს კომუნიკაციების კომისიის ანგარიში საზოგადოებისთვის და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების და პარლამენტის წარმომადგენლებისთვის. რადგან “გამჭვირვალობის კანონი” მედიის რეგულირების სფეროსაც მოიცავს, გთხოვთ, გააკეთოთ გარკვეული პრეზენტაცია ბრიფინგის სახით და წარმოადგინოთ თითოეული მაუწყებლის შემოსავლები. ასეთი ვნებათაღელვის ფონზე, ეს პირდაპირ შედის […]
,,ნეტა რა გრძნობაა დილით რომ დგები და სამშობლოს გასაყიდად მიდიხარ” – სოფო ჭყონია

სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში წერს: ,,ნეტა რა გრძნობაა დილით რომ დგები და სამშობლოს გასაყიდად მიდიხარ”
ყაველაშვილი: ჩემი კოლეგების შვილებს მივმართავ, შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი მშობლებით

ჩემი კოლეგების შვილებს მივმართავ, ჩემს შვილებთან უკვე ნასაუბრები მაქვს, შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი მშობლებით, რადგან ჩვენმა პრინციპულმა პოზიციებმა ამ ეტაპისთვის ქვეყანა გადაარჩინა, რადგან არის მშვიდობა და განვითარება.