მერია: უხვი ნალექის, სეტყვისა და გრიგალის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წაიქცა ხეები

თბილისის მერია 30 მაისს თბილისში მოსულ უხვ ნალექთან და მის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ წვიმამ, რომელსაც თან ერთოდა სეტყვა და გრიგალი, დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა და ქუჩები დაიტბორა. “უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში. რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე. გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები. აღდგენითი […]
ვახტანგ ძაბირაძე – 2 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს: რუსეთი და საქართველო, რით განსხვავდებიან რუსული ხელისუფლებისგან, კიევს რომ არ ვბობავთ? – კარგი იქნება „ოცნებამ“ გაარჩიოს სუვერენიტეტი იზოლაციისაგან, იზოლაციაში ვართ

„ქართულმა ოცნებამ“ , რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, კარგი იქნება თუკი „ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს და იზოლაციას ერთმანეთისგან გაარჩევს. “კურსი […]
თბილისის მერია – უხვმა ნალექმა, რასაც ერთოდა სეტყვა და გრიგალი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს, დაიტბორა ქუჩები, წაიქცა ხეები – მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და მონიტორინგი

თბილისის მერია უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხეები. განცხადების თანახმად, სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში გავრცელდა დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველი ვიდეომასალა, კონტექსტით, თითქოს სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს, რაზეც მერია განმარტავს, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს. […]
ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჯონ დიპიროს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრეს, რაც არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ხორციელდება. გიორგი კალანდარიშვილმა IRI-ის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია […]
საქართველოს საელჩოს შენობაზე ლონდონში ანტირუსული პლაკატები გააკრეს

ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ანტირუსული შინაარსის პლაკატები გამოაკრეს. მათ შორის, ფოტოები იმ ადამიანებისა, ვინც თითქმის ორი თვის მანძილზე უწყვეტი პროტესტის დროს სცემეს სპეცრაზმელებმა. ლონდონში მცხოვრები დავით ჯინჭარაძე პლაკატების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოს სოციალური ქსელით ავრცელებს. ჯინჭარაძე ამბობს, რომ საელჩოებს არ ჰქონდეთ ილუზია, თითქოს საქართველოს ემსახურებიან. “არცერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და […]
აი ეს არის ამ ფლიდების რეალური სახე – ედიშერ გვენეტაძე სარკოზის განცხადებაზე

აი ეს არის ამ ფლიდების რეალური სახე – ედიშერ გვენეტაძე სარკოზის განცხადებაზე ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ნიკოლა სარკოზის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ „ნუ გავიმეორებთ უკრაინასთან იმ შეცდომას, რომელიც თურქეთთან დავუშვით, ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებით, რისიც არავის არასდროს სჯეროდა“. ექსპერტის თქმით, ესენი თესენ სხვადასხვა ქვეყნებში გაუტანლობას, მტრობას, შურს, სიძულვილს, რათა ამ ქვეყნების ნგრევისა და სისხლის ფასად მილიარდები […]
“თან გაჰყე და ესენიც გაიყოლე ჩაძირულ ვენეციამდე” – სარიშვილი კალაძეს

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი: 10 წუთიანი წვიმის შემდეგ წყალს მიაქვს რეაბილიტირებული წერეთლის გამზირი კახ თან გაჰყე და ესენიც გაიყოლე ჩაძირულ ვენეციამდე
დანია უკრაინას უფლებას მისცემს F-16-ები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

დანია უკრაინას უფლებას მისცემს დანიის მიერ გადაცემული F-16-ები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ისაუბრა. ეს ახალი პოზიცია არ არის, არამედ გადაცემის ნაწილია. თავიდანვე გარკვევით ვთქვით, როდესაც დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტთან განვიხილეთ, რომ ეს თავდაცვის ნაწილია და ამიტომ, შესაძლებელი იქნებოდა აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე იერიშის […]
თეონა აქუბარდია – ეუთო/ოდირის დასკვნა არის კიდევ ერთი პასუხი „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მისამართით, რომლებიც ვენეციის კომისიას ექსპერტიზას უწუნებდნენ და „გლობალური ომის პარტიის“ რიგებში წერდნენ

ეუთო/ოდირის დასკვნა არის კიდევ ერთი პასუხი „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მისამართით, რომლებიც ვენეციის კომისიას უწუნებდნენ ექსპერტიზას და „გლობალური ომის პარტიის“ რიგებში წერდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ „უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ეოთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა. თეონა აქუბარდიას განმარტებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში მეორდება ის სამართლებრივი შეფასებები, რაც არა მხოლოდ […]
უკრაინის მოქალაქის სკანდალური ინტერვიუ – ვინ ატარებს გამოკითხვებს საქართველოს აეროპორტებში?

“მთავარ არხთან” უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დღეს, 30 მაისს ჩამოფრინდა და რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ვინაობის გამხელა არ ისურვა, აეროპორტში ნანახს ყვება. მისი თქმით, ყველა, ვისაც უკრაინული პასპორტი ჰქონდა, გამოსაკითხად გაჰყავდათ და რუსეთის შესახებ კითხვებს უსვამდნენ. “გაგვიყვანეს ოთახში, სადაც ქალი და კაცი ისხდნენ, გამოგვართვეს პასპორტები და გვითხრეს დაიცადეთო, შემდეგ სათითაოდ გვიძახებდნენ. ის კაცი, რომელიც იქ იჯდა, […]