თინა ბოკუჩავა – ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი

ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ელჩებმა უშუალოდ ნახეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, „რომელსაც თავს დაესხა ბანდიტური ჯგუფი, რაც ჩვენს პარტნიორებში იწვევს უკიდურეს შეშფოთებას“. „საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები თბილისში ძალიან კარგად არიან […]
კობახიძე: აქციები ორგანიზებული იყო უცხოელი აგენტების მიერ

ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის და, ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გაანიავეს უფრო ადრე, გაზაფხულზე. ჯერ ერთი, ახალგაზრდების პროტესტი – ეს არის თქვენი ბრენდირება, რასაც სინამდვილეში ერქვა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციები, ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ თვითონ აქციები ორგანიზებული იყო უცხოელი აგენტების მიერ, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას.
ენმ-ს ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ. ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მათ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით ხვდება და მათ თავდასხმისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ამასთან, როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ყურადღება რუსულ კანონზე, მოქალაქეთა დაშინების მცდელობებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე გამახვილდება. “დღეს პარტნიორებთან საუბარი გვაქვს, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი […]
პაპუაშვილი ამბობს, რომ კინოთეატრებში ლგბტ ინტიმური სცენების ამოჭრა მოუწევთ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონპროექტის პაკეტის წარდგენისას ამბობს, რომ ტელეეთერებიდან და კინოთეატრებიდან ლგბტ ინტიმური სცენების ამოჭრა მოუწევთ. “ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად, თუ ტელევიზიით გადის რამე ფილმი და თუ იქ არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არ გაშვებული”, – ამბობს პაპუაშვილი. კითხვაზე, შეეხება […]
Opta-ს გამოთვლები – რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს ცნობილი სტატისკური სააგენტოს აზრით

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ Opta-მ ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრებების შანსები შეაფასა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე აღმოჩნდა და სააგენტომ ვილი სანიოლის გუნდის შანსები მეოთხედფინალში გასვლის, ან ტურნირის მოგებაზე ბოლო ადგილზე დააყენა. პირველ პოზიციას ინგლისი იკავებს, შემდეგ კი საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია მოდიან. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს […]
პრემიერი – სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ – რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე მისდით შეტყობინება სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე“. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია. „სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ […]
რომან გოცირიძე – რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში – მათი საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამურმა კლებამ დაახლოებით, 5.6 მილიარდი ლარი შეადგინა

რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი რამ მხოლოდ მსოფლიო ფინანსური კრიზისების დროს თუ შეიძლება მოხ როგორც გოცირიძემ განმარტა, ქართული კომპანიების აქციების ფასების კლება კვლავ გრძელდება. ,,ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პირველი მაისიდან დღემდე, ამ კომპანიებმა ერთბაშად დაკარგეს თავისი […]
ირაკლი კობახიძე – ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული, მაგრამ პროპაგანდა არის მიუღებელი – კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას

ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს კონკრეტულ საფრთხეებს, აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა კანონების პაკეტზე„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. მისი განმარტებით, „პირველ რიგში, ერთმანეთისგანვე ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა. […]
პრემიერი – ე.წ. ქარტიაში წარმოდგენილი გეგმა არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა – რეალურად სალომე ზურაბიშვილმა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი შექმნა

რეალურად სალომე ზურაბიშვილმა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი შექმნა – სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს სიას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში შედგა! – ასე ეხმაურება პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ “ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერას. კობახიძის შეფასებითვე, “ქართულ ქარტიაში“ წარმოდგენილი გეგმა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმაა. კობახიძის თქმით, ქარტიის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას არავითარი პერსპექტივა არა აქვს, […]
პაატა მანჯგალაძე – მთავარი სანქციები ჩვენ უნდა დავუწესოთ „ქართულ ოცნებას“ და მის რეჟიმს – 35 კმ-ში ნამდვილი მტერი, რუსეთი დგას, ეს ხალხი კი არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე საუბრობს

„ქართული ოცნება“ არც ერიდება – ღიად რუსულ პროპაგანდაზე არიან გადასული – მაშინ, როდესაც 35 კმ-ში აქ, ნამდვილი მტერი, რუსეთი დგას, ეს ხალხი საუბრობს არარსებულ პრობლემაზე და არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ეს იმ მასშტაბის ქვეყნის ღალატია, რომ მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების სანქციები, სამოგზაურო თუ […]