სტრატეგიული პარტნიორი არასერიოზული განცხადებებიდან არასერიოზულ ქმედებებზე გადავიდა

სტრატეგიული პარტნიორი არასერიოზული განცხადებებიდან არასერიოზულ ქმედებებზე გადავიდა საქართველოს მოსახლეობის 95% აქვს სავიზო შეზღუდვა, მათ შარშან 3 მოსამართლე დაემატა, ხოლო წელს 24-34 პოლიტიკოსი და მათი ოჯახის წევრები, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებას. როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, აშშ საქართველოს ემუქრება მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა მშვიდობა და არა ომი. […]
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა აშშ-ში გააგრძელოს

“ბარსელონას” 35 წლის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა აშშ-ში გააგრძელოს, – იტყობინება As-ი. გამოცემის ცნობით, ლევანდოვსკის სამსახურით “ლოს-ანჯელეს გალაქსი” დაინტერესდა და ტრანსფერის მომავალ წელს განხორციელებას იმედოვნებენ, სადაც ის თავის მეგობარ მარკო როისთან ერთად ითამაშებს. პოლონელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, თუმცა არაა გამორიცხული გუნდი იქამდე დატოვოს.
ზავრადაშვილი: მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!

გვარამიოიდების გასაგონად: მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს “სანქცია”, მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და ქართული ოცნების ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს! P.S. ისა და, ბლინკენს ახლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი?
დიახ, ეს სანქციები სწორედ საქართველოს წინააღმდეგაა და არა კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. „ძალიან სამწუხაროა, რომ აშშ-მა სანქციების პაკეტი გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ, დიახ სწორედ საქართველოს წინააღმდეგაა და არა კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ. სხვანაირად რა ახსნა აქვს იმას, რომ ანგარიშს არ უწევენ ამ […]
საქართველოზე დღეს ამერიკის კონგრესში სპეციალური მოსმენა იმართება

საქართველოს შესახებ დღეს ამერიკის კონგრესში იმსჯელებენ. ჰელსინკის კომისიის წევრები დეტალურად გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მომხსენებლებისგან მოისმენენ, რამ განაპირობა ქვეყანაში შექმნილი ვითარება.
აშშ ჩინეთს მოუწოდებს მიიღოს მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო სამიტში

აშშ ჩინეთს მოუწოდებს მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო სამიტში – უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებს 6 ივნისს. მისი თქმით, ჩინეთი წინა სამიტებში მონაწილეობდა, და “მისი იქ ყოფნა სასარგებლო იყო. ვფიქრობთ, ეს აქაც სასარგებლო იქნება”. პეკინი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს მოსკოვთან, ჯერჯერობით აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას 15-16 ივნისს დანიშნულ სამიტში და ამბობს, […]
გერმანიის თავდაცვის მინისტრი – პუტინი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება, რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოოდ ნატოსთვის – რუსეთის გამარჯვება ჯამში უფრო მეტი დაგვიჯდება, ვიდრე დღეს უკრაინის დახმარება

ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება, რუსეთი ასევე საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოო ჯამში ნატოსთვის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგი) სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “რუსეთის გამარჯვება საბოლოო ჯამში უფრო მეტი დაგვიჯდება, ვიდრე დღეს უკრაინის დახმარება”, – განაცხადა პისტორიუსმა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი “უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება”, არამედ მას […]
ბადრი ჯაფარიძე – ამ ადამიანებს სანქციები დაუწესდათ იმის გამო, რომ მათ უღალატეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის დგას ქართველი ხალხის გვერდით და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად განხორციელდა სანქციების პირველი ტალღა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენლის მიმართ, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ამ ადამიანებს სანქციები დაუწესდათ იმის გამო, რომ მათ უღალატეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მათ იმოქმედეს არა […]
კი გაისეირნებდა ახლა კაცი ამერიკაში – ნინო ლომჯარია

“კი გაისეირნებდა ახლა კაცი ამერიკაში…”– ასე გამოეხმაურა ნინო ლომჯარია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს.
,, თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, რომ ამის გამო ხელისუფლებაში ვინმე ტირილს დაიწყებს” – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ,,იმედის” ეთერში აცხადებს: „თქვენ ვერ დაადებთ ხელს დღეს ვერც ერთ მმართველს ვერც მთავრობაში, ვერც საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელსაც თვითმიზნად ჰქონდეს თვითგვემა. თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, რომ ამის გამო ხელისუფლებაში ვინმე ტირილს დაიწყებს. ჩვენ არ ვართ ჩაბღაუჭებული ხელისუფლებას. თუ აგვირჩევთ, ვიქნებით, თუ არ აგვირჩევთ, არ ვიქნებით. ეს […]