„ბრიტანულ-ქართული აკადემია“ „საქართველოს კაპიტალთან“ დადებული ხელშეკრულებიდან გადის

შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი ნათია ჯანაშია სს „საქართველოს კაპიტალთან“ 2019 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გადის. ამის მიზეზად ნათია ჯანაშია ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს. რაც შეეხება სს „საქართველოს კაპიტალის“ ვალდებულებებს აკადემიის წინაშე, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს „საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის […]

„ყველგან ჩვენ შეგხვდებით: ქუჩაში, მარკეტში, კინოში, თეატრში, მოლში, ბაზარში, კაფეში, რესტორანში…დიდ შარში ხართ, საბედნიეროდ“ – ბექა ყორშია „ოცნებას“

ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს: „ქოცებს ჰგონიათ, რომ ეს აქციაზე მოსული ხალხი უბრალოდ, აქციაზე მოდის და მერე სადღაც ქრება. ყველგან ჩვენ შეგხვდებით: ქუჩაში, მარკეტში, კინოში, თეატრში, მოლში, ბაზარში, კაფეში, რესტორანში. ყველგან მოგიწევთ ჩვენი ატანა. ყველგან მოგიწევთ თვალებში ჩახედოთ იმ ხალხს, ვისაც მომავალი გაუყიდეთ. დიდ შარში ხართ, საბედნიეროდ.“

ოფიციალურად: ფლიკი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელია

“ბარსელონამ” ოფიციალურად გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გახდა. კატალონიელებმა გერმანელს, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე ხავი ჩაანაცვლა, კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს. ფლიკი ბოლოს გერმანიის ნაკრებს ავარჯიშებდა, საიდანაც 2023 წელს დაითხოვეს. ის გახლდათ იმ მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი, რომელმაც 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბარსელონა” 8:2 გაანადგურა.

პოლიციამ ევროპარლამენტის შენობები გაჩხრიკა რუსეთთან კავშირის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში

პოლიციამ ბრიუსელსა და სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობები გაჩხრიკა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია რუსული პროპაგანდის ხელშეწყობასთან. ბრიუსელში გაჩხრიკეს პარლამენტის თანამშრომლის სახლი. ჩხრეკა მოხდა ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე დეპუტატის, მარსელ დე გრააფ გიიომ პრადურის თანაშემწის სამუშაო ადგილზე და სახლში. ის მანამდე მუშაობდა მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, დეპუტატ მაქსიმილიან კრას ასისტენტად. ბელგიის პროკურატურამ განაცხადა, რომ გაჩხრეკილი პირი შესაძლოა […]

უკრაინისთვის შვედეთის სამხედრო დახმარებაში შევა თვითმფრინავი-რადარი ASC 890

შვედეთმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების მე-16 პაკეტი მილიარდ 160 მილიონი ევროს ოდენობით. ეს, ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია სტოკჰოლმიდან. მასში შედის შორი რადიოლოკაციის სადაზვერვო თვითმფრინავი ASC 890, რომელსაც სამიზნის აღმოჩენა შეუძლია 500 კილომეტრამდე რადიუსში. შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის თქმით, ASC 890-ს შეუძლია ფრთოსანი რაკეტების, თვითმფრინავების და სამიზნეების აღმოჩენა როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე და მას ექნება […]

თინა ხიდაშელის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ ანაკლიაში ჩინურ კონსორციუმზე დღეს გამოაცხადეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინური კონსორციუმის შერჩევაზე განცხადების სწორედ დღეს გავრცელებით ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებს მორიგი გამოწვევა გაუგზავნა. მისი თქმით, მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინური კონსორციუმს შეარჩევდა, რადგან ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან ჰქონდათ მიღებული. თუმცა ხიდაშელი ხაზს უსვამს, რომ […]

ოთარ შამუგია – დღეისათვის ქვეყანაში სოფლის მეურნეობის 15-მდე მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, რაც ეტაპობრივად გვაძლევს მნიშვნელოვან შედეგებს

დღეისათვის ქვეყანაში 15-მდე მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, რაც ეტაპობრივად გვაძლევს მნიშვნელოვან შედეგებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ყველა ჩართული სუბიექტის – ფერმერების, მეწარმეების, დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერისკენ; […]

ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია

ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია. განცხადებას ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გაააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში […]

1 ივლისს საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება – ვინ შეძლებს ვაჭრობას?

ექვსჯერ გადავადების შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში მუშაობას პირველი ივლისიდან დაიწყებს. „გალტ&თაგარტის“ მიხედვით ამ ეტაპზე კანონქბემდებარე აქტებში ცვლილება არ შესულა, თუმცა აქტიურად განიხილება ბაზრის ეტაპობრივად ამუშავება და ბირჟის სრულად გახსნას სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება. ბაზრის ამოქმედებამდე კვლავ რჩება რამდენიმე ბუნდოვანი საკითხი. 1) სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია გაიყიდება თუ არა იმპორტირებული ელექტროენერგია ბირჟაზე. მათი მოლოდინით ბირჟაზე მოხვედრილი ელექტროენერგია […]

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე?

მმართველი პარტიის და “ხალხის ძალის” დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია. დეპუტატმა 3 მოსმენით დაუჭირა მხარი “რუსულ კანონს” და ასევე, მხარი დაუჭირა “რუსულ კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. 2023 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ჯაფარიძე დეკლარაციაში მხოლოდ მეუღლეს უთითებს, – წერს „ბიემჯი“. დეპუტატს მესტიაში აქვს 8 მიწის ნაკვეთი, […]