2023 წელს თურქეთში ზღვის პროდუქტების წარმოება 18,6%-ით გაიზარდა

2023 წელს თურქეთში ზღვის პროდუქტების წარმოება წინა წელთან შედარებით 18,6%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 7 ათას 921 ტონა შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტი ავრცელებს. ამავდროულად, თევზის წარმოების 38,4% და სხვა ზღვის პროდუქტების 3,3% ზღვიდან მოპოვებით იქნა უზრუნველყოფილი, 3,3% წარმოებულია შიდა წყლებში დაჭერით და 55% აკვაკულტურის ობიექტებში . გასულ წელს დაჭერილი თევზისა და ზღვის პროდუქტების […]

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

კომპანიის ინფორმაციით, 6 ივნისს თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზზე მოძრაობის შეფერხება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია. მათივე ცნობით, ამავე ხაზზე სადგურებმა მომსახურეობა შეაჩერეს და საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთლის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა. კომპანიაში ამბობენ, რომ ხარვეზის გამოსწორებისა და მგზავრების გამოყვანის შემდეგ, ყველა სადგური გაიხსნა. მეტროს საბურთალოს ხაზი 6 ივნისს, საღამოს, დაახლოებით, 19:45 საათზე გაჩერდა, რაც ერთ საათზე მეტ ხანს […]

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თელავში, ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი 50 წლამდე კაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

უკრაინა მშვიდობის სამიტზე ჩინეთს პატიჟებს

5 ივნისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ჩინეთში იმყოფებოდა. უკრაინის ოფიციალურმა პირმა პეკინს მოუწოდა, ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე დასასწრებად, იქ დელეგაცია გააგზავნოს. კონფერენცია 15-16 ივნისს იგეგმება. პეკინი აქამდე აცხადებდა, რომ მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებდა და რომ მშვიდობის კონფერენციის წარმატებას, მასში ორი მეომარი მხარის მონაწილეობა განსაზღვრავს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ უკრაინამ იმედი […]

U21. მოსაწყენი ფეხბურთი ვაკეში – საქართველოსა და ყაზახეთის მატჩი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]

საქართველოსა და ყაზახეთის ახალგაზრდული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 0:0 დასრულდა. მასპინძლები სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრები თავს კარგად იცავდნენ. თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულებმა თამაში მეტ-ნაკლებად გაამწვავეს, იობაშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ხარებავამ კი ხელსაყრელი პოზიციდან ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ. მომდევნო შეხვედრას […]

თბილისის მეტროს „საბურთალოს“ ხაზზე მოძრაობა განახლდა – საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთელის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა

თბილისის მეტროს „საბურთალოს“ ხაზზე მოძრაობა განახლდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროში ძაბვის ვარდნამ საბურთალოს ხაზზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. მათივე ცნობით, აღნიშნულ ხაზზე სადგურებმა მგზავრთა მომსახურება შეაჩერეს. საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთელის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა. „ხარვეზის გამოსწორებისა და მგზავრთა გამოყვანის შემდეგ, ყველა სადგური გაიხსნა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია […]

თიბისისა და BDO Academy-ის პარტნიორობის ფარგლებში, საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე ვორქშოპი ჩატარდა

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიების ფინანსურ გუნდებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მისცეს. სწორედ ამიტომ, BDO Academy-ასთან ერთად, ფინანსური მენეჯერების პროფესულ საჭირობებეზე მორგებული, საგანმანათლბებლო კურსი შეადგინა. 3 დღიანი ვორქშოპის ფარგლებში, 70-მა მონაწილემ ისეთ თემებზე მიიღო ინფორმაცია, როგორებიცაა: საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, IFRS 3 – ბიზნეს კომბინაცია და IFRS 10 – კონსოლიდირებული ფინანსური ანგრიშგება. ვორქშოპის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს სფეროს […]

“კალაძე, შე ნაძირალა ნაბი@ვარო – ან როგორ იპოვნეს, ან როგორ მოასწრეს 3 წუთში” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: მივდიოდი სახლში. მიცკევიჩზე ღრმა ბნელ ჩიხი შევაყენე მანქანა, არავის არაფერს რომ არ უშლიდა ისე., შევედი მაღაზიაში, გამოვედი ზუსტად 3 წუთში და აღარ დამხვდა. საჯარიმოზე გადაუყვანიათ და ღამის 12 საათზე დამტოვეს ქუჩაში უმანქანოდ. ან როგორ იპოვნეს, ან როგორ მოასწრეს 3 წუთში. კალაძე შე ნაძირალა ნაბი@ვარო.

უკრაინას რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე გერმანული იარაღის გამოყენება შეუძლია – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინას შეუძლია, დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელებული თავდასხმებისგან თავის დასაცავად გამოიყენოს. ამის შესახებ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. “უკრაინას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, აქვს უფლება დაიცვას თავი საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმისგან, ასევე, მის ქალაქებსა და მოქალაქეებზე თავდასხმისგან. ეს ასევე ეხება ხარკოვის რაიონში მომხდარ შეტევებს, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს უშუალოდ რუსეთის სასაზღვრო […]

რატომ დაცალეს მეტროს ვაგონები შუა გვირებებში? – რა ხდება ამ წუთებში საბურთალოს ხაზზე

საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო – წერეთლის მეტროში მგზავრები გვირაბიდან გამოიყვანეს. წერეთლის სადგურთან ახლოს მდებარე მატარებლიდან მგზავრები ამ დროისთვის გვირაბით გამოჰყავთ. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია – ინფორმაციას მერიის სატრანსპორტო სამსახური ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, მეტროს გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია და 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა, რამ გამოიწვია, კონკრეტულად ამ სადგურზე ძაბვის ვარდნა – ამაზე […]