მინისტრი – გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 5 000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა

გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 5000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. მისივე თქმით, გასულ წელს,ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტი. „გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 5000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა. გასულ წელსვე, ავტომობილებიდან […]
ოთარ შამუგია – წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების სადგურების რაოდენობა 300-მდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების სისტემას

საქართველომ, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კატასტროფების რისკების მენეჯმენტის სისტემების განვითარებისთვის. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის ფორმატში, კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე გახშირებული სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენციაზე ისაუბრა. „კლიმატის ცვლილების ფონზე, […]
ოთარ შამუგია – სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას

სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მინისტრმა კლიმატის ცვლილების ფონზე გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის საკითხებზე ისაუბრა. […]
ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ დიპლომატიური კონფერენცია გაიმართა

შვეიცარიაში, ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ დიპლომატიური კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენცია შედგებოდა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებისგან, რომელთა შედეგადაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერით, მიიღეს ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულება ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და მათთან […]
ოთარ შამუგია – წლის ბოლოს პირველად გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ერთიანი ბალანსი

წლის ბოლოს პირველად გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ერთიანი ბალანსი , – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით მიწის საფარის დეშიფრაცია უკვე განხორციელებულია 2 მლნ ჰა-მდე ფართობზე. “ქვეყნისთვის მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი და განახლებადი ინფორმაციის წარმოება წარმოადგენს მიწის […]
რა ქონებას ფლობს ვიქტორ ჯაფარიძე – დეპუტატის 2023 წლის დეკლარაცია

2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ვიქტორ ჯაფარიძეს მესტიაში მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლი და კომერციული ფართი აქვს. მისივე მფლობელობაშია რამდენიმე კომპანიის აბსოლუტური და მნიშვნელოვანი წილები, თბილისში უძრავი ქონება და მედიაკომპანიის საკონტროლო წილი. კერძოდ, დეპუტატს მესტიაში აქვს 8 მიწის ნაკვეთი, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, მემკვიდრეობით მიიღო. ფართობი ჯამში 31 462 მ-კვ.მ- ია. მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაში […]
“აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ რეკორდული ₾16.6 მლრდ შეადგინა“ – ოთარ შამუგია

აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ რეკორდული 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, სოფლად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი კი 13.5 პროცენტამდეა შემცირებული, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში წლიური ანგარიშისას განაცხადა. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. „სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 […]
IT სექტორში მოქმედ 24 117 კომპანიიდან 84% უცხოურია – რომელი საერთაშორისო კომპანიები ოპერირებენ საქართველოში?

2024 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს IT სექტორში 24,117 კომპანია ოპერირებს. Galt & Taggart-ის დარგის მიმოხილვის მიხედვით, კომპანიების 84% უცხოური წარმომავლობის არის. აქედან, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 72-ია და დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან. შესაბამისად IT კომპანიების 93% ინდივიდუალურ მეწარმეებზე მოდის, რომელთა უმეტესი ნაწილი რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებზე მოდის. მიმოხილვის ავტორები […]
„ვისაც ჩემი შვილები ფეხზე კიდია და თან ჩემთან ურთიერთობა აქვს, ვინც არ უნდა იყოს, ჩემთვის მკვდარია“ – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის გამიზნული პროგრამების აბსოლუტური უმრავლრსობა ფინანსდება მონების მიერ მასონებად შერაცხული ადამიანების და ფონდების მიერ. შესაბამისად, ყველა ეს პროგრამა გაჩერდება. ეს მხოლოდ ერთი დეტალია იმ გლობალური საფრთხეებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება რუსული კანონის მიღების შემდეგ, მაგრამ ეს დეტალი კონკრეტულად ეხება ჩემს ოჯახს და ჩემი ექვსი შვილიდან სამს, რომელთათვისაც, […]
თუ ჩემი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, მოსკოვს დავბომბავდი – ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში, ხოლო ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა, ის მოსკოვსა და პეკინს დაბომბავდა. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.