თბილისსა და ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ფიქსირდება

28 მაისიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების განცხადებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის […]
ზარქუა: მე მივმართავ გერმანიის ელჩს, მარტო ვიცი ეს, Verstehen [გაიგე?]

ერთი კითხვა მაქვს, თუ ამერიკას აქვს უფლება, თავი დაიცვას, თუ საფრანგეთმა ახლა მიიღო ჩვენზე უფრო მკაცრი… მე მივმართავ გერმანულად, არ ვიცი, მარტო ვიცი ისა, Verstehen [გაიგე?] აი, ეს ვიცი ერთი, გაიგე? ეგ არის თემა.
პაატა მანჯგალაძე – საქართველოს ყველა კარი დაუხურეს ევროპისკენ და ყველა პარტნიორისკენ – ქვეყანა, ფაქტობრივად, იზოლაციისკენ მიდის

ჩინური „ქართულ ოცნებისთვის“ იგივე მონათესავე სულია და რუსულთან უფრო ახლოს არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა. მანჯგალაძის აზრით, ჩინური კომპანია სპეციალურად შეარჩიეს, “რადგან სანქცირებულები ბოლოს ერთად დაჯგუფდნენ – კომპანიებიც და “ქართული ოცნებაც”. “ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ჩინური “ქართულ ოცნებისთვის” იგივე მონათესავე სულია და რუსულთან უფრო ახლოს არის. ეს […]
ანა წითლიძე – მთავრობამ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ონკოპაციენტი ბავშვები გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა, რადგან ეს პირდაპირ არის მიბმული ევროპასთან

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ონკოპაციენტებზე, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად თითოეული ბავშვი, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა, რადგან მათი მკურნალობის დაფინანსება პირდაპირ არის მიბმული ევროპასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. „ეს კანონი ცხადია შეეხება ყველას, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ბავშვები, […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N63-ის მიმდებარედ, სათავე ნაგებობის მაგისტრალურ ქსელსა და განშტოებებზე, რომელიც ვარკეთილის, ვაზისუბნისა და ლილოს დასახლებებს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, პარალელურად ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განხორციელდება ისანი-სამგორის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 31 […]
ლევან ბეჟაშვილი – ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები ჩართულები არიან ამ მანიპულაციაში და იკვეთება მარეგულირებელი კომისიის დანაშაულებრივი უფლებამოსილებებიც

ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები ჩართულები არიან ამ მანიპულაციაში და იკვეთება მარეგულირებელი კომისიის დანაშაულებრივი უფლებამოსილებებიც, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა OCCRP-ისა და “აი ფაქტისა” ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმ საერთაშორისო სკანდალის, სადაც უკვე სახელმწიფო ინსტიტუტების საქართველოს მხრიდან მონაწილეობა დასტურდება. „რეალურად ის, რომ სხვა […]
ენტონი ბლინკენი ჩეხეთში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ჩეხეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. პრაღაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ იანა ჩერნოჩოვას, პრეზიდენტ პეტრ პაველს და საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის შეხვდება, რომელთანაც ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს. ასევე, პრაღაში, ენტონი ბლინკენი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო […]
დანიის ნაკრების მწვრთნელი საინტერესო ისტორიითა და ტკივილით

მსოფლიოში პანდემია რომ არ დამდგარიყო, დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კასპერ ჰიულმანდი ევრო 2020-ს თვალს ტრიბუნებიდან თუ მიადევნებდა და შენიშვნებს ჩაინიშნავდა, დანიის ნაკრებს ხომ ეგე ჰარეიდე წვრთნიდა. ევრო 2020-ზე კრისტიან ერიკსენის ეპიზოდი უზარმაზარი ემოციური დრამა იყო, მაგრამ ამჟამად 51 წლის მწვრთნელმა თავისი მოთამაშეების მგრძნობიარობა განსაკუთრებული სიმშვიდითა და ღირსებით წარმართა. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ კაპიტანმა კასპერ […]
[Fair Trees Fund] არ არის დამოუკიდებელი ენჯეო, ბორდის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ფეა თრიიზი” დამოუკიდებელი NGO არაა და ეს “სამარცხვინო ქმედებაა, რომელიც ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად „ლელომ“ განახორციელა”. “რუსული კანონის” მიღების გამო არასამთავრობო ორგანიზაცია “ფონდი ფეა თრიიზ” ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით, თანამშრომლობას წყვეტს. „რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს ზოგადად, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა […]
“დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… რეალურად უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ” – რას წერს მირანდა ჯობავა?

გუშინ ქიქოძის ქუჩის ერთ-ერთი მარკეტიდან გავრცელებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელი მოიცვა. კადრებზე ცოლ-ქმრისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის კამათი იყო აღბეჭდილი, ე.წ. “აგენტების კანონთან” დაკავშირებით. დეპუტატმა თქვა, რომ ვიტალი გუგუჩიას და მირანდა ჯობავას მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, რადგან წინა დღეს მათი ხილის დახლიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა. “ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ხალხო, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა […]