გაერო-ს წარმომადგენელი უკრაინის მშვიდობის სამიტს დაესწრება

გაერო-ს სამდივნომ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა განაცხადა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, ორგანიზაციის რომელი წარმომადგენელი წავა სამიტზე. „ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას სამიტში. როდესაც ღონისძიების თარიღი მოახლოვდება, გაცნობოთ, ვინ იქნება იქ წარმოდგენილი”, – განაცხადა ჰაკმა. შეგახსენებთ, შვეიცარიაში მშვიდობის სამიტი 15-16 ივნისს გაიმართება. უკრაინული მხარის […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთაში გიორგობიანის, აღმაშენებლის, არმაზის ქუჩებზე, ციხედიდის და შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი. 11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გველეთში, დარიალში, ლარსზე. 11:30-დან 18:00 საათამდე […]
ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვიან

ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს, მეხანძრე-მაშველთა 30-ზე მეტი გუნდი ებრძვის. სახანძრო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანების სიცოცხლე, ან საცხოვრებელ სახლებს, ამ დროისთვის, საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ხანძარი 13 საათზე მეტი ხნის წინ გაჩნდა. შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში […]
ისრაელმა დაადასტურა კიდევ 4 მძევლის სიკვდილი

ისრაელის არმიამ ოფიციალურად დაადასტურა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის მძევლობაში მყოფი კიდევ 4 ადამიანის სიკვდილი. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ 3 ივნისს, ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხაიმ პერი, იორამ მეცგერი, ამირამ კუპერი და ნადავ პოპლევერი რამდენიმე თვის წინ მოკლეს და მათი ცხედრები ამ დრომდე ტყვეობაშია. ასაკით ყველაზე უფროსი ხაიმ […]
ოლაფ შოლცი – გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ თვლის, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა უკრაინას, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღით დაარტყას, ესკალაციას გამოიწვევს. ”გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, საუბარია დიდი ქალაქებია, მაგალითად, ხარკოვის დაცვის შესაძლებლობაზე”, – აღნიშნა შოლცმა მედიასთან საუბარში. მისი თქმით, გადაწყვეტილება კიევისთვის გერმანული იარაღის გამოყენების […]
ისრაელი ღაზაში მყოფი კიდევ 4 მძევლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ 4 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ 51, 79, 80 და 85 წლის მძევლები ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში დაიღუპნენ და მათი ცხედრები კვლავ ბოევიკებს აქვთ. „ჩვენი შეფასებით, ოთხივე მათგანი ხან იუნისში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციის დროს დაიღუპა“, – […]
უკრაინა იტალიისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP/T-ს მიიღებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც მოიცავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, იტალიის მთავრობა ამზადებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის შემადგენლობა, როგორც წინა შემთხვევებში, კონფიდენციალური იქნება. „მაგრამ ცნობილია, რომ ჩვენ გავაგზავნით SAMP-T-ს, რომელიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანუ […]
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და რელიგია

თუ ამერიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰკითხავთ, ვინ უფრო რელიგიურია, არის შანსი ორივემ გიპასუხოთ: „მე ვარ“. „ამერიკის ხმა“ იკვლევს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულებებს რელიგიის მიმართ და ამ მხრივ მათ ჩვევებს.
საქართველოს “ბელარუსიზაცია”? – მსგავსებები და განსხვავებები

რა მსგავსება და განსხვავებაა 2020 წლის ბელარუსსა და 2024 წლის საქართველოს შორის – ექსკლუზიურ ინტერვიუში, სვიატლანა ციხანუსკაიას ვესაუბრეთ. დევნილი ბელარუსი ოპოზიციის ლიდერს, ვკითხეთ სამთავრობო რიტორიკაზეც. ირკვევა, რომ ლუკაშენკოს რიტორიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ომისგან ქვეყნის დაცვაა.
,,საქართველო იმბეცილის დონეზე ქვემოთ ჩამოიყვანეს, – არაფერი ესმით, ვერაფერს ხედავენ და იდიოტური ლოზუნგებით სიტუაციას კიდევ უფრო ართულებენ“ – დემურ გიორხელიძე

,,საქართველო იმბეცილის დონეზე ქვემოთ ჩამოიყვანეს, – არაფერი ესმით, ვერაფერს ხედავენ და იდიოტური ლოზუნგებით სიტუაციას კიდევ უფრო ართულებენ“ – დემურ გიორხელიძე ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ყველაფერი, რაც ხდება, ნებისმიერ დღეს შეიძლება შეფასდეს როგორც “casus belli.” არ ვიცი, ჯერ-ჯერობით, მიაღწია თუ არა დასავლეთმა უკრაინაში ჯარების შეყვანის მუქარით (თუმცა, ნაწილობრივ შეყვანილი ჰყავს) რუსეთის შეკავებას, – საბრძოლო […]