„ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება“ – მიხეილ სარჯველაძე

„ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება,რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში,სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, […]

„ბოლო კვირებში ჩრდილოეთში გამოგიჩნდნენ ქომაგები. რასაც დასთესთ, იმას მოიმკით“ – ნიკოლოზ შურღაია პრემიერს მიმართავს

„ასე ჩანს, ბევრს აღარ მოუნდება თქვენთან ერთად სიარული. ნუ გაიკვირვებთ, ნუ განაწყენდებით“, – ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი ბანკირი და მენეჯერი ნიკოლოზ შურღაია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს მას შემდეგ რაც პრემიერმა განაცხადა, რომ „გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს“. „ბატონო ირაკლი, მხოლოდ გერმანიის ელჩმა არ თქვა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველომ ევროპული კურსიდან გადაუხვია. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა […]

თბილისში, მტკვარზე, “თბილისი მოლთან” ახალი ჰესი და კაშხალი შენდება

თბილისში, მდინარე მტკვარზე ახალი ჰიდროელექტროსადგური შენდება. პროექტის სახელწოდებაა “დიღომი ჰესი” და ის თბილისი მოლის მიმდებარედ, დიღმის ჭალებში მდებარეობს. პროექტს ახორციელებს კომპანია “დიღომი ჰესი” და მისი საინვესტიციო მოცულობა 23 მილიონი დოლარია. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 11.26 მეგავატ საათი იქნება და ის თავისი ტიპით საკმაოდ ახლოს იქნება თბილისში მდებარე ორთაჭალჰესთან, რომელიც ასევე დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული კალაპოტურ კაშხლური ჰესია. […]

ძალიან ბევრი ბიზნესმენისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოში ინვესტირებას აღარ განიხილავენ – ზურაბ ლალაზაშვილი

BDO-ს მმართველი პარტნიორის, ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, რუსული კანონის მიღებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო საერთაშორისო ინვესტორები ქვეყანაში ინვესტირებისგან თავს იკავებენ – ამის შესახებ ლალაზაშვილმა BMGTV-ის “საქმიანი დილას” ეთერში, რუბრიკის “საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე” ფარგლებში ისაუბრა. “გასულ კვირას ესტონეთში ვიყავით, ძალიან დიდ ღონისძიებაზე, რომელიც სტარტაპ ეკოსისტემას ეხებოდა და უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. ძალიან ბევრი საინტერესო თემაც […]

დიპლომატების თქმით, შესაძლოა, საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები მალე გააგზავნოს

ზოგიერთი მოკავშირისა და რუსეთის კრიტიკის მიუხედავად, შესაძლოა, საფრანგეთმა სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში მალე გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ დიპლომატები ავრცელებენ და ამბობენ, რომ ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტი მაკრონი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთში ვიზიტის დროს გაავრცელებს. დიპლომატების თქმით, ოფიციალურ პარიზს იმედი აქვს, რომ უკრაინისთვის მსგავსი ტიპის სამხედრო დახმარების კამპანიას გაუძღვება, რომელშიც სხვა ევროპული ქვეყნებიც იქნებიან […]

მიხეილ სარჯველაძე – საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული

საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული, -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ტუბერკულოზის დამარცხების მიმართულებითაც ქვეყანაში სერიოზული წინსვლა „2015 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 82 000 ადამიანი არის ამ დროისთვის უკვე განკურნებული და ამ დროისთვის პრაქტიკულად დავიწყეთ საბოლოო ელიმინაციის ფაზაზე მუშაობა. აღარაფერს ვიტყვი თითოეული ასეთი ადამიანისთვის მოტანილ ეფექტზე, […]

ჯანდაცვის მინისტრი – მაქვს მონდომება, რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას პრობლემები – სამინისტროს კარი არავის დაუხურავს ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენთვის რაიმეს თქმა უნდა

ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით ითხოვენ პრობლემების გადაჭრას – მათი უფლებაა გამოხატოს ეს ამ ფორმით – აქცია გამართოს, მაგრამ რეალურად, ჩვენი სამინისტროს კარი არავის დაუხურავს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რაიმეს თქმა უნდა ჩვენი სამინისტროსთვის , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მინისტრის თქმით, სამინისტროს არასდროს შეუწყვეტია მუშაობა თითოეული […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, „რუსთავის აზოტს“ ეწვივნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტები, ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოს – „რუსთავი აზოტი ინდორამას“ ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები კომპანიის ხელმძღვანელ […]

ფოთმა დებატების რეგიონულ ტურნირს უმასპინძლა

წელს პირველად, ფოთმა დებატების ტურნირს უმასპინძლა. ტურნირი, 29 მაისს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს სკოლებში არსებული დებატკლუბების 100-მდე მოსწავლემ მიიღო. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა „ეიპიემ ტერმინალს ფოთისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩართულები იყვნენ პროექტის „დებატები […]

მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალია – მომიწევს იმის აღნიშვნაც, რომ ყველა ექიმის მიმართ თანაბარი პატივისცემით ვერ ვიქნებით განმსჭვალული

საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობების თვალსაზრისით არსებული სირთულეებისა, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია. „ქართველი ექიმები არიან ის ხალხი, რომელიც საკუთარი კვალიფიკაციით ტოლს არ დაუდებენ არც ერთი ქვეყნის კოლეგებს. საქართველო მართლაც გამორჩეული […]