(ვიდეო) – “დოლიძეზე ბიჭები შიშველი ხელებით თხრიან სანიაღვრეებს” – რა ხდება თბილისში

ამას სეტყვა აღარ ქვია, ჯოჯოხეთი ტრიალებდა საბურთალოზე, ძლივს მოვაღწიე სახლამდე დოლიძეზე კიდე ბიჭები შიშველი ხელებით თხრიან სანიაღვრეებს, დაიტბორა ყველაფერი

გასულ წელს გეოლოგიურად საფრთხის შემცველი ყველაზე მეტი უბანი აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შეფასდა – რა შედეგები გამოვლინდა?

2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურებამ დასავლეთ საქართველოში ფონურ მდგომარეობას გადააჭარბა. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემულ „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ბიულეტენშია აღნიშნული. დოკუმენტში ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში , ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა […]

შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასთან – ეუთო/ოდირი “აგენტების კანონზე”

ეუთოს “დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ოფისი” (ODIHIR) საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. აგენტების კანონის შესახებ იურიდიულ ანალიზსს აქვეყნებს და წერს, რომ იგი შეუთავსებელია, როგორც დემოკრატიულ სტანდარტებთან ისე ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასთან. ოდირის დასკვნაში წერია, რომ საქართველოში ახლადდამტკიცებული კანონი “გამჭვირვალობის შესახებ” სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და და ქვეყნის […]

სტოლტენბერგი: დადგა დრო გადაისინჯოს იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები

უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს რუსეთის ძალების უკუგდებისთვის წარმოებულ ბრძოლაში, მისი მოკავშირეებისგან “მძლავრი მხარდაჭერის” მიღებით – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრაღაში, სამხედრო ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ნატოს შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ესწრება, განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტს, რომელიც ივლისში, ვაშინგტონში დანიშნულ ნატოს სამიტს უნდა წარედგინოს. 30 მაისს, შეხვედრის დაწყებამდე სტოლტენბერგმა […]

შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და უნდა გაუქმდეს – ეუთო/ოდირის დასკვნა რუსულ კანონზე

ეუთო/ოდირმა რუსულ კანონზე გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს. დასკვნის თანახმად, კანონი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან კერძოდ, დასკვნაშია აღნიშნულია, რომ გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება არის ძლიერი, პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატიის ქვაკუთხედი და საფუძვლად უდევს ადამიანის სხვა უფლებების ფართო სპექტრით სარგებლობას. ამასთან ხაზგასმულია, რომ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, მათ […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ ინფორმაციას, სახელწოდებით „ე.წ. ოდეერები სკოლებში“ განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა მნიშვნელოვნად აძლიერებს ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს და აღნიშნული თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ ინფორმაციას, სახელწოდებით „ე.წ. ოდეერები […]

ავარია ბელიაშვილზე – არიან დაშავებულები

ფოტო – მთავარი არხი თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სავარაუდოდ 2 ავტომანქანა შეეჯახა. მათგან ერთი ტაქსია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაზიანებული მანქანებიდან ადამიანების გადმოსაყვანად სამაშველო დახმარება გახდა საჭირო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

“კანონი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს… ის უნდა გაუქმდეს” – ეუთო/ოდირი რუსულ კანონზე

ეუთო/ოდირის განცხადება: “საქართველოში ახლადდამტკიცებული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს… კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებებსა და მედიასაშუალებებს მოიხსენიებს როგორც “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად” მხოლოდ იმის გამო, რომ საზღვარგარეთიდან დაფინანსებას იღებენ, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში […]