თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას – არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – საქართველოს ისტორიას მსგავსი მოღალატეობრივი პარლამენტი არ ახსოვს!

ბატონებო, არაფრით არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – საქართველოს ისტორიას მსგავსი მოღალატეობრივი პარლამენტი არ ახსოვს! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა. ჩარკვიანმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “საქართველოს გამანადგურებელი კანონი“ უწოდა. “ევროპელი მეგობრები – ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ […]

თეონა აქუბარდია უმრავლესობას – გეკითხებით, თუ არაღიარების პოლიტიკას აღარ ცნობთ, მაშინ რისთვის დადიხართ ლათინურ ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, სტეიკის საჭმელად ხომ არა?!

გეკითხებით, თუ არაღიარების პოლიტიკას აღარ ცნობთ, მაშინ რისთვის დადიხართ ლათინურ ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, სტეიკის საჭმელად ხომ არა?! -ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს. აქუბარდიას განცხადებით, პაპუაშვილი რუსეთის პროპაგანდის მთავარ გამხმოვანებლად იქცა. „როდესაც თქვენ კითხვას გისვამენ ვიზიტებზე, თქვენ ამბობთ, რომ არაღიარების პოლიტიკით დადიოდით. დღეს ჩვენ გვეუბნებით, რომ არაღიარების პოლიტიკა […]

დავით გაბაიძემ პეტრ კუბერნატს უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, პეტრ კუბერნატს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ მეგობარ ქვეყანას შორის მრავალმხრივი რეგიონული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ყვარელში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება – „ცოდნის აბრეშუმის გზა“ – ჩაატარა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სტუ-ის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართულობით, ყვარელში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება – „ცოდნის აბრეშუმის გზა“, ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორმა- რუსუდან ქუთათელაძე; საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი; ელექტრონული […]

გარემოს ეროვნულ სააგენტოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესახებ ყოველწლიური ბიულეტენი მომზადდა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო ბიულეტენი „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ მოამზადა. ინფორმაციას გარემოს ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენში „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ასახულია გეოლოგიური […]

5 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართება

2024 წლის 5 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე გაეცნოს ლიცეუმში არსებულ გარემოს. „მოსულ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა ელოდებათ. დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://shorturl.at/QPUaf დასწრების მსურველებს, გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის მოწმობა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ აკრძალულია ლიცეუმის […]

გავა დრო და ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო განაგრძობს პროგრესს. ყველა დარწმუნდება, რომ ეს კამპანია, რომელიც ზიზღით და პოლიტიკური შურისძიებით იყო გაჯერებული, აბსოლუტურად არასწორი და საქართველოსთვის დამაზიანებელი გახლდათ

გავა დრო და ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო განაგრძობს პროგრესს. ყველა დარწმუნდება, რომ ეს კამპანია, რომელიც ზიზღით და პოლიტიკური შურისძიებით იყო გაჯერებული, აბსოლუტურად არასწორი და საქართველოსთვის დამაზიანებელი გახლდათ „გავა მცირე დრო და ყველა დარწმუნდება, უკლებლივ ყველა ჩვენი თანამოქალაქე, საქართველოს ყველა მეგობარი დარწმუნდება, რომ საქართველო განაგრძობს პროგრესს“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. […]

თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ?

თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ? „ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ტესტი და ლუსტრაცია რაღა გინდათ?“ – ასე მიმართა რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც არჩილ […]

სასამართლომ ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა. მას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. მის მიმართ 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს “დღეს სასამართლო პროცესზე ჩემმა ადვოკატმა – თეონა კილაძემ წარადგინა არგუმენტები და ყოველ აბსურდულ კითხვაზე ღირსეული პასუხი გასცა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში […]

გიგაშვილი: ჩვენ დღევანდელი ვეტოს დაძლევითაც კი გამარჯვებულები ვართ

ჩვენ დღევანდელი ვეტოს დაძლევითაც კი გამარჯვებულები ვართ. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოც კი, რომ ასეთი ერთიანი საქართველო ათეულობით წელია, არ ყოფილა. ამიტომ ქართველ ხალხს სჯერა გამარჯვების. და გავიმარჯვებთ კიდეც.