უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი პოლიციის დღეზე არ დაგვეპატიჟებინა – ვახტანგ გომელაური

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი პოლიციის დღეზე არ დაგვეპატიჟებინა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. გომელაურს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რატომ არ იყო მიწვეული პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი. „იცით ჩვენი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ პრეზიდენტს გავუფრთხილდით. […]
ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ მომდევნო ბინძური ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე

ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია ჩემს უკანონო შემოსავლებს ეძებენ და გარანტირებულად ვერასდროს იპოვნიან რაც ბუნებაში არ არსებობს, მომდევნო ბინძური ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ.”- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსს. “რა დონეზე დაეცნენ ეს ერთი, მეორე – […]
ზურიკო დავითაშვილი: მშვიდად ვართ, ნერვიულობა ნაკლებია – ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით [VIDEO]

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. 31 მაისს, ვილი სანიოლის გუნდმა ავსტრიულ შეკრებაზე მესამე ვარჯიში გამართა: საწვრთნელ პროცესში კვლავ 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე. მოსამზადებელი ეტაპის მიმდინარეობის […]
ზურიკო დავითაშვილი: მშვიდად ვართ, ნერვიულობა ნაკლებია – ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. 31 მაისს, ვილი სანიოლის გუნდმა ავსტრიულ შეკრებაზე მესამე ვარჯიში გამართა: საწვრთნელ პროცესში კვლავ 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე. მოსამზადებელი ეტაპის მიმდინარეობის […]
“გუნდი, რომელიც გულით თამაშობს და აქვს ხასიათი” – რა ითქვა კვიპროსის დამარცხების შემდეგ

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მესამე ტურში, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსს 2:0 სძლია. ნამატჩევს nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და მეკარემ, თათია გაბუნიამ გააკეთეს. ირის ანტმანი: “საოცარი თამაში იყო. კარგად ვერ დავიწყეთ, ჩვენს გეგმას ვერ მივყვებოდით. მოგვიანებით, 10 ფეხბურთელით დავრჩით, მაგრამ ამ გუნდმა გამოავლინა ის, რაზეც ამდენი ხანია […]
ასე დაიწყო დაპირისპირება POSTV-ის გადამღებ ჯგუფსა და ვიტალი გუგუჩიას შორის (ვიდეო)

ასე დაიწყო დაპირისპირება POSTV-ის გადამღებ ჯგუფსა და ვიტალი გუგუჩიას შორის (ვიდეო) ინციდენტი სამეგრელოში, 31 მაისს მოხდა. “გირჩი – მეტი” თავისუფლების წევრ ვიტალი გუგუჩიას ოჯახში იმყოფებოდა ტელეკომპანია ‘POSTV”-ის გადამღები ჯგუფი, რა დროსაც მათ შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვიტალი გუგუჩია თბილისში მდებარე მარკეტის მფლობელია, სადაც რამდენიმე დღის წინ, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ […]
მაკფოლი: ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ – იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი ამერიკის ხმასთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩინეთი “ავტოკრატიული ბლოკის აშკარა ლიდერია.” აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილება მიიღოს დემოკრატიულ და ავტოკრატიულ სამყაროებს შორის. მაკფოლი ამბობს, რომ ჩინეთი მსოფლიოში ექსპანსიონისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას ეწევა, შესაბამისად, პეკინის ინვესტიციებმა, შესაძლოა, “სამიზნე ქვეყნების”, მათ შორის საქართველოს ავტოკრატიულ ორბიტაზე გადასვლა გამოიწვიოს. “ჩინეთს აქვს ძალიან […]
„რუსეთის მიერ სტარტაპებში განხორციელებული ინვესტიციები ჯერ არ გამიგია“ – ქეთევან ებანოიძე

„რუსეთის მიერ სტარტაპებში განხორციელებული ინვესტიციები ჯერ არ გამიგია“ – ამის შესახებ კომპანია Impact HUB Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, „რუსული კანონის“ მიღების და შედეგად არსებული ვითარების ფონზე, სტარტაპების უმრავლესობა შეშფოთებულია მთავრობის გადაწყვეტილებით და ამასთან შეგუებას არ აპირებენ.
რამდენიმე ადამიანი დააკავეს სომხეთის ოპოზიციის მიერ ერევანში გამართული აქციის დროს

ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ 31 მაისს საპროტესტო აქცია წამოიწყეს ოპოზიციური მოძრაობა „ტავუში სამშობლოსათვის“ აქტივისტებმა. ამ მოძრაობას სომეხი სასულიერო პირი, ბაგრატ გალსტანიანი უდგას სათავეში. აქციის დროს რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. გალსტანიანმა ადრე მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, გამოსულიყვნენ აქციის მონაწილეებთან და პასუხი გაეცათ “ყველა დამცირებისთვის”, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ისინი […]
რომელ სექტორებს აფინანსებენ კომერციული ბანკები

საქართველოში მოქმედმა 17-მა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2024 წლის პირველი 4 თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინა. დოკუმენტაციის თანახმად, საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 55.5 მილიარდ ლარს აღწევს, საიდანაც 18.7 მილიარდი ლარი კორპორაციული სესხებია, 9.1 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული კრედიტებია, 7.5 მილიარდი ლარი მიკრობიზნეს სესხებია, ხოლო 20.2 მილიარდი ლარი კი ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტებია. […]