ბიზნესსექტორები, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებენ

მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორში გაიზარდა როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე საშუალო ხელფასიც. ამ პერიოდში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, ზრდა 4.6%-ია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.3% მსხვილ ბიზნესზე, 19.5% – საშუალოზე, ხოლო 36.1% – მცირე ბიზნესზე მოდის. ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ბიზნესსექტორში […]

მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები – ივანე ჩხაიძე

ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები – არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. „ამ არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით […]

მათ სურთ NATO-ს წევრობა, მაგრამ ძალიან ახლოს არიან რუსეთთან. სამხრეთ ოსეთის მაგალითზე უნდა ესწავლათ, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის – კონგრესმენი სტივ კოენი

მათ სურთ NATO-ს წევრობა, მაგრამ ძალიან ახლოს არიან რუსეთთან. სამხრეთ ოსეთის მაგალითზე უნდა ესწავლათ, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის – კონგრესმენი სტივ კოენი მათ სურთ NATO-ს წევრობა, მაგრამ ისინი ძალიან ახლოს არიან რუსეთთან. სამხრეთ ოსეთის მაგალითზე უნდა ესწავლათ, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე კონგრესმენმა […]

კოკა რამიშვილის გამოფენა „პლატფორმა მოვლენისთვის“

თიბისი კონცეპტი და რია ქებურიას ფონდი წარმოგიდგენთ კოკა რამიშვილის გამოფენას „პლატფორმა მოვლენისთვის”. გამოფენას 7 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს. კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის […]

მაშველებმა მძიმედ დაშავებული მამაკაცი ლაგოდეხიდან ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, კახეთის რეგიონიდან, მძიმედ დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენებით სეირნობის დროს, მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. „უგზოობის გამო, თანმხლები პირები ვერ ახერხებდნენ მის გამოყვანას. მოქალაქის სამედიცინო პუნქტში გადაყვანის […]

დავით ხაჯიშვილი – ჩვენს მეგობრებს კონგრესში ზუსტი შეფასება ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – ვფიქრობ, ივანიშვილი და მისი პარტია აუცილებლად დასანქცირდებიან

ჩვენს მეგობრებს კონგრესში ძალიან ზუსტი შეფასება ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ვფიქრობ, ივანიშვილი და მისი პარტია აუცილებლად დასანქცირდებიან, რადგან მათ მძევლად ჰყავთ აყვანილი საქართველო და ვაჭრობენ საქართველოს მოსახლეობის მომავლით,- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა, კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. დავით ხაჯიშვილის განცხადებით, სააკაშვილი ქვეყნის მთავარი პოლიტპატიმარია და ალბათობა არის, რომ მის მიმართ […]

რიყის პარკში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, „აფხაზური ეზო“ გაიმართა

რიყის პარკში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახაბერ ლაბუჩიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან ნანა მაჭარაშვილთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – „აფხაზური ეზო“ გახსნეს. თბილისის საკრებულოს ცნობით, ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივით და გენდერული […]

ლიბანში შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნა

ლიბანში აშშ-ის საელჩოს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ლიბანის არმიის ცნობით, სამხედროებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც იგი დაშავდა. თავდამსხმელი, სირიის მოქალაქე, დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტო Reuters-ს უსაფრთხოების სამსახურის წყარომ განუცხადა, რომ ინციდენტის შედეგად, საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაშავდა.

ირაკლი კობახიძე – 600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს ახალ ბინას, მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა და დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულება. 600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს 600 ახალ ბინას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი იმის გამოხატულება, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება […]

კონკურენციის სააგენტო – მომხმარებლის პრეტენზია ყველაზე მეტად ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე ფიქსირდება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მაისის თვის ჩათლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 348 განაცხადი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახხებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. ამასთან, განმარტავენ, რომაღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 28 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 46 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 16 მოვაჭრეს 22 საქმეზე […]