“საქართველოს პარლამენტმა ხასიათი და სიმწიფე გამოაჩინა” – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატი გრიგორი კარასინი საქართველოს პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონზე“ საქართველოსპრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს ტელეგრამ-არხზე ერთი წინადადებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ საქართველოს პარლამენტმა ხასიათი და სიმწიფე გამოაჩინა. „უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა ხასიათი და სიმწიფე!“ – წერს კარასინი.
ევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, გულშემატკივრებისთვის ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. „ძალიან მალე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ეროვნულ […]
დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის და წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, […]
ITB China ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1600-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია გაეცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა. ITB China 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, სვანეთის, სამეგრელოსა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები იყო წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოდან 10-მდე კერძო კომპანია დაესწრო. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მრავალი წელია მონაწილეობს ჩინეთში გამოფენა-ბაზრობებზე, თუმცა წელს პირველად, შანხაიში, წარმოდგენილები […]
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. რუსული კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, თუმცა დღეს ფასებმა ორ მათგანზე გარკვეულწილად ზრდა აჩვენა. თბილისის დროით 12:00 საათისთვის: „საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ღირებულება 2.04 %-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 38.45 გირვანქა […]
როგორი იქნება პარკი, რომელიც სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა

ვარკეთილში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, პარკის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი ტენდერი თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 25.5 მილიონ ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ადგილზე დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასევე, პარკების, გასართობი სივრცეების, მოედნებისა და დახმარე ადმინისტრაციული შენობის განთავსება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების მქონე უფუნქიო შენობების […]
ადვოკატი პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებზე – ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თავად პატიმრები, მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც ასეთი დაძაბულობა ექნებათ – ერთმა თვითდაზიანება სცადა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირიდან, რომელთაც რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან, ერთ-ერთმა, 23 წლის ბიჭმა ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, თეკო მეგენეიშვილმა განუცხადა. ორივე დაკავებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულებს საკანში პატიმრების მხრიდან გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი. მეგენეიშვილის თქმითვე, დაკავებულებს საკანში მყოფები იმის გამო ავიწროებენ, რომ ისინი […]
კახა კალაძე – გვეუბნებოდნენ, რომ 2022 წელს სტატუსის არმიღებით ჩვენ დავკარგეთ მილიარდობით გრანტები – ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტები? არ ჩანს!

მიზანმიმართული მესიჯები ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო – ქვეყნის შიგნითაც გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებით [2022 წელს] ჩვენ დავკარგეთ მილიარდობით გრანტები, რომლებიც ქვეყანას უნდა მიეღო. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტები? არ ჩანს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ მიმართა საზოგადოებას და უთხრა, რომ […]
სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ექვსი სექცია მუშაობს. მათ შორის, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სექცია, მასალათმცოდნეობა და მეტალურგია, ფარმაცია, ქიმია, სასურსათო […]
პაატა მანჯგალაძე – ჩემთვის პრეზიდენტის ინიციატივა გაუგებარია – რეფერენდუმი ჩაატარო საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს

ჩემთვის ეს ინიციატივა ნამდვილად გაუგებარია, იმიტომ, რომ რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, მისთვის რეფერენდუმი არჩევნებია, რომ რეჟიმი, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს, ჩამოაშორო ხელისუფლებას. […]