კახა კალაძე – მაიდანი საქართველოში ვერ მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას, სიმშვიდის შენარჩუნებას უჭერს მხარს

მაიდანი საქართველოში ვერ მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას, სიმშვიდის შენარჩუნებას უჭერს მხარს, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, შეეფასებინა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მიმდინარე აქციები მაიდანთან გაიგივდა. კალაძემ ასევე უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მისი საქართველოში ვიზიტი მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო. […]

ხატია დეკანოიძე – კანონის მოქმედებით უკვე ბევრი პროექტი და პროგრამა გაჩერდა

არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო, მაგრამ ასევე მინდა ვუთხრა სახელმწიფოს, “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილის მსახურებს, რომ ამ კანონის მოქმედებით უკვე ბევრი პროექტი და პროგრამა გაჩერდა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა. დეკანოიძის თქმით, მაგალითად, ბავშვთა ონკოლოგიურმა პროექტებმა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, შესაძლოა, […]

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო ხიდზე ავტომობილების გადაადგილება უკვე შესაძლებელია. ახლად დასრულებული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნეს. კახა კალაძემ საზოგადოებას განხორციელებული პროექტის დეტალები გააცნო და ხიდის მშენებლობაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „კონსტრაქშენ სერვისს“, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა. ეს არის ქართული კომპანია […]

“აგენტების კანონის” მიღების გამო საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა წუხილს გამოთქვამს, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებისა და შეზღუდვისკენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო […]

კობახიძე ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ინვესტორის გამოვლენის კონკურსში ჩინური კომპანიის გამარჯვებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ის ჩინური კომპანიის შერჩევას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. „უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის, ამ ტიპის პროექტების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება, შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ […]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე […]

მაიდანის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი – ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში

მაიდანის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი – ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში საკამათო საკითხია, ერთ-ერთ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად იქნება თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. თუ დაფიქრდებით, როგორი იყო უკრაინული მაიდანის დემონსტრაციები – იქ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი […]

სადავო კანონის მიღებით დასრულდა საქართველოს ახალი ისტორიის კიდევ ერთი ეტაპი, ზღვარგადასული მხარდაჭერის მიუხედავად, დესტრუქციულმა ოპოზიციამ მარცხი განიცადა

სადავო კანონის მიღებით დასრულდა საქართველოს ახალი ისტორიის კიდევ ერთი ეტაპი, ზღვარგადასული მხარდაჭერის მიუხედავად, დესტრუქციულმა ოპოზიციამ მარცხი განიცადა როგორც დესტრუქციული ოპოზიციის, ისევე მათი მთელი მსოფლიოს “გულშემატკივრების” მხრიდან მუშტების ქნევა გრძელდება. გამარჯვებულებს ემუქრებიან დამარცხებულები, დედას გიტირებთო. აშკარად არ ელოდნენ, რომ მთელი მსოფლიოს მხრიდან მუქარის, ბულინგის, ოჯახების და შვილების დამუნათების, მოღალატის ძახების, უზნეო ლანძღვა-გინების გაუგონარი ფორმების გამოყენების მიუხედავად, […]

რატომ გამოთქვა ანაკლიის პროექტში ჩართვის სურვილი მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ? – პრემიერის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ აქვს პასუხი კითხვაზე რატომ გადაწყვიტა ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამარჯვებულად სწორედ ის გამოვლინდება. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სხვა სახელმწიფოებს შეეძლოთ დაეინტერესებინათ კომპანიები ამ პროექტით, რომელიც მოგებიანია, თუმცა ასე არ მოხდა. „მე […]

ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ხაზარაძემ ვერც ერთი სივრციდან ვერ მოახერხა ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის, შესაბამისად, ეს არის მისი პასუხისმგებლობა

ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ხაზარაძემ ვერც ერთი სივრციდან ვერ მოახერხა ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის, შესაბამისად, ეს არის მისი პასუხისმგებლობა ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერც ერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება სხვა […]