“ტორპედოს” ზედიზედ მეოთხე მოგება, “გაგრას” 4:0, ფრე თელავში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დასრულდა. “გაგრამ” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა “იბერია 1999”-ს და თან ოთხივე პირველ ტაიმში; ქუთაისის “ტორპედომ” წყალტუბოს “სამგურალს” სტუმრად აჯობა და მეორე ადგილზე გადავიდა, “თელავისა” და “სამტრედიას” დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. სამგურალი 1:3 ტორპედო ქუთაისელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს და ორი თვეა, რაც არ წაუგიათ – 12 შეხვედრა. სტივ კინის გაწვრთნილი […]

ერთი დღის განმავლობაში მოსკოვში 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და იძულებით გაგზავნეს ჯარში

“მედიაზონის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მოსკოვში, ერთ დღეში, პოლიციამ დააკავა ორმოცდაათზე მეტი წვევამდელი, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან გადავადებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ ისინი ჯერ შემკრებ პუნქტში ჩაკეტეს, მათი ტელეფონები და პირადი ნივთები წაიღეს, შემდეგ კი, ბნელი ღამით მოსკოვის რეგიონის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს. დაკავებულების ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცავმა ორგანოებმა მასშტაბური რეიდი მოაწყვეს წვევამდელებზე, რომლებიც გასულ კვირას, პარასკევს, 24 მაისს, სამხედრო […]

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე- ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს. “ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უცხოელი აგენტის შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის […]

კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი – რუსული სტილის კანონის იძულებით მიღება არის გამიზნული, საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის – ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი

“ჰელსინკის კომისიაც” პლატფორმა “X”-ზე თავმჯდომარე ჯო უილსონისა და კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებას აქვეყნებს.­ განცხადების თანახმად, “საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებით მიღება, მიუხედავად ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო ნებისა, არის გამიზნული საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის და [ქართველი] ხალხის ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის”. “სინამდვილეში, ეს მიუთითებს სისუსტეზე, რადგან თავისუფალი ხალხის ასეთი, სადამსჯელო [გზით] იძულება გამოიღებს შედეგებს. ეს არის კრემლის მაქინაციების […]

ალავიძის თქმით, მის მიმართ გაჟღერებული მუქარა რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდებოდა

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, რომელიც ამჟამად საადვოკატო საქმიანობას ეწევა, ფორმულასთან ჰყვება, რომ მის მიმართ გაჟღერებული მუქარა რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება. კერძოდ, დღეს მან TV პირველთან საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით დაემუქრნენ, რომ თუ ივანიშვილისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, “ტვინს გაასხმევინებდნენ”. ალავიძის თქმით, მუქარის მესიჯი მან უზენაესის სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მიიღო, თუმცა თავისი […]

როდესაც ჩვენს შვილებზე საუბრობთ, ვინ ხართ თქვენ? ფაშისტები ხართ თუ ვინ ხართ? ფაშისტებზე უარესები გამოდიხართ

როდესაც ჩვენს შვილებზე საუბრობთ, ვინ ხართ თქვენ? ფაშისტები ხართ თუ ვინ ხართ? ფაშისტებზე უარესები გამოდიხართ „ვის შვილებზე ლაპარაკობთ? არ გრცხვენიათ? საკუთარ თავს ეცით პატივი, ჩვენს შვილებს თუ არ სცემთ. რა დაიწყეთ შვილებით ვაჭრობა თქვე უნამუსოებო! გეყოფათ, საკმარისია მართლა! – ასე მიმართა „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციას და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი […]

სენატორი ჯინ შაჰინი – იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა გაკვირვებული – ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა – გაკვირვებული , – ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე წერს. “ჩემი [წარდგენილი] “ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულვებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს”, – წერს სენატორი შაჰინი პლატფორმა “X”-ზე. პარლამენტმა “უცხოური […]

20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით

ქართველ რეფერის საბა აბულაშვილს ცხელი ზაფხული ელის. 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, ის პირველად იმსაჯებს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში, მანამდე კი ოკეანის გაღმა გაემგზავრება და აშშ-ში MLR-ის სამ თამაშს განსჯის. „შარშან კენიაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაზე ვიყავი მიწვეული და ფინალიც ვიმსაჯე, რომელიც ესპანეთმა მოიგო და პირველად აღზევდა ჩემპიონატში. წელს 20-წლამდელთა ექვს ერზე […]

სლოვაკეთის პრეზიდენტი – სლოვაკეთი საქართველოსა და მისი ხალხის მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს – უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის ამოქმედება თავად ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ფართო საჯარო მხარდაჭერა პატივისცემას იმსახურებს. “სლოვაკეთი საქართველოს და მისი ხალხის მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს. უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება თავად ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. საქართველოში ევროკავშირისა […]

“ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა საქართველოსთვის არ ეღალატა – ვიოლა ფონ კრამონი

“ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა საქართველოსთვის არ ეღალატა – ვიოლა ფონ კრამონი ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი შეუერთდება ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. „ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასოდეს არის კეთილი […]