ჩინური კონსორციუმი, ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულად შეიძლება გამოცხადდეს

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, საბოლოოდ, საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად უკვე ჩაითვალოს, დავითაშვილმა თქვა, რომ რამდენიმე დაზუსტების შემდეგ, სავარაუდოდ, მისი გამარჯვებულად გამოცხადება, რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება. მინისტრის განმარტებით, რადგან განაცხადი სრულყოფილადაა შევსებული, დიდი […]
პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, არ მისცეს უკრაინას უფლება მისი რაკეტებით რუსეთს თავს დაესხას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს დასავლეთს მიმართა და თქვა, რომ “ევროპაში ნატოს წევრები ცეცხლს ეთამაშებიან”. პუტინი აფრთხილებს დასავლეთს, არ მისცეს უკრაინას უფლება დასავლური იარაღით რუსეთს დაესხას თავს. პუტინის თქმით, თუ უკრაინა დასავლურ იარაღს ქვეყანაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ამით გლობალური კონფლიქტის საფრთხე გაიზრდება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან სრულმასშთაბიანი ომი დაიწყო, პუტინი გამუდმებით იმუქრება ხან მსოფლიო, ხან […]
„მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ“ — ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის „ჩინეთის ხელში ჩაგდებას“ მთავრობის რუსული გეგმების ნაწილად მიიჩნევს. „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!“ რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა. დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია — რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, „ჰეზბოლას“ გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, […]
განახლებული Porsche 911 Carrera GTS-სა და 911 Carrera-ს მსოფლიო პრემიერა

· პორშემ თავისი ტრადიციული სპორტქარი 911 მნიშვნელოვნად განაახლა · T–Hybrid სისტემა და გაუმჯობესებული შესაძლებლობები პორშემ განახლებული 911 Carrera GTS და 911 Carrera წარადგინა. ახალი 911 Carrera GTS პირველი ოფიციალური 911-ია, რომელმაც განსაკუთრებით მსუბუქი Performance-ჰიბრიდული სისტემა მიიღო. ახლებურად შემუშავებული, ინოვაციური სისტემა 3,6 ლიტრი მოცულობის ძრავით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მონაცემებით გამოირჩევა. 911 Carrera GTS Coupé ადგილიდან 100 […]
სახალხო დამცველის ცნობით, აქციაზე დაკავებულმა აღელვების ნიადაგზე საპარსის გადაყლაპვა სცადა

სახალხო დამცველის აპარატი აქციაზე დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. ომბუდსმენის ცნობით, ორივე მათგანი დღეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ერთ-ერთმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა ოთხი პატიმარი იმყოფებოდა, რომლებთანაც “პოლიტიკური შეხედულებების გამო შეუთავსებლობა ჰქონდა და ხშირად კამათობდნენ”. “სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7874 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7874 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7874 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7847 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0227 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0295 ლარს შეადგენდა. […]
პაატა კვიჟინაძე – ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე, ჩვენ თუ გვინდა 100 მილიონიანი პორტი, მაშინ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი, რადგან ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, სამწუხაროდ, ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოვიდნენ, არც არასდროს ყოფილან და სწორადაც შვრებოდნენ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე. ფოთს და ბათუმს თუ რეკონსტრუქცია გაუკეთდება, ცოტა გავაძლიერებთ, ეს სრულიად საკმარისია იმ ტვირთისათვის, რაც ახლა არის, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მენესო და ჭართალი; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ვახტანგ 6-ის, აღმაშენებლის ხეივნის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება […]
ოთარ შამუგია – 2023 წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, 2023 წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები. „გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2023 წელს კვლავ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გასულ წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც […]
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფოს მიერ 2023 წელს 14 მლნ ლარი დაიხარჯა. ქართული ღვინო მსოფლიოს 15 ქვეყანაში, ჯამში, 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი“ – ოთარ შამუგია

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფოს მიერ 2023 წელს 14 მლნ ლარი დაიხარჯა. ქართული ღვინო მსოფლიოს 15 ქვეყანაში, ჯამში, 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი“ – ოთარ შამუგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც […]