პრემიერი – გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს – ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული

გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი,ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას, რომელმაც სამეცნიერო ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დიპლომატის ეს განცხადება […]

პრემიერი – მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში – ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას იმიტომ, რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას საქართველოს ინტერესების დაცვაზე

მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში – ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა იმიტომ, რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა 2013 წლამდე იყო სახელმწიფო, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა, დღეს კი ქვეყანა არის ჩამოქცეული […]

შალვა პაპუაშვილი – არაფერი ამაში ევროპული არ არის, რასაც „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ საქართველოში აკეთებს – ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მეთოდით, უცხო ქვეყანაში პოლიტიკური გავლენებისთვის ფულის ხარჯვა

თურმე, ევროპა, რომელიც ღირებულებებზე გველაპარაკება, წლებია საქართველოში ფარულად, იატაკქვეშ პოლიტიკურ პარტიებზე და რადიკალურ ჯგუფებზე ხარჯავს ფულს, რომელიც გარკვეული ფონდებიდან შემოდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რა თქმა უნდა, „ევროპის დემოკრატიის ფონდს“ არ სიამოვნებს, რომ აქ გამჟღავნდეს მისი ფარული პოლიტიკური საქმიანობა, წმინდა რუსული სტილით. „არაფერი ამაში ევროპული არ არის, რასაც […]

ირაკლი კობახიძე – რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს – მადლობა მას ამისთვის

რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს – მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ „ქართულ ქარტიაზე“ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება ხდება. „ინიციატივა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა, სინამდვილეში უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობაა. […]

ირაკლი კობახიძე – ვიღაცები ამბობდნენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში

პირველ რიგში, რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს ზოგადად, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში და იმ საქართველოში, რომელიც ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა ონის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ფეა თრიიზის“ მიერ ონის მერიასთან თანამშრომლობის გაწყვეტის ფაქტს, რომლის პროექტის ფარგლებშიც ბავშვებს სტომატოლოგიური […]

ირაკლი კობახიძე – ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინური კომპანიის გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებები სპეკულაციურია. „უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების. ძალიან კარგი […]

პრემიერი – ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ – ერთადერთი სფერო, რომელიც აქამდე გამჭვირვალე არ იყო, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები

ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც სახელმწიფოში გაუმჭვირვალე იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო იყო. „რაც შეეხება გამჭვირვალობას, საქართველო გამჭვირვალობის თვალსაზრისით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულია. ეს ეხება მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების გამჭვირვალობას, ეს ეხება მთავრობის გამჭვირვალობას. როგორც მოგეხსენებათ, მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, ყველა სამთავრობო დადგენილების, […]

Politico – ოლაფ შოლცი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას მხარს უჭერს

ოლაფ შოლცი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას მხარს უჭერს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის მთავრობის პოზიციასთან გაცნობილ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-ს წყარომ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის მიერ იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის, თუმცა ზუსტი დეტალები არ დაუსახელებია. ამასთან, გერმანიის ფედერალური […]

ირაკლი კობახიძე – ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას

ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროექტი განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული და განხორციელებული. „მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი დღეს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის, ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს ტერიტორია მახსოვს […]

ბორჯომში, ე.წ პლატოზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტები მოეწყობა

ბორჯომში, ე.წ პლატოზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტები მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდება. „პროექტის მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, ასევე, მოეწყობა ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და საპარკინგე სივრცე. დამონტაჟდება ტენისის მაგიდა და საპარკე სკამები. სამუშაოები […]