თბილისის მერია – ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა და ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. ამიტომ, საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია. „დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შესვლა შეეძლებათ […]
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე – ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის […]
ირაკლი კირცხალია – ოპოზიციას აღიზიანებს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეკონომიკას გააუმჯობესებს, ცუდად ხდებიან, როცა რეზერვები მაქსიმალურ დონეზეა – ქვეყანა რომ ემზადება, ფინანსურად სტაბილური იყოს და ეროვნული ბანკი რომ ოქროს ყიდულობს მსოფლიოში რყევების დროს, ეს თურმე ცუდია

კომპანიები, რომლებიც არიან ოფშორში დარეგისტრირებული იქნება ამერიკული თუ ევროპული, ჩვენ ვიძახით, რომ ეს კომპანიები მოექცნენ ჩვენს საგადასახადო სისტემაში. თუ დღეს გაუმჭვირვალეა, ვინ არის დამფუძნებელი არ ვიცით და მთელი ბრუნვები ხდება ოფშორში, რომელსაც ვერ ვხედავთ და ჩვენს ეკონომიკაში არ მოდის, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ეს ყველაფერი მოექცევა ჩვენს საგადასახადო სისტემაში. რა რის ამაში ცუდი, რა მინუსს […]
ევროპარლამენტის თანამშრომლის სახლსა და ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა – ჩხრეკა ევროპარლამენტის არჩევნების წინ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში თანამშრომლის შესაძლო როლს უკავშირდება

ევროპარლამენტის თანამშრომლის სახლსა და ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს. ბელგიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ჩხრეკის ჩატარება ევროპარლამენტის არჩევნების წინ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში თანამშრომლის შესაძლო როლს უკავშირდება. „ჩხრეკა ჩარევის, პასიური კორუფციისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის საქმის ნაწილია და რუსეთის ჩარევის ნიშნებს უკავშირდება, როდესაც ევროპარლამენტის წევრებს მიმართავდნენ და „ევროპის ხმის“ საინფორმაციო […]
პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონზე ვეტო დაძლია

პარლამენტმა დღეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს კანონპროექტის პირველად ვერსიაზე ხელმოსაწერად გადაგზავნიდან ხუთი დღე აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, ამას ასევე ხუთი დღის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გააკეთებს. მოტივირებულ შენიშვნებს 1-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 64 წინააღმდეგი იყო.
ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს – ვინ შეარჩია საქართველოს მთავრობამ პროექტის განსახორციელებლად

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნული კომპანია უკვე ჩაითვალოს კონკურსში გამარჯვებულად, დავითაშვილი პასუხობს, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად არის შევსებული, ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად ფაქტობრივად შეიძლება ჩაითვალოს. “როგორც ცნობილია, […]
„გაკვირვებული ვარ“ — ისრაელის ელჩი კობახიძის ირანში ვიზიტზე

ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი Ipn-სთვის მიცემულ ინგერვიუში აცხადებს, რომ გაკვირვებულია იმით, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ: „ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას […]
პარლამენტმა დაძლია ვეტო “ოფშორების კანონზე “

პარლამენტმა დაძლიე ვეტო ე.წ. ოფშორების შესახებ კანონზე. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 64 იყო. მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო დაძლია, კენჭი ხელახლა უყარეს კანონის თავდაპირველ ვერსიას. საბოლოოდ, კანონი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრას ოპოზიციონერი დეპუტატების უდიდესი ნაწილი არ ესწრებოდა. “ოფშორების კანონი” არის ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც […]
Ezo 2024 -ის გახსნითი ღონისძიება გადაიდო – როდის ჩატარდება?

მუსიკალური ფესტივალის “ეზო 2024” გახსნითი ღონისძიება, რომელიც 7 ივნისს უნდა გამართულიყო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას Ezo Festival თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს და მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. მათი თქმით, ეზო საზოგადოებრივ პროტესტს პირველი დღიდან ღიად უერთდება, არსებული რეალობა კი კომპანიას საშუალებას არ აძლევს, რომ ფესტივალის გახსნისთვის შესაბამისი გარემო შექმნან. “ქვეყანაში მიმდინარე […]
საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გვაქვს – ლევან დავითაშვილი

ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის თანხვედრაში ზოგადად მაკროეკონომიკურ კურსთან, რომელიც გვაქვს. ამიტომ ფუნდამენტური საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გვაქვს, პირიქით ჩვენ დავინახეთ, რომ ცდებიან, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა. მინისტრის თქმით, მას არ სურს, რომ […]