ფეხბურთის ლეგენდა წალენჯიხაში – იუვენტუსის აკადემიის ბავშვები დღეს თავად დევიდ ტრეზეგემ ავარჯიშა

ფეხბურთის ლეგენდა წალენჯიხაში – ამ დღეს პატარა ფეხბურთელები სამუდამოდ დაიმახსოვრებენ. იუვენტუსის აკადემიის ბავშვები დღეს თავად დევიდ ტრეზეგემ ავარჯიშა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი მოზარდებს საკუთარ გამოცდილებას და ვარჯიშების ტექნიკას რამდენიმე დღის განმავლობაში გაუზიარებს. აკადემია დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ფეხბურთის ლეგენდები წალენჯიხაში კიდევ ჩავლენ და მომავალ ვარსკვლავებს უკვე ადგილზე შეარჩევენ. წყარი – ტვ პირველი
არჩილ თალაკვაძე – დღეს, საქართველოს ჯანდაცვა ნამდვილად იმის მაგალითი და დასტურია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანი და მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა

დღეს, საქართველოს ჯანდაცვა ნამდვილად იმის მაგალითი და დასტურია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანი და მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა. ამას ადასტურებს ის, რომ დღეის მდგომარეობით, 10 მილიონ სამედიცინო შემთხვევაზე მეტი აქვს დაფინანსებული სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის” ფორმატში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის […]
პაპუაშვილმა დეკანოიძეს აქციაზე დაკავებულის საპატიმროში მონახულების უფლება არ მისცა

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილის მონახულების უფლება არ მისცა. “შალვა პაპუაშვილმა უარი მითხრა დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში საპატიმრო დაწესებულებაში მომენახულებინა პროტესტის დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი, რომელსაც ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა და ციხეშიც ცუდ პირობებში იყო”, – წერს დეკანოიძე Facebook-ის პირად გვერდზე. ომარ ოკრიბელაშვილი პარლამენტთან, რუსული […]
ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაციამ სებ-ის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილებაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა

ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაციამ (ANNA) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართულებით განხორციელებული მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილების თაობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. ასოციაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებისა და ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ (სეკიურიტიზაცია) კანონების საფუძველზე სებ-ის მიერ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში შემუშავებულ მარეგულირებელ ჩარჩოზე. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დამტკიცებული რეგულაციები შესაბამის სფეროში […]
ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში – გარემოს ეროვნული სააგენტო

უწყების ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს.
,,ვგმობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს”-

,,ვგმობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს”- სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან , – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის […]
“ჩელსის სჯობს, კისლოვოდსკში გადახვიდეთ” – ლონდონი, საქართველოს საელჩოს შენობა

ლონდონში საქართველოს საელჩოს შენობაზე, ქართველმა ემიგრანტებმა იმ პირების ფოტოები გამოაკრეს, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე საპოლიციო ძალების მხრიდან, ძალადობის მსხვერპლი გახდნენ: “არცერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს. ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატები ლონდონში საელჩოს წინ. თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ […]
“გამოგაჭენებთ სამაგალითოდ!” – ვის ფოტოს აქვეყნებს ელისო ბოლქვაძე

დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე, ავრცელებს თამარ ჯინჭარაძის, რომელმაც მას დღეს ჰკითხა პარიზის აეროპორტში, რა უნდა პარიზში, რას აკეთებს “აგენტების” ქვეყანაში, ფოტოს და წერს: ამ ქალს არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის! დღეს ჩემს დანახვაზე პარიზის აეროპორტში კივილი და შეძახილები ატეხა! კიდე იყვნენ მასთან ერთად სხვებიც და მალე გავარკვევთ მათ ვინაობასც! გეტყვით რომ: უსახურები და საცოდავები ხართ […]
„წამლის რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლო ფასის დადგენამ, უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე“ – მიხეილ სარჯველაძე

„ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა გასულ წელს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. დაწესდა ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა და ამოქმედდა შესაბამისი ინსტრუმენტები. წამლის რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლო ფასის დადგენამ, უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასის ზედა ზღვარი, 7 100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, […]
„ამ ეტაპზე პურის გაძვირების საფრთხე არ არსებობს“ – ლევან სილაგავა

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ფასი ტონა ხორბალზე 40 ლარით გაიზარდა, თუმცა ეს პურზე ფასის ზრდის საფუძველს არ ქმნის. წელს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მოსავლის გაუარესებულ რაოდენობას ელოდებიან. ბოლო ინფორმაციით, 7 მლნ ტონით ნაკლებ მოსავალს მიიღებს რუსეთიც, რამაც ფასის ზრდის მოლოდინები გააჩინა. „იმ რვა ქვეყანაში, რომელიც […]