თსსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა, ოთარ ვადაჭკორიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საჯარო ლექციები გამართა

2024 წლის 30 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორი, მიუნჰენის (გერმანია) ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი, მიუნჰენის სტომატოლოგიური კლინიკის – ZiP-Zahnarzt in Pasing-ის ხელმძღვანელი ოთარ ვადაჭკორია. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტების, ექიმებისა და აკადემიური პერსონალისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩაატარა ლექციები თემებზე: ციფრული ტექნოლოგიების […]

ვასო ურუშაძე – მნიშვნელოვანია, ქვეყნის არაფორმალურ მმართველებთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად, საერთაშორისო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებში მოხვდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც ღიად მხარს უჭერდნენ რუსულ კანონს

მნიშვნელოვანია, ქვეყნის არაფორმალურ მმართველებთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად, საერთაშორისო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებში მოხვდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც ღიად მხარს უჭერდნენ რუსულ კანონს და არ შეცვალეს საკუთარი პოზიცია მის საბოლოო დამტკიცებამდე.“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს. „ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერდნენ „რუსულ კანონს” და არიან თანამონაწილეები საქართველოსთვის ძირგამომთხრელი პოლიტიკის გატარებაში. რუსული […]

2 ივნისს TBILISI NEWCOMERS 2024-ის ფინალური კონცერტი გაიმართება

2 ივნისს, 16:00 საათზე, TBILISI NEWCOMERS 2024-ის ფინალური კონცერტი გაიმართება, კლუბში KHIDI. დასწრება თავისუფალია. TBILISI OPEN AIR-ის ორგანიზატორების ცნობით, 2024 წლის კონკურსში, მონაწილეობის სურვილი ასამდე მუსიკოსმა გამოხატა. მეორე ეტაპზე, „ლენო რექორდსში“ ცოცხალი შესრულებით პროდიუსერების წინაშე 20 მუსიკალური პროექტი წარსდგა, საიდანაც ფინალური კონცერტისთვის შეირჩა 11 არტისტი. ფინალურ კონცერტზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული მუსიკალური პროექტი, რომლებიც TBILISI OPEN […]

“არსენალი” “ლაიფციგის” ფორვარდის დამატებასთან ახლოსაა

“ლაიფციგის” ფორვარდი ბენჟამინ შეშკო, დიდი ალბათობით, კარიერას “არსენალში” გააგრძელებს. The Mirror-ის ინფორმაციით, სლოვენიელმა ფორვარდმა “მეთოფეებში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. 20 წლის თავდამსხმელის შეძენით “მილანი” და “ჩელსიც” ინტერესდებიან. შეშკომ მიმდინარე სეზონში “ლაიფციგის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 42 მატჩი გამართა, თავი კი 18 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში საბრძოლო ოპერაციები დასრულდა

ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დაასრულეს საბრძოლო ოპერაციები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. საუბარია ჯაბალიას რეგიონზე, სადაც ისრაელელმა სამხედროებმა სრულად გაანადგურეს „ჰამასის“ 10 კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბი. გვირაბისთვის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, სადაც ისრაელის სახმელეთო შენაერთებთან ერთად ჩართული იყო ავიაციაც. გვირაბი ისრაელის საჰარო ძალებმა 200-ჯერ მეტჯერ დაბომბეს. ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში კი კვლავ გრძელდება. […]

საქართველო-ნატოს ურთიერთობების გადახედვა მთელი ალიანსის გადასაწყვეტია – ბაიბა ბრაჟე

„მე უკვე აღარ ვარ ნატოს ოფიციალური პირი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს კოლექტიური გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, 2020-2023 წლებში, იგი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იყო საჯარო პოლიტიკის დარგში. პრაღაში მიმდინარე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დროს, ბაიბა ბრაჟემ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა “რადიო თავისუფლების” […]

ბერლინმა კიევს ნება დართო, გერმანული იარაღი გამოიყენოს რუსეთში სამიზნეებზე

უკრაინას გერმანიამაც მისცა ნებართვა, მისგან მიღებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. “დოიჩე ველეს” ცნობით, ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა და გადაწყვეტილება ახსნა ხარკოვის ოლქზე ბოლო დროს რუსეთის საზღვრიდან განხორციელებული თავდასხმებით. ამ ვითარებაში გერმანიის პოზიციაა, რომ უკრაინას უფლება აქვს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად თავი დაიცვას მსგავსი თავდასხმებისგან. “ჩვენს უახლოეს […]

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს პოლიციის დღე მიულოცა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს პოლიციის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მერმა პოლიციის თანამშრომლებს სამშობლოს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სტოლტენბერგი პუტინის განცხადებაზე- ახალი არაფერია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინისთვის დასავლური იარაღის რუსეთზე თავდასასხმელად გამოყენება გლობალურ ესკალაციას გამოიწვევს. 31 მაისს, პრაღაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულუარებში საუბრისას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს მსგავსი გაფრთხილებები ადრეც არაერთხელ გაუგია. “ახალი არაფერია [პუტინის განცხადებაში]. დიდი ხანია, რაც ნატოს მოკავშირეები უკრაინას უჭერენ მხარს, პრეზიდენტი […]

მაკფოლი: ჩინეთი ავტოკრატიული ბლოკის ლიდერია, ქართველმა ხალხმა კი უნდა გადაწყვიტოს, დემოკრატიული სამყაროს ნაწილად სურს ყოფნა თუ ავტოკრატიულის

ჩინურმა ინვესტიციებმა, „სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა შეიძლება გამოიწვიოს“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ საუბრისას, მაიკლ მაკფოლი. რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ჩინეთი მთელს მსოფლიოში ექსპანსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს და გრძელვადიან პერსპექტივაში, „სამიზნე ქვეყნებისთვის“, პეკინთან თანამშროლობა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. „ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მთელ […]