კობახიძე მიიჩნევს, რომ გერმანია ფიშერისნაირ ელჩებს საქართველოსნაირ ქვეყნებში არ უნდა გზავნიდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს, პარტია „ლელოს“ მხარდამჭერს უწოდებს და ამბობს, რომ გერმანია მისნაირ ელჩებს საქართველოში არ უნდა აგზავნიდეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თქვა მედიასთან კომენტარში, თბილისში ბაგების ხიდის გახსნის ცერემონიაზე ყოფნისას. „გერმანიის ელჩი ‘ლელოსთან’ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული ‘ლელოს’ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ […]
„მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი პროექტის გახსნას… ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“ – ირაკლი კობახიძის განცხადება

„მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი პროექტის გახსნას… ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“ – ირაკლი კობახიძის განცხადება მთავრობის მიერ წამოწყებული პროექტი, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი დასრულდა. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ობახიძემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი დღეს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის, ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს […]
12 დღე, 6 ქვეყანა და 4 000 კმ მოპედით – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დებიუტს ვოლტი ახალ რეკორდს უძღვნის

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და დებიუტს ევროპის ჩემპიონატზე ვოლტი მორიგ რეკორდს უძღვნის. მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოს ნაკრებს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში სიმბოლურ საჩუქარს უგზავნის. გზავნილს ვოლტის პარტნიორი კურიერი შადიმან ხარშილაძე წაიღებს. მიტანის სერვისის სფეროში მოპედით ყველაზე შორ მანძილზე შესასრულებელ შეკვეთის მიტანა უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამბობს, რომ ეს მისი მხრიდან საქართველოს ნაკრებისადმი მხარდაჭერისა […]
როგორ ემზადება გორის მე-9 საჯარო სკოლის გუნდი STEM ოლიმპიადის ფინალისთვის – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის, STEM ოლიმპიადის ფინალისტები აქტიურად ემზადებიან ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად. წელს პროექტში 200-მდე სკოლა მონაწილეობდა, ფინალში კი საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლის გუნდი გადავიდა, მათ შორისაა გორის N9 საჯარო სკოლა. გორის N9 საჯარო სკოლის მენტორი, ფიზიკის მასწავლებელი, დავით ქრისტესიაშვილი, საფინალო სამზადისისა და მიღწეული შედეგების შესახებ გვესაუბრება. როგორც დავითი ამბობს, […]
“მე სხვანაირად გამოვიდოდი” – რუსთაველის ფონდის თანამშრომელი დოჭვირზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან გაბიტაშვილი არ ეთანხმება ფონდის დირექტორის, თეიმურაზ დოჭვირი გუშინდელ გამოსვლას და ამბობს, რომ პარტნიორებთან ისეთ სიტუაციაში არ უნდა შეიყვანო ურთიერთობა, რომ თანამშრომლობა საფრთხის წინაშე დააყენო. გაბიტაშვილი გერმანული ფონდების დახმარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია. “[დოჭვირის გამოსვლას] არ ვეთანხმები… მე სხვანაირად გამოვიდოდი, არ ვიცი. გერმანია […]
ჩინური ტვირთების გადაზიდვა ევროპაში ანაკლიის პორტის გავლით იქნება უდიდესი სტიმული ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა კიდევ უფრო დიდია ამ თემის პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა – “ხალხის ძალის” განცხადება

ჩინური ტვირთების გადაზიდვა ევროპაში ანაკლიის პორტის გავლით იქნება უდიდესი სტიმული ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა კიდევ უფრო დიდია ამ თემის პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა – “ხალხის ძალის” განცხადება პარტია “ხალხის ძალა განცხადებას ავრცელებს: “გუშინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი ჩინური კომპანია ოფიციალურად გამოცხადდება ტენდერში გამარჯვებულად და ჩვენი ქვეყნისათვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი სტარტს აიღებს. […]
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს

„მინდა ვიცოცხლო“ – ამ ლოზუნგით პარლამენტის უკანა შესასვლელთან ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს. ისინი ულიმიტო პერსონალიზებულ მედიცინას ითხოვენ. ასევე, მათ პარლამენტთან მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „ჩვენ ერთად ვიბრძვით სიცოცხლისთვის“, „სიცოცხლისთვის ბრძოლის დრო არის ახლა!“, „ჯანმრთელობის უფლება ყველას!“ „მხარდაჭერა ონკოპაციენტებს! ევროპული სტანდარტის ჯანდაცვა! არა რუსულ კანონს! ონკოპაციენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელის, გვანცა აფხაიძის თქმით, მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი […]
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ივნისში დასაწყებად ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს

გერმანიის მთავრობის შეფასებით, უკრაინამ ყველა ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, – ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ანა ლიურმანმა განაცხადა. „გერმანიის მთავრობის თვალსაზრისით, უკრაინა აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ივნისში დასაწყებად, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, სწრაფად შეთანხმდნენ მოლაპარაკებების ჩარჩოზე“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. შეგახსენებთ, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში […]
ნისტელროი პრემიერლიგას ამჟამად მწვრთნელის რანგში უბრუნდება – შეთანხმება ძალიან ახლოსაა

ცნობილი ნიდერლანდელი თავდამსხმელი და ახლა უკვე მწვრთნელი რუდ ვან ნისტელროი შესაძლოა, პრემიერლიგას მენეჯერის როლში დაუბრუნდეს. ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, პსვ-ის ყოფილი თავკაცი “ლესტერის” ჩაბარების მთავარი კანდიდატია. “მელიების” რიგები ენცო მარესკამ დატოვა, რომელიც უახლოეს დღეებში “ჩელსის” ჩაიბარებს და ამ გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური დარჩა. ნისტელროიმ კარიერის საუკეთესო წლები პრემიერლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში გაატარა. მისი დამოუკიდებელი […]
კვარაცხელიასა და პსჟ-ს შორის შეთანხმება შედგა – რას გადაწყვეტს საბოლოოდ კონტესა და დე ლაურენტისის დუეტი?

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს შორის პირადი შეთანხმება შედგა. წყაროს ცნობით, ფრანგული გუნდი 100 მილიონ ევროს იხდის და ახლა ჯერი აურელიო დე ლაურენტისზეა. “რას უპასუხებს “ნაპოლი” ამ მაცდურ წინადადებას? – თანაც, ქართველმა პარიზელებთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა. “პარტენოპეის” ახალ დამრიგებელ ანტონიო კონტეს ხვიჩას შენარჩუნება სურს, მაგრამ თუ ნასერ ელ-ხელაიფი (პსჟ-ის პრეზიდენტი) მორიგ […]