ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია – ქუთაისის მერი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა. როგორც მან BMG-ის უთხრა, უახლოეს მომავალში საჯარო გახდება კონცეფცია, თუ როგორი იქნება შენობაში განთავსებული ციფრული განვითარების ცენტრი. „პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია. იქ კეთდება ციფრული ჰაბი, ამაზე მუშაობს GITA, საქართველოს მთავრობის დავალებით და სულ მოკლე ხანში იქნება კონცეფციის ოფიციალური […]
შენობა-ნაგებობების 80% სახელმწიფოს მიერ შემოწმებას არ გადის – რატომ ფუნქციონირებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობები

საქართველოს მასშტაბით, შენობა-ნაგებობების 80% სახელმწიფოს მიერ შემოწმებას არ გადის, შესაბამისად, ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სამართლის დოქტორი, სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი ესაუბრა. მისივე ინფორმაციით, 2021 წელს მიღებული კანონით, რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტების ფუნქციონირების აკრძალვას გულისხმობს, ხარვეზი აქვს, რადგან ჩანაწერში საუბარი არ არის სანქციაზე. კერძოდ, უჩა ზაქაშვილის განმარტებით, ასეთი ობიექტების ფუნქციონირების შემთხვევაში, მშენებელს […]
თიბისისა და BDO Academy-ის პარტნიორობის ფარგლებში, საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე ვორქშოპი ჩატარდა

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიების ფინანსურ გუნდებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მისცეს. სწორედ ამიტომ, BDO Academy-ასთან ერთად, ფინანსური მენეჯერების პროფესულ საჭირობებეზე მორგებული, საგანმანათლბებლო კურსი შეადგინა. 3-დღიანი ვორქშოპის ფარგლებში, 70-მა მონაწილემ ისეთ თემებზე მიიღო ინფორმაცია, როგორებიცაა: საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, IFRS 3 – ბიზნეს კომბინაცია და IFRS 10 – კონსოლიდირებული ფინანსური ანგრიშგება. ვორქშოპის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს სფეროს პროფესიონალებმა: […]
კობახიძის აზრით, თუ აშშ თავდაცვის დახმარებას შეგვიმცირებს, თვითონაც დაზარალდება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე საუბრისას ამბობს, რომ “NGO-ების დახმარებას დახმარებას ვერ დააქმევდა”. რაც შეეხება, საქართველოს თავდაცვის დახმარებას, მისი აზრით, თუ აშშ ამ მხარდაჭერას შეამცირებს, ეს მათთვისაც დამაზიანებელი იქნება. “რაც შეეხება თავდაცვას, თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამერიკასთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც, გაღრმავებაც და აქ ვიტყვი მკაფიოდ ერთ რამეს, […]
ირაკლი კობახიძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ვიღაცებს არ სურთ, რომ იხილონ საქართველო უფრო მეტად ძლიერი, სუვერენული, „თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი“. „კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მზაობა, დავსხდეთ, საჯარო დისკუსიის ფორმატში, ნებისმიერ სუბიექტს მოვუწოდებ. იქნებიან ეს დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები, […]
პრემიერი – NGO-ების დაფინანსებას მე ნამდვილად ვერ დავარქმევდი ამერიკულ დახმარებას – რაც შეეხება თავდაცვის სფეროს, თუ რამის შემცირებას აპირებენ, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესებისთვის

მე მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, სჭირდება გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ბუნებრივია ამისთვის, მთავარია რომ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ამერიკასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ ამ მიმართულებით ოფიციალური ვაშინგტონი რამის შემცირებას აპირებს, ეს თანაბრად დააზიანებს საქართველოსა და ამერიკის […]
პრემიერი კონგრესში გამართულ მოსმენაზე – თანამედროვე ორჯონიკიძეები მოსკოვის მაგივრად ვაშინგტონში დადიან, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ – რამაც საბოლოოდ საქართველოს ოკუპაციებამდე მიგვიყვანა

ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ – ამ ყველაფერმა საბოლოოდ, საქართველოს ოკუპაციებამდე მიგვიყვანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „თანამედროვე ორჯონიკიძეები მოსკოვის მაგივრად ვაშინგტონში დადიან“. „თავის დროზე ერთი საუკუნის წინ, 1920-21 წლებში ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა […]
ოლაფ შოლცი დეპორტაციაზე – ეროვნული უსაფრთხოება გადაწონოს თავშესაფრის ცალკეული მაძიებლის უფლებებს

ზიზღს იწვევს, როცა ვიღაც, ვინც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს, დანაშაულს ჩაიდენს, ასეთი პირები უნდა დეპორტირდნენ, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გამოცემა წერს, რომ მწვავე განხილვის საკითხია, უნდა განაახლოს თუ არა გერმანიამ დეპორტაცია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავღანეთი და სირია. მემარცხენეები წინააღმდეგი არიან, ხოლო მემარჯვენეები დეპორტაციის […]
პრემიერი – რაც შეეხება ოპოზიციაში შიდა გადაჯგუფებას, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – დარწმუნებულები ვართ, რომ გვაქვს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა და აუცილებლად მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია დამარცხებისთვისაა განწირული. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართული საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს. „რაც შეეხება ოპოზიციაში შიდა გადაჯგუფებას, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ არა მგონია, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვინმეს დიდი ინტერესი ჰქონდეს. ასეც და ისეც, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია არის განწირული დამარცხებისთვის. ჩვენ ძალიან მყარი […]
Visa 10 მილიარდ ტოკენს გასცემს, რაც ელექტრონული კომერციის შემოსავალს, გლობალურად, 40 მილიარდი დოლარით ზრდის

Visa ტოკენებმა, გლობალურად, 40 მილიარდ დოლარზე მეტი დამატებითი შემოსავალი მოუტანა ბიზნესებს ელექტრონული კომერციის მეშვეობით და გასული წლის განმავლობაში, 650 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თაღლითობის პრევენცია შეძლო. გარდა ამისა, Visa-მ განაცხადა, რომ 2014 წელს, ტოკენიზაციის ტექნოლოგიის გავრცელებიდან დღემდე, 10 მილიარდზე მეტი ტოკენი გამოუშვა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, Visa-მ კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოება გადახდის ეკოსისტემაში ტოკენიზაციით – […]