“ფროზინონემ” შეიძლება კვერნაძე გამოისყიდოს

სერია B-ში დაქვეითებულ “ფროზინონეში” 21 წლის შემტევის გიორგი კვერნაძის დარჩენის საკითხის შესახებ წერილი tuttofrosinone-მა გამოაქვეყნა. გამოცემა აღნიშნავს, რომ კლუბი სავარაუდოდ აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს, შეიძლება გიორგი კვერნაძის, რომელსაც მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ თავის გამოჩენის შანსი ფაქტიურად არ მისცა (ყველა ტურნირზე 189 წუთი ათამაშა) შენარჩუნება გადაწყვიტოს და ფოთის “კოლხეთისგან” გამოისყიდოს. ეს თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ […]

პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსთა ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსთა ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს დაგმონ ძალადობა და თავდასხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე, პარტიის ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, “გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედითი შემზღუდავი ზომების, მათ შორის ინდივიდუალური სანქციების გატარებას ქვეყანაში რუსეთის რეჟიმის საგანგაშო გავლენის შესაჩერებლად და ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების […]

“ქართული ოცნების” პრესსამსახური- NED-ის, EED-ის და “სოროსის ფონდის” მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ

აშშ-ის დემოკრატიის ფონდის ( NED ), ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის ( EED ) და „სოროსის ფონდის” მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები, სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სატელეფონო ზარები თითქმის ყველა დეპუტატთან განხორციელდა.

Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონს უახლოვდება

10 წლის წინ Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია Apple-ის ღირებულების 2%-ს შეადგენდა. დღეს ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონს უახლოვდება, Apple-თან ჩამორჩენა კი მინიმალურია. მოცემული დროისთვის, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი ლიდერობს, მეორე ადგილს კი სწორედ Apple-ი იკავებს. AI-ზე მსგავსი მოთხოვნის გაგრძელების შემთხვევაში, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციით ორივე კომპანიის გადასწრების პოტენციალი აქვს. 29 მაისს, სავაჭრო […]

თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში – ლევან იზორია მიხაილ როთს

თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში – ლევან იზორია მიხაილ როთს ქართულ ეკლესიაზე მიხაილ როთის თავდასხმას გერმანიაში საქართველოს ელჩი გამოეხმაურა. ლევან იზორია როთს სიტყვების კრიტიკის და უგულებელყოფის ერთმანეთისგან გარჩევას ურჩევს. ელჩი ამბობს, რომ ქართველი ხალხის ტოლერანტობა სამაგალითო მთელს მსოფლიოში. „თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი […]

Brussels Signal: საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება

Brussels Signal: საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება „ფაქტობრივად, კანონი მსგავსია ამერიკის FARA-სი, რომელიც მოქმედებს 1938 წლიდან და გულისხმობს, რომ ამერიკულ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური წყაროებიდან შემოსული ფული უნდა იყოს გამჟღავნებული. დასავლეთში გავრცელებული პრაქტიკაა ისეთი შეზღუდვები აქტივობების საგარეო დაფინანსებაზე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურად ან მიზნად ისახავდეს დებატებზე გავლენის მოხდენას. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ […]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრადიციულად, 1 ივნისს, “ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს” საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო. თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართულ გახსნით ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა – ნიკო თათულაშვილმა, პარლამენტის წევრმა და ბავშვის უფლებათა დაცვის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ – ბაია კვიციანმა, განათლებისა და […]

NED – ის, EED – ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ

აშშ – ის დემოკრატიის ფონდის ( NED ) – ის, ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის ( EED ) – ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია სირცხვილიას წევრები, სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც “ქართული ოცნების” პრეს-სამსახურში აცხადებენ, ნიკოლაიშვილი და ბერძენიშვილი დეპუტატებს მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. სატელეფონო ზარები […]

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრის ბენეფიციარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრა და ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი დაესწრნენ. ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება ქალაქ […]