7-კაცა ხვალ ევროპის ჩემპიონატს იწყებს

საქართველოს 7-კაცა ხვალ, 7 ივნისს, ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს იწყებს. პარასკევს ჯგუფური ეტაპის ორი თამაშია – საქართველოს დროით 16:28 საათზე ერთ-ერთ კონკურენტ გერმანიას, ხოლო 22 საათზე მასპინძელ ირლანდიას ვერკინებით. ჯგუფურ ეტაპს 8 ივნისს, 16:28 საათზე ირლანდიასთან მატჩით ვასრულებთ, რის შემდეგაც გაირკვევა რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველო და ვინ იქნება მისი მეტოქე […]
მაქსიმე შარაძის ისტორია

დაიბადა გურიაში, სოფელ ეწერში. დედის ადრე გარდაცვალებამ და ხელმოკლეობამ საფუძვლიანი სწავლა-განათლების მიღებაში დიდად შეუშალა ხელი. სოფლის სასწავლებელში უნიჭიერეს მოსწავლედ ითვლებოდა, თავი ოზურგეთის სკოლაშიც გამოიჩინა, მაგრამ უსახსრობის გამო, იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და ვაჭრობა დაეწყო, მაგრამ როგორც კი საშუალება მიეცემოდა და ცოტაოდენ დროს გამონახავდა, მაშინვე განმარტოვდებოდა და კითხულობდა. განსაკუთრებით რელიგიური ლიტერატურა იტაცებდა. სრულიად ახალგაზრდამ თბილისში […]
ინდივიდუალური სანქციების სია წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ – ელჩი

მე არა ერთხელ განმიცხადებია და გადამიცია შესაბამისი მოწოდებები ევროკავშირშიც, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და საფასური გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ. პირიქით, ისინი აპროტესტებდნენ [რუსულ კანონს] და ამ პროტესტს ჩვენ ახლაც ვხედავთ. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა დაბალი, სწორედ იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეხება. რაც შეეხება […]
ბაიდენმა ოდესღაც წერილი გამომიგზავნა და ეს ვუპასუხე – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინაში ომი მორჩება, თუ აშშ კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ პუტინმა უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა. “თქვენ, როგორც აშშ-ის წარმომადგენელს, შემიძლია გითხრათ ის, რაც ადრე ბატონ ბაიდენს ვუთხარი. მან ოდესღაც წერილი გამომიგზავნა, მე წერილობითი ფორმით ვუპასუხე, რომ თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა გსურთ, შეწყვიტეთ იარაღის მიწოდება. და ეს მოქმედებები […]
Zeekr 001-მა და Zeekr X-მა უსაფრთხოების ყველაზე მაღალი, 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღეს

სრულიად ელექტრო ავტომობილებმა Zeekr 001-მა და Zeekr X-მა ევროპული და მწვანე მანქანების შეფასების პროგრამისგან (EURO NCAP და Green NCAP) უსაფრთხოების მაქსიმალური, 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი მოიპოვეს. აღნიშნული ავტომობილები მოდულური ელექტრომობილის პლატფორმის SEA (Sustainable Experience Architecture) პრინციპების საფუძველზე შეიქმნა. Zeekr 001-ის და Zeekr X-ის მოპოვებული 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი Euro NCAP-ისგან, ყველაზე მაღალი შედეგია მსოფლიოში, მომხმარებელთა უსაფრთხოების შეფასების რეიტინგში. 2024 […]
შალვა ოგბაიძე – ეკოტრანსპორტის განვითარების და მწვანე მობილობის უზრუნველსაყოფად დაწყებულია მნიშვნელოვანი პროცესები, რაც ჩვენს თბილისს კიდევ უფრო მიმზიდველს და წარმატებულს გახდის

თბილისში მიმდინარეობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. ფორუმში საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოა ვრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმზე თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებისა და თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის […]
იოსებ ბაბაევი გაათავისუფლეს

ბიზნესმენი, “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, იოსებ (სოსო) ბაბაევი გაათავისუფლეს. მან წინასწარი მოთავსების იზოლატორი სასამართლო სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში დატოვა. გორის რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ ყველა მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ბაბაევი დააკავეს, უკანონოდ ცნო. “მოიგონეს ასეთი ისტორია, რომ ვითომ, მე მივდიოდი რაღაცა კრიმინალურ გარჩევაზე, მათ [ამის შესახებ] ჰქონდათ რაღაცა ინფორმაცია და ამიტომ დამაკავეს. ეს არის აბსურდი. […]
ჰერჩინსკი: ჩვენი მხარდაჭერა აშკარაა, არც პოზიცია შეგვიცვლია, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და გაერთიანებაში ელიან, როდის დაიკავებს საქართველო “კუთვნილ სკამს მაგიდის გარშემო.” რუსული კანონი კი მან არასაჭირო დაბრკოლებად მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს “დაეწიოს” სხვა ქვეყნებს და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. “რამდენად დიდია ჩვენი მხარდაჭერა? ჩვენი მხარდაჭერა აშკარაა და […]
Galt & Taggart მომხმარებლებს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გახანგრძლივებული საათებით ვაჭრობას სთავაზობს

Galt & Taggart, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ინოვაციების დანერგვასა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულებამ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს გახანგრძლივებული დროით ვაჭრობის ფუნქციონალი წარუდგინა. ფუნქციონალი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის G&T Trader-ის ნაწილია. მისი დახმარებით, ამიერიდან, ინვესტორები აშშ-ის საფონდო ბაზრებზე სტანდარტული სავაჭრო საათების მიღმაც ივაჭრებენ, რაც მათ […]
„ნელ-ნელა ვფართოვდებით“ – „წერტი“ რიგით მეხუთე ფილიალს დიდ დიღომში ხსნის

„წერტი“ 7 ივნისს, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. #46 ნომერში ახალ ფილიალს გახსნის. მაღაზია სავაჭრო ცენტრ DighomiCity-ის პირველ სართულზე იქნება. ეს თბილისში კომპანიის რიგით მეხუთე ფილიალია. „ნელ-ნელა ვფართოვდებით. დიღომი საკმაოდ დიდი დასახლებაა და მოთხოვნაც არსებობს. შემოგვდიოდა კითხვები და ბევრი ადამიანი ითხოვდა, რომ იქაც ყოფილიყო „წერტი“, ამიტომ გადაწყდა, რომ ახალი ფილიალი აქ გაგვეხსნა“, – განუცხადა „კომერსანტს“ […]