თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ასევე ამერიკული მხარისთვის, ჩვენი ინტერესი და სურვილია, გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები – ირაკლი კობახიძე

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ასევე ამერიკული მხარისთვის, ჩვენი ინტერესი და სურვილია, გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები – ირაკლი კობახიძე თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც, გაღრმავებაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ქართული, […]
პუტინი: აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოს, ომი 2-3 თვეში დასრულდება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინაში ომი მორჩება, თუ აშშ კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ პუტინმა უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა. “თქვენ, როგორც აშშ-ის წარმომადგენელს, შემიძლია გითხრათ ის, რაც ადრე ბატონ ბაიდენს ვუთხარი. მან ოდესღაც წერილი გამომიგზავნა, მე წერილობითი ფორმით ვუპასუხე, რომ თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა გსურთ, შეწყვიტეთ იარაღის მიწოდება. და ეს მოქმედებები […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციებისა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის, ხოლო მახათას მთაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა. მინისტრი სამხედრო ბაზებს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული […]
ნიკოლოზ სამხარაძე სინგაპურის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები სინგაპურის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელებთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გაიმართა. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, დიგიტალიზაციის, ტურიზმის და განათლების სფეროებში ისაუბრეს. ქართულმა […]
რონალდოს პოსტმა სოციალურ ქსელში ყველა დროის რეკორდი დაამყარა

რონალდოს პოსტმა სოციალურ ქსელში ყველა დროის რეკორდი დაამყარა “ალ ნასრისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს პოსტმა სოციალურ ქსელში ყველა დროის რეკორდი დაამყარა. 39 წლის ფეხბურთელი “რეალში” კილიან მბაპეს ტრანსფერს გამოეხმაურა და დაწერა: “მოუთმენლად ველოდები, როგორ გაანათებ “ბერნაბეუზე”, – დაწერა კრიშტიანომ. ამ პოსტს 4,6 მილიონზე მეტი მოწონება მოჰყვა, რაც ყველა დროის რეკორდია.
თავდაცვის კუთხით რაიმეს შემცირება აშშ–საც დააზიანებს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: თავდაცვას რაც შეეხება, თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც გაღრმავებაც. აქ მკაფიოდ ვიტყვი ერთ რამეს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ქართული მხარისთვის, ასევე ამერიკული მხარისთვის. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, თუ ამ კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის […]
პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში ისევ მეორე ადგილზეა – ანგარიში

ევროპის საბჭოს ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა პატიმრების რაოდენობით 100 000 მოსახლეზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნები, მათ შორის, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი, საგრძნობლად მაღალი მაჩვენებლით არიან დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ანგარიში 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობას ასახავს. ქვეყნების მაჩვენებლების შესადარებლად, მონაცემებს ითვლიან ყველა ქვეყანაში 100 […]
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა – პრემიერი

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მთავარია, ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას.
ადვოკატის განცხადებით, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები უკანონოდ ცნო და მის წინააღმდეგ დევნა უნდა შეწყდეს

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაკავებული ბიზნესმენისა და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები უკანონოდ ცნო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაბაევის ადვოკატმა კახა კალმახელიძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მოსამართლის გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი, ბაბაევის როგორც პირადი, ასევე ავტომანქანის ჩხრეკა, ასევე ტანსაცმლისა და მანქანის ამოღება. შესაბამისად, ადვოკატის განცხადებით, ბაბაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, […]
ოთარ გრიგოლია – თბილისი, ბიუჯეტის გადანაწილების თვალსაზრისით, სოციალურად ორიენტირებული ქალაქია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ოთარ გრიგოლიას განცხადებით, თბილისი, ბიუჯეტის გადანაწილების თვალსაზრისით, სოციალურად ორიენტირებული ქალაქია. აღნიშნული განცხადება მან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. საკრებულოს ინფორმაციით, გრიგოლიამ ფორუმში მონაწილეებს ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომელსაც […]