ირაკლი კობახიძე – პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას

პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღე მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს ყველა თანამშრომელს. „მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ თანამშრომელს. პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და რა თქმა უნდა, ჩვენი […]
პრემიერი გურამ მაჭარაშვილის განცხადებაზე – საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს

თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას შეეხებოდა. პრემიერის თქმით, საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით. „საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუ […]
კახა კალაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

თბილისის მერმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა. კახა კალაძის თქმით, დღეს საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლოა. „მაქვს პატივი, პროფესიული დღე მივულოცო ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ წესრიგს, ებრძვიან დანაშაულს, […]
მტკიცებულებაა, რომ ამ ქმედებების უკან დიმიტრი სამხარაძე დგას – საიას თავმჯდომარე

მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე 31 მაისს გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ახლავს ვიდეო. კადრები ასახავს როგორ ტოვებენ შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების ოფისებთან თუ საცხოვრებელ სახლებთან ადამიანები, რომელთა სახე დაფარულია. ღამის საათებში გადაღებულ ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს შენობებს, ისმის […]
საფრანგეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ჩეჩნეთის მკვიდრი დააკავეს

საფრანგეთში, შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ჩეჩნეთის 18 წლის მკვიდრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიადაზე დროს ტერაქტის მომზადებაში. ეჭვმიტანილის დაკავება 22 მაისს მოხდა, პოლიციის ინფორმაციით ტერაქტი მას სენ-ეტიენში, ფეხბურთის მატჩების დროს უნდა მოეწყო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მომავალი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში ჩატარებული მატჩების დროს თავდასხმას “ჟოფრა-გიშარდის” სტადიონზე ამზადებდა. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი “აქტიურად […]
კობახიძე: ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გადახედვა ნამდვილად სჭირდება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს “ნამდვილად სჭირდება გადახედვა”. ის საუბრობს “რევოლუციის მცდელობებზე” და ამბობს, რომ სწორედ ეს მიანიშნებს ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე. ის მორიგ ჯერზე აკრიტიკებს საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს კელი დეგნანს და ამბობს, რომ “წინა ელჩმა ბევრი რამ გააფუჭა, რასაც გამოსწორება სჭირდება”. “გადახედვა ნამდვილად სჭირდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. მე ამაზე მქონდა გულწრფელი საუბარი ქალბატონ […]
ყველა ელჩი იყო მოწვეული, დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა

ყველა ელჩი იყო მოწვეული, დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი და ელჩები. „ამ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა მან ვერ მოახერხა დასწრება. […]
პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როცა მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა

პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როცა მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ […]
ინტერვიუზე მისულ ნათია ბერიძეს და ოპერატორს თავს დაესხა ვითომ ფორთოხლების გამყიდველი
ინტერვიუზე მისულ ნათია ბერიძეს და ოპერატორს თავს დაესხა ვითომ ფორთოხლების გამყიდველი ექსტრემიზმს უნდა გაეცეს ხისტი, კანონიერი პასუხი! ინტერვიუზე მისულ ჩემს კოლეგას, ნათია ბერიძეს და ოპერატორს თავს დაესხნენ ვითომ ფორთოხლების გამყიდველი, მეგის ქარდავას ერთ-ერთი ჯალათი, ჯოტო (ვიტალი) გუგუჩია და მისი საახლობლო-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსის თქმით, აშკარაა ჟურნალისტების საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლა, ფიზიკური დაზიანების […]
შალვა პაპუაშვილი – ქართულ პოლიციაზე თავდასხმა, ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაა – მის ინსტიტუტებზე თავდასხმა კი ვერ მიაღწევს შედეგს, რადგან ისინი დღეს, მტკიცე და ურყევია

ყველას გილოცავთ საქართველოს პოლიციის პროფესიულ დღეს! სიმბოლურია, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სიმბოლურია, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობასა და პროფესიონალიზმზე გადის, ამ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს პოლიცია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, […]