,, რა რთულია აუხსნა შვილს, რატომ ვეღარ ისწავლის ამერიკაში” – ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო წილოსანს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სახდეპის მიერ გამოცხადებული სანქციების პირველ პაკეტს ეხმაურება და ვიცესპიკერ ნინო წილოსანს მიმართავს: ,,ნინო წილოსანი გავიგე სანქციების შესახებ მეილი მიგიღიათ. რა რთულია აუხსნა შვილს, რატომ ვეღარ ისწავლის ამერიკაში. არადა კალათბურთზე აპირებდით შეყვანას NBA სკოლაში. ასეა, როცა სხვის შვილებს იმეტებთ.”
რუსეთში აჩვენებენ მხოლოდ ფილმებს, რომლებიც “ტრადიციულ” ღირებულებებს შეიცავს

რუსეთში კინოგაქირავების ნებართვები გაიცემა მხოლოდ ფილმებზე, რომლებიც გაივლიან შემოწმებას რუსეთის “ტრადიციულ” ღირებულებებთან შესაბამისობაზე – კანონმდებლობაში ამ შინაარსის შესწორებებზე მუშაობს რუსეთის კულტურის სამინისტრო, სახელმწიფო სათათბიროს კულტურის კომიტეტთან, ფედერაციის საბჭოსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. ამ ინიციატივის შესახებ განცხადება გააკეთა კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფის და ციფრული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, დმიტრი დავიდენკომ. იმ ფილმის მაგალითად, რომელიც შემოწმებას ვერ გაივლის, დავიდენკომ […]
სალომე სამადაშვილი – თურმე აშშ-ში მტრები არიან და მეგობრები არიან მოსკოვში, რომელმაც ტერიტორიების 20%-ი წაგვართვა – რუსული ხერხია ადამიანებს დააჯერო, რომ მეგობრები მტრები არიან, მტრები კი მეგობრები

რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს იმ დავალებების შესრულება, რასაც რუსეთი აძლევს , – ასე შეაფასა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია – ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა!“ სამადაშვილმა ირაკლი კობახიძეს რუსეთის წარმომადგენელი უწოდა. […]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი – „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1753 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სადავო ნორმის თანახმად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება. მათივე ცნობით, მოსარჩელის პოზიციით, არაკონსტიტუციური იყო გასაჩივრებული რეგულაციის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არასათანადოების საფუძვლით, მაუწყებლებს უკრძალავს ისეთი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას არა […]
2024 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება დაახლოებით 515 მილიონი ტონა იქნება

2024 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება დაახლოებით 515 მილიონი ტონა იქნება. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა SPIEF-ში ჟურნალისტებს განუცხადა. „ვფიქრობ, რომ 505 მილიონი ტონიდან 515 მილიონ ტონამდე ვიქნებით. უფრო ზუსტად წლის ბოლომდე გვეცოდინება, რადგან მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კორექტირება ხდება“, – დასძინა ვიცე-პრემიერმა.
თუ მოსკოვს გავექეცი ახლა ბრიუსელის ნარატივზე უნდა დავჯდე? მაშინ სად არის ჩემი დამოუკიდებლობა?

თუ მოსკოვს გავექეცი ახლა ბრიუსელის ნარატივზე უნდა დავჯდე? მაშინ სად არის ჩემი დამოუკიდებლობა? „მოსახლეობას ვეუბნებით, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, გვინდა სუვერენიტეტი და ამ დროს შიდა კანონშემოქმედებით პროცესში ვიღაცებმა და უცხო აქტორებმა ცხვირი უნდა ჩაყონ და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯები არ გასაჯაროვდეს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ […]
მეთიუ მილერი – კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია – ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის: ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს

კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია – ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის. […]
,, ამათი მოგზაურობა მკიდია. დოლარიდან უნდა გააგდონ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სახდეპის მიერ გამოქვეყნებული სანქციების პირველ პაკეტს ასე ეხმაურება: ,,dozens of ქოცის 🇬🇪🇺🇸 ხაზინა მინდა 🦦🚬 ამათი მოგზაურობა მკიდია. დოლარიდან უნდა გააგდონ”
„რუსთავის აზოტის“ შემოსავლები 50%-ითაა შემცირებული… თვითღირებულების ზღვარზე ვმუშაობთ“- ლევან ბურდილაძე

„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანია „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბურდილაძის ინფორმაციით, კომპანიის შემოსავლები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ექსპორტით მიღებული შემოსავლების შემცირებაზე საუბრისას განაცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში, აზოტოვანი სასუქების ექსპორტით მიღებული შემოსავალი 45 მილიონ 447 ათას დოლარამდე შემცირდა, გაყიდული საქონლის […]
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. მეთიუ მილერის ბრიფინგი სწორედ საქართველოს საკითხით გაიხსნა. მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს […]