ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო რაუნდი დაიწყო – საბოლოო შედეგები 4 ივნისს გამოქვეყნდება

ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო რაუნდი დაიწყო. ინდოეთში არჩევნები ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდება და სულ ხმის მიცემის 7 რაუნდი იმართება. ბოლო რაუნდის ფარგლებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საკუთარ არჩევანს ინდოეთის 7 შტატში მცხოვრები 100 მილიონზე მეტი ადამიანი დააფიქსირებს. ქვეყანაში ახალი მოწვევის პარლამენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ […]

ზაფხულში საქართველოსა და რუსეთს შორის 1 800-მდე ავიარეისი შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2500-მდე ავიარეისი შესრულდება. აღნიშნულის შესახებ GCAA სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარდგენილ განცხადებებსა და დამტკიცებულ განრიგებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე მთლიანობაში 13 600 ავიარეისის შესრულება იგეგმება. „აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი – 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის ცის სრული დაცვა ნორმად უნდა იქცეს, რათა კრემლში შეშლილებმა გაიგონ, რომ მათი ტერორიზმი მიზანს ვერ აღწევს – პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა არის ამისთვის საჭირო

პარტნიორებმა ზუსტად იციან, თუ რა არის საჭირო უკრაინის ცის სრული დაცვისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ განაცხადა. „ამ ღამით, უკრაინის ცენტრში, სამხრეთით და დასავლეთით, სხვადასხვა ტიპის 50-ზე მეტი რაკეტით და 50-მდე დრონით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, რომ მათი უმრავლესობა განადგურდა, მაგრამ დარტყმებიც იყო“, […]

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე დაკავებული არავინაა. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს წუხელ, 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე ნიღბიანი […]

ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაზე – რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!

რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა? – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაბეიშვილი წერს, გამოძიება ორგანიზებული თავდასხმის მუხლით უნდა დაწყებულიყო. „მუხლი 224. ბანდიტიზმი – მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის […]

“ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს” – ნატოს გენერალური მდივანი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და საქართველოში მიმდინარე ამბების შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავისი აზრი დააფიქსირა: „საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“ საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და, შესაბამისად, ნატოს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. […]

კანონზე დასკვნა ჯერემი მაკბრაიდს არ დაუწერია – ODIHR-ის პასუხი “ოცნებას”

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) უარყოფს “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” დასკვნის ავტორი [ზოგი განცხადებით მთავარი ავტორიც. ნეტ] სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია. როგორც ODIHR-ის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში ვკითხულობთ, სამართლებრივი დასკვნა კანონის შესახებ მათი შიდა ექსპერტების მიერაა მომზადებული. “შეფასება მომზადდა ODIHR-ის შიდა […]

მადრიდის “რეალს” ტეო ერნანდესის დამატება სურს

მადრიდის “რეალს” “მილანის” განაპირა მცველის, ტეო ერნანდესის დამატება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს. წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” ამ პოზიციაზე თავდაპირველად “ბაიერნიდან” ალფონსო დევისის დამატებას გეგმავდა, თუმცა “რეალის” ბოსები ახლა უპირატესობას ტეოს ანიჭებენ. შეგახსენებთ, ერნანდესი მადრიდის “რეალის” ღირსებას 2017/2018 წლებში იცავდა.

“მეცმა” მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი დაასახელა

“მეცმა” მიქაუტაძის მსურველებს სატრანფერო ფასი დაუსახელა. Footmercato-ს ცნობით, ფრანგული კლუბი ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ “მეცმა” მიქაუტაძე “აიაქსიდან” 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. გიორგიმ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 მატჩში 13 გოლის გატანა და 4 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა. შეგახსენებთ, მიქაუტაძის დამატებით ყველაზე აქტიურად “რენი” და “მონაკო” ინტერესდებიან. მაგარ ბიზნეს აკეთებს […]

შსს-მ გამოძიება ჯგუფური თავდასხმის მუხლით უნდა დაიწყოს – ლევან ბეჟაშვილი

ენმ მათ ოფისზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე დაწყებული გამოძიების გადაკვალიფიცირებას ითხოვს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შსს-მ ცინიკურად საქმე სხვისი ქონების დაზიანების მუხლით აღძრა, რეალურად კი, მისივე თქმით, საქმე გვქონდა ჯგუფურ თავდასხმასთან: “შსს-მ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ამაში ცხადად ჩანს, რომ შსს არის რეალური მფარველი ასეთი ბანდიტური ჯგუფებისა, რომლებიც ბოლო ორი თვის […]