გერმანული ლუდსახარშები ევრო-2024-ისგან მოგების ზრდას მოელიან

გერმანიის ლუდსახარშები ევრო 2024-ისგან გაზრდილ მოგებას მოელიან. ამის შესახებ ქვეყნის ლუდსახარშების ასოციაციის წარმომადგენელმა, ჰოლგერ აიხელემ განაცხადა. მისი თქმით, გერმანული ლუდის ინდუსტრიისთვის გრძელვადიანი კლების ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა, როცა ქვეყანაში გაყიდვები 4,5%-ით, 8,4 მლრდ ლიტრამდე დაეცა, მაშინ, როცა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომელსაც, ასევე, გერმანიამ უმასპინძლა, ლუდის გაყიდვები ტურნირამდე და მის დროს, დაახლოებით, 5%-ით გაიზარდა. […]

„ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მაისში, წინა წელთან შედარებით, 207%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მაისში 197 723 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 207 %-ით მეტია. აღნიშნულ მონაცემებს ავიაკომპანია ავრცელებს. 2023 წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 64 406 მგზავრი გადაიყვანა. გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც – 2024 წლის იანვარ-მაისში „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი. 2023 წლის […]

პეტრე ცისკარიშვილი – როგორ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორი იყოს ქვეყანა, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ ქართველი დევნილები სახლებში დაბრუნდნენ? – სტრატეგიული ურთიერთობების და პარტნიორობის გამოგონებები შორს ვერ წაგვიყვანს

როგორ შეიძლება შენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს ქვეყანა, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ყველა ლოგიკურად ხმას უნდა აძლევდეს იმას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. „ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ყველა ლოგიკურად […]

ვასო ურუშაძე – ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების მონაწილეობა რუსული ინტერესების გატარებაა, მათ სჭირდებათ სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურა, რაც მაშველი რგოლი იქნება სანქციებისგან თავის არიდების სქემებში

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობიდან დასავლური ინვესტიციების განდევნა, მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებს – ე.წ. პარალელური იმპორტის გამოყენებით. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მხოლოდ ჩინური კომპანიების მონაწილეობა სინამდვილეში არის რუსული ინტერესების გატარება შავ ზღვაში, მათ სჭირდებათ […]

პეტრე ცისკარიშვილი – ისტორიულ ვექტორს ცვლის ერთი კაცის ახირება, რომელსაც ხელისუფლებაში უსასრულოდ უნდა ყოფნა

მთელი ძალისხმევა, ფინანსები, რესურსები, რაც აშშ-მა ბოლო 30 წლის განმავლობაში დახარჯა, ამ ისტორიულ ვექტორს ცვლის ერთი კაცის ახირება, რომელსაც ხელისუფლებაში უსასრულოდ უნდა ყოფნა და სწორედ, აქედან გამომდინარეობს ის ზომები, რომელსაც აშშ აუცილებლად ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიიღებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. […]

საქართველო და სომხეთი ფიფას 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ

საქართველო და სომხეთი ფიფას 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა. “უკვე ოფიციალურად, შემიძლია ვთქვა, რომ ორი მეზობელი, მეგობარი, საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყანა ერთობლივად განაცხადს შევიტანთ 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სომეხ კოლეგას თანამშრომლობისთვის. ჩვენი ქვეყნებისთვის ეს ძალიან […]

ოფიციალურად: “ტოტენჰემი” ოთხ ფეხბურთელს დაემშვიდობა

“ტოტენჰემი” 4 ფეხბურთელს დაემშვიდობა. “დეზები” ოფიციალურად ერიკ დაიერმა, იაპეტ ტანგანგამ, ივან პერიშიჩმა და რაიან სესენიონმა დატოვეს. ოთხივე მათგანს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა. მიმდინარე სეზონში დაიერი იჯარის წესით “ბაიერნის”, პერიშიჩი კი “ჰაიდუკის” ღირსებას იცავდა.

“პრო@ი რომეოების რევოლუცია” – სოსო მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე: ერთხელ, ვერონის არ იყოს, კახეთში წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა. მშობლები, მონტეკების და კაპულეტების მსგავსად, სასტიკი წინააღმდეგი წავიდნენ მათი შეუღლებისა. მაშინ შეყვარებულებმა, რომეოს და ჯულიეტას მსგავსად, თვითმკვლელობა გადაწყვიტეს. არ ვიცი, რომელ აფთიაქართან იშოვეს შხამი- გოგომ დალია და გარდაიცვალა, ხოლო ბიჭმა გადაიფიქრა-აღარ დალია. გენიალურმა კახელებმა მას ,, პრო@ი რომეო” დაარქვეს. არ ვიცი, ცოცხალია […]

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოკუპირებული ჯავის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 35 წლის მოქალაქეს საერთო რეჟიმის კოლონიაში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. 35 წლის გიორგი მოსიაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრებია. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ის 2023 წლის ოქტომბერში გამყოფი ხაზის მიღმა სათევზაოდ იყო გადასული და […]

“ეეეჰ! რაც არ უნდა გეთქვა, აჭარბებო, გეტყოდნენ და ნაწყენები დარჩებოდნენ!”– ნიკოლეიშვილი

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი: ეეეჰ! რაც არ უნდა გეთქვა, აჭარბებო, გეტყოდნენ და ნაწყენები დარჩებოდნენ! არა, და, სიმართლე ჩანდა, მაშინაც და სიმართლემ თავი არ დამალა: ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვინმე ნატალია საბანაძე აცხადებს, რომ სანქციები ქვეყნის მმართველი გუნდის მიმართ უნდა იყოს ინდივიდუალური და მათ შვილებს არ უნდა მიეცეთ აშშ-ს ინტიტუტებში სწავლის საშუალებაო!!! და ამ ქალს […]