“ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ… იმედგაცრუებული ვართ” – თეთრი სახლის პრესსპიკერი

“ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ… იმედგაცრუებული ვართ”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა და “ქართული ოცნების” მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. “იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხო აგენტის“ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველამ ვნახეთ […]

“აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით” – სენატორი რიში

“საქართველოს მთავრობამ, ამ ქმედებით, მტკიცე ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით”, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში X-ზე წერს და “ქართული ოცნების” მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

„გასტროსკოპიით ნაადრევად ხდება ისეთი დიაგნოზების დასმა, რომელიც სავალალო შედეგებს აგვარიდებს“ – ზანდა კუტივაძე

წლების წინ, გასტროსკოპია საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული პროცესი იყო, მაგრამ მედიცინა სწრაფი ტემპით ვითარდება და კვლევის ეს მეთოდი დღეს ბევრად უფრო ნაკლები დისკომფორტის შემცველია, ვიდრე 5 და 10 წლის წინ იყო. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი-ენდოსკოპისტი ზანდა კუტივაძე ამბობს, 1 სანტიმეტრამდეა შემცირებული გასტროსკოპიის თანამედროვე აპარატის დიამეტრი და ის უფრო მოქნილი […]

საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 11.8%-ია

2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტს გაუტოლდა. 2023 […]

მონანიების შემთხვევაში, ერთ წელზე ადრეც შეიძლება ამოვიდეს კომპანია შავი სიიდან – ლევან რაზმაძე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ამბობს, რომ კომპანიებს შავი სიიდან გასვლის ახალი საშუალება უჩნდებათ – თვითწმენდა. კითხვაზე, შავი სიიდან თავის დაღწევის რა საშუალებები აქვთ კომპანიებს, ლევან რაზმაძე განმარტავს, რომ უკვე არსებული მექანიზმების გარდა, შესყიდვების შესახებ ახალი კანონით შავი სიის დატოვების მესამე საშუალებაც ჩნდება, რაც კომპანიის მხრიდან მონანიებას გულისხმობს. „შავი სიიდან თავის დაღწევის ერთი საშუალებაა […]

კახა კალაძე ვეტოს დაძლევაზე – მინდა მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა

ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც სამწუხაროდ უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ [პასუხი], რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ […]

„საქსტატი“ – 2023 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და […]

ჩეხეთის მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებსა და სანიოლის გუნდთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა – ჰაშეკი ევრომდე ბევრს არაფერს გაამჟღავნებს

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხთა მწვრთნელმა 28 მაისს შემადგენლობა დაასახელა და შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. 60 წლის სპეციალისტი გამოკვეთილ ფავორიტად პორტუგალიას მიიჩნევს, საქართველოსა და თურქეთთან კი თანაბარ დაპირისპირებას ელოდება. “ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვითამაშოთ, რა ფორმირებაში. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. მთავარია, გუნდს აქვს ხასიათი, რაც მათ უკვე აჩვენეს მარტის მატჩებში. ველოდებით […]

ქვე­ყა­ნა დიდ­ხანს ვერ დამ­შვიდ­დე­ბა. სიმ­შვი­დე არ­ცაა იდე­ა­ლი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას მო­ი­ტანს მღელ­ვა­რე­ბა – ნათია ფანჯიკიძე

ქვე­ყა­ნა დიდ­ხანს ვერ დამ­შვიდ­დე­ბა. სიმ­შვი­დე არ­ცაა იდე­ა­ლი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას მო­ი­ტანს მღელ­ვა­რე­ბა – ნათია ფანჯიკიძე 28 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია. ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ვე­ტო­და­დე­ბულ პრო­ექტს 84 ხმით და­უ­ჭი­რეს მხა­რი. მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე. რა მოხ­და კარ­გი? – ჯენ ზი გა­ი­ზარ­და და და­ფიქ­სირ­და, […]

მაიკლ როთი – ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, იბრძვით ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ ევროპისთვის იბრძვით, ­თქვენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვით, – ასე გამოეხმაურა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მე თქვენთვის მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს: თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ ევროპისთვის […]