ირანის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა

ირანის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი, ზოჰრე ელაჰიანი, დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით მედია ავრცელებს. ყოფილმა პარლამენტარმა რეგისტრაციის შემდეგ თავისი საარჩევნო სლოგანი “ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა, ჯანსაღი საზოგადოება,” გააჟღერა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, სულ 17 ადამიანმა გამოთქვა. ელაჰიანი იმ დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის მომხრეა, […]
ლონდონი ოფიციალურად საუკეთესო ქალაქია ევროპაში

Tripadvisor-ის ანალიტიკის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი 2024 წელს ოფიციალურად საუკეთესო ქალაქია ევროპაში. Tripadvisor არის ამერიკული კომპანია, რომელიც მართავს ონლაინ ტურისტულ სააგენტოებს, ადარებს სავაჭრო ვებსაიტებს და მობილური აპლიკაციებს მომხმარებლის მიერ გენერირებულ შინაარსს უკეთებს ანალიზს. 2024 წლის რეიტინგში ლონდონმა აჯობა მრავალწლიან ფავორიტებს, როგორებიცაა რომი და ბარსელონა. ბერლინმა და პარიზმა, შესაბამისად, მესამე და მეორე ადგილები დაიკავეს. საცხოვრებელი […]
საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ
საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ „ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ ინფორმაციის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ NED-ის, EED-ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ. […]
„ამათი გინება კი არა, წყევლა უნდა დავიწყოთ“ – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე საზოგადოებას რჩევას უზიარებს: „სერიოზულად ვფიქრობ, ამათი გინება კი არა, წყევლა უნდა დავიწყოთ მოღალატე უნდა დაიწყევლოს დედა-ბუდიანად. სამართლიანი და სწორი ეგ უფროა და ბევრად უფრო საშიში ამ მოღალატე ვირთხებისთვის. Miranda Jobava-ს კომენტარმა მომცა ისპირაცია. მირანდა, მიყვარხარ“ – წერს კვესიტაძე.
რუსეთის ბელგოროდის ოლქს დრონებით შეუტიეს

რუსეთის ბელგოროდის ოლქში საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებული განგაში გრძელდება. იუწყებიან, რომ კოროჩანსკის რაიონში ჩავარდნილი ჭურვი იმ დროს აფეთქდა, როდესაც მას ადგილობრივი ჩინოვნიკები ათვალიერებდნენ. შემთხვევას ემსხვერპლა რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – იგორ ნეჩიპორენკო. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, ქალაქ შებეკინოზე თავდასხმის შედეგად, საავადმყოფოში მოხვდა ხუთი ადამიანი, რომლებიც ამ დროს ავტობუსით მგზავრობდნენ. დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც […]
“გამჭვირვალობის კანონი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ინტერესებთან” – მაკა ბოჭორიშვილი

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ ისაუბრა და შემდეგი აზრი დააფიქსირა: „თუ კარგად წაიკითხავენ და გაიაზრებენ ამ კანონს და სწორად გაიგებენ, რა არის ამ კანონის ობიექტური საფუძველი, მე ვფიქრობ, ყველა მიხვდება, რომ მას არათუ საწინააღმდეგო აქვს რაიმე ევროპულ ფასეულობებთან და სტანდარტებთან, არამედ პირიქით, ის სრულად შეესაბამება სწორედ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რისთვისაც ის არის […]
პსჟ-ის პრეზიდენტი ახალ ერას აანონსებს, კონტე “ნაპოლიში” უკვე პირველ ტრანსფერს ჩარხავს – გამოსტყუებს ალ-ხელაიფი ლაურენტისს კვარაცხელიას?

“ჩვენთვის ახალი ეპოქა და გამოწვევები დადგა. მადლობელი ვართ ყველა ვარსკვლავის, მბაპეს, მესის, ნეიმარის. დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გააკეთეს. შესანიშნავი სეზონი გვქონდა, ვფიქრობ მოსალოდნელზე უკეთესიც და ხელი მხოლოდ ბოლო ორმა მარცხმა შეგვიშალა. პსჟ ამჟამინდელ შემადგენლობაზეა კონცეტრირებული, რომელსაც სათავეში ბრწყინვალე მენეჯერი ლუის ენრიკე უდგას”, – თქვა ალ-ხალაიფმა. მსოფლიო წამყვანი სპორტული პრესის ინფორმაციით, პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას […]
დღეს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ამასთან 21:00 საათზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის. პარლამენტმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.
თბილისის რომელ უბნებშია ბინები ყველაზე ძვირი და იაფი

Galt&Tagart-ის კვლევის მიხედვით, თბილისში ახალ ბინებზე ფასი აპრილში თვიურად გაიზარდა, ხოლო ძველ ბინებზე შემცირდა. აპრილში დედაქალაქში 247.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 33.2%-იან ზრდას ნიშნავს. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეს, ამ პერიოდში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 965.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 9%-იან ზრდას აჩვენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილში […]
თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართება

2 ივნისს, 20:00 საათზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ამასთან 21:00 საათზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი – „ევროპული მომავლისთვის. შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.